კვირა, 2024-04-28, 10:26 PM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » აპრილი » 15 » ბერა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ - რით მიიზიდა რეპერმა ”კომედი შოუს” ბიჭები
10:27 PM
ბერა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ - რით მიიზიდა რეპერმა ”კომედი შოუს” ბიჭები


"კომედი შოუს" ყოფილი მსახიობების - ამიკო ჩოხარაძის, ლევან გოგორელიანის (ფაქო) და თემო მჟავიას "ჯორჯიან დრიმ სტუდიო"-ში გადასვლა ალბათ, ბევრი თქვენგანისთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორიც - ჩემთვის. აქამდე ბერა ივანიშვილთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ, ახლა თანამშრომლებიც გახდნენ. ამბობენ, რომ სტუდიაში ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობენ და ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ ხარისხიანი პროდუქტი შექმნან. სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ ბერას, ფაქოს, ამიკოსა და თემოს სტუდიაში ვესტუმრე. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, ბიჭებს ვუთხარი, - ჩემი ახლობელი ამბობს: ბიჭებმა ამ ნაბიჯით მაგარი პენალტი დაარტყეს და გაიტანეს-მეთქი, რასაც ბერას რეპლიკა მოჰყვა:
- პენალტს ხომ იცი, როდის ურტყამენ? - როცა მოწინააღმდეგე გუნდი თამაშის წესს არღვევს.

- ამ შემთხვევაში წესები ვინ დაარღვია?
თემო:
- წესები არავის დაურღვევია, მაგრამ ადამიანი ხომ იმისთვის ცხოვრობს, რომ რაც შეიძლება მეტი ისწავლოს და განვითარდეს?! ჰოდა, ჩვენ ამ სტუდიასთან თანამშრომლობით განვითარების შანსი გვეძლევა. "რუსთავი 2"-ში ბევრი რამ ვისწავლეთ, მაგრამ წინსვლას ვეღარ ვახერხებდით.
ფაქო:
- იქ იმდენ საათს ვატარებდით და ენერგიას ვხარჯავდით, რომ განვითარებისთვის დრო აღარ გვრჩებოდა. აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ აკეთო ის, რაც შეგიძლია!

- თქვენი მეგობრობის ამბავი როდიდან დაიწყო?
ბერა:
- წელიწადზე მეტია, ბიჭებს ვიცნობ. ჩემი თანამშრომელი ამიკოს ახლო მეგობარია და მისგან გავიცანი. ის სტუდიაში მოდიოდა, მუსიკას ვუსმენდით და ვერთობოდით. ვინაიდან ხუმრობა გვიყვარს, ერთმანეთს კარგად გავუგეთ. მოგვიანებით ფაქო და თემოც გავიცანი, დავმეგობრდით. საერთოდ, ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, მაგრამ ამ ბიჭების შესახებ ყველაფერი ვიცოდი. ისინი ყოველთვის ღირსეულად იქცეოდნენ.
თემო:
- დამეგობრების შემდეგ, საქმეზეც ვილაპარაკეთ. ჩვენი ურთიერთობის შესახებ ყველამ იცოდა, მათ შორის - ყოფილმა თანამშრომლებმაც. მოკლედ, ამ სტუდიაში ჩვენი გადმოსვლის ამბავი მათთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო.

- მე კი ვიცი, რომ ტელევიზიაში გელოდებოდნენ...
ამიკო:
- ჩემთვის არავის დაურეკავს და არც ის უკითხავთ, - რამე ხომ არ დაგემართაო?.. ბედნიერები ვართ და გვიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგით.

- თქვენი სამომავლო გეგმები გაგვანდეთ. რის გაკეთებას აპირებთ?
ფაქო:
- ვეცდებით, ბევრად მაღალი დონის, უფრო მეტად ახალგაზრდული და ხარისხიანი იუმორი "გავაკეთოთ", ვიდრე ამას "რუსთავი 2"-ში ვაკეთებდით.

- იქ ხელს რა გიშლიდათ?
- "რუსთავი 2"-ში უბრალოდ, ამის ტექნიკური რესურსი არ იყო.
თემო:
- თან ტელევიზიას თავისი ფორმატი აქვს, იქ ექსპერიმენტების საკეთებლად არავის "სცხელა". ტელევიზია რისკზე ნაკლებად მიდის. აქ კი არაფერი გვზღუდავს, ჩვენთვის არანაირი ფორმატი არ არსებობს.
ბერა:
- ერთმანეთის კარგად გვესმის, რადგანაც დაახლოებით ერთნაირი გემოვნება გვაქვს. აქ შემოქმედებითი თავისუფლებაა, ყოველგვარი ჩარჩოს გარეშე.
ფაქო:
- ამ ნაბიჯით საკუთარ თავს დავუმტკიცებთ, რომ რაღაცის გაკეთება შეგვიძლია.

- თქვენს პროდუქტს ტელევიზიებს მიჰყიდით?
- რა თქმა უნდა! ტელევიზიაში ბევრი რამ ვისწავლეთ; ვიცით მათი მუშაობის სტილი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს.
თემო:
- "რუსთავი 2"-ში ხეზე ასვლაც გვასწავლეს.

- ტელევიზიიდან თქვენი წასვლის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში დაიდო. თუ ინტერნეტსივრცეში გაკეთებული კომენტარებით ვიმსჯელებთ, ამ სიახლის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია: ზოგი თქვენი მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს, ზოგი კი ბრალს ფინანსურ დაინტერესებაში გდებთ. რას ეტყვით ამ ადამიანებს?
ამიკო:
- "რუსთავი 2"-ში მუშაობის დროსაც ზოგს ვუყვარდით, ზოგს - არა. ხალხმა ჯერ არ იცის, აქ რის გაკეთებას ვაპირებთ.
თემო:
- ჩემი აზრით, ფინანსური ინტერესი არ "ტეხავს". თუ მუშაობ, უნდა გიხდიდნენ კიდეც.
ბერა:
- როცა თანამშრომლობა გადავწყვიტეთ და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, მერწმუნე, ფულსა და ხელფასზე ლაპარაკი არ გვქონია (ამ საკითხზე მოგვიანებით მოვილაპარაკებთ). მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და ლაპარაკისას გაგვიჩნდა იდეები. იმედი მაქვს, ჩვენი მეგობრობა არასდროს შეწყდება. სხვათა შორის, კომენტარებს მეც გავეცანი და მათი უდიდესი ნაწილი პოზიტიურია.

- კიდევ, ვინ არის თქვენი გუნდის წევრი?
- ლევან დაბრუნდაშვილი, რომელმაც ჩემი კლიპი - "ოცნებების ღამე" გადაიღო. როცა ამერიკელმა სპეციალისტებმა ეს კლიპი ნახეს, ვერ იჯერებდნენ, რომ საქართველოში გახლდათ გადაღებული. სხვათა შორის, სწორედ მათ მირჩიეს, ჩემს ამერიკულ სინგლზე კვლავ ლევანთან ერთად ვიმუშაო.
ფაქო:
- ჩვენს იუმორისტულ სკეტჩებსა და ფილმებსაც ლევანი გადაიღებს.
ბერა:
- საფრანგეთში, ამერიკასა და საქართველოშიც არაერთ რეჟისორთან მიმუშავია, მაგრამ ლევან დაბრუნდაშვილი ჩემი ფავორიტია! "ჯორჯიან დრიმ სტუდიოს" კარი ყველა ნიჭიერი ადამიანისთვის ღიაა.

- თქვენს პროდუქტს როდის ვიხილავთ?
ამიკო:
- ძალიან მალე! ყოველდღე ვმუშაობთ, არ ვისვენებთ. ვაცნობიერებთ იმასაც, რომ მაყურებელი ამ სიახლეს ინტერესით ელოდება, ბევრი ეჭვის თვალითაც შემოგვხედავს. მოკლედ, საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ.

- სკეტჩებს თქვენივე მონაწილეობით გადაიღებთ თუ მსახიობებს მოიწვევთ?
- ჩვენც ვითამაშებთ და მსახიობებსაც მოვიწვევთ. ბუნებრივია, ფილმებს 3 მსახიობით ვერ "გავაკეთებთ".

- ბერა, ფილმებში მონაწილეობას შენც მიიღებ?
ბერა:
- რატომაც არა?! ისე, ეს საინტერესოც იქნება. რა, ბერა და "ელიავა სტრით ბოისი" ცუდი იქნება? "ბითლზების" შემდეგ ეს ჯგუფი მუსიკალური სამყაროს ყველაზე დიდი მოვლენაა (იცინიან).
თემო:
- ვახო ბიჭიკაშვილი ხშირად გვეხმიანება, გვირეკავს. ჩვენ მეგობრები ვართ. ერთ-ერთ ჟურნალისტს მისთვის დაურეკავს და პირველად ის უკითხავს: "ელიავა სტრით ბოისი" დაიშალაო?
ბერა:
- ვახოს, მოკითხვა ჩემგან. როცა ტელევიზიიდან ბიჭების წამოსვლის ამბავი გავრცელდა, იმ დღეს მათ ტელეფონზე ზარი არ გაჩერებულა. რეკავდნენ მეგობრები, ნაცნობები, უცნობებიც...
თემო:
- მხოლოდ იუმორისტული ფილმებით არ შემოვიფარგლებით. წინ დიდი გეგმები გვაქვს.

- პოლიტიკური იუმორიც იქნება?
ბერა:
- ჩვენთვის ტაბუდადებული თემა არ იარსებებს.
ფაქო:
- პოლიტიკური იუმორი ბევრ გასართობ გადაცემაშია. აქტუალურ თემებზე ხუმრობის მოფიქრება ყველაზე იოლია და ამას მაყურებელიც მარტივად იგებს, მაგრამ მე ეს სფერო ნაკლებად მიზიდავს.
ბერა:
- ზოგი "პოლიტიკურ პროექტს" მეძახის - ეს სისულელეა! ადამიანს, რომელიც ამას ამბობს, მუსიკის არაფერი გაეგება. მე ვმღერი ცხოვრებაზე, რეალობაზე - ანუ იმაზე, რასაც ვხედავ, ვგრძნობ, რაც ჩემს გულშია და ასე გავაგრძელებ.
თემო:
- პოლიტიკურ იუმორს შეიძლება, მცირე დოზით შევეხოთ. ამიტომ ვამბობთ, რომ ტაბუდადებული თემები არ იქნება.
ბერა:
- ისეთი სტუდია და იმდენად კარგი სამუშაო გარემოა, რომ დღეში ერთი სიმღერა თუ არ ჩავწერე, თავს დამნაშავედ ვგრძნობ და სახლში ცუდ ხასიათზე ვბრუნდები. რა თქმა უნდა, მხოლოდ რაოდენობაზე არ ვარ ორიენტირებული, ხარისხს დიდ ყურადღებას ვაქცევ. ბოლო 20 დღეა, ტემპი არ დამიგდია.

- დღეში ერთი სიმღერის ჩაწერა ბევრისთვის წარმოუდგენელია. ამდენს როგორ ახერხებ?
- გაზაფხულია და ისეთ კარგ განწყობილებაზე ვარ, რომ... როგორც შემოქმედი, დიდი ხნის მანძილზე ძიებაში ვიყავი. ადრე ჩემი 10 სიმღერა რომ მოგესმინა, იფიქრებდი, სხვადასხვა ადამიანი ასრულებსო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხანგრძლივი ძიების შემდეგ, ოქროს შუალედი ვიპოვე და ახლა ჩემი ხელწერა მაქვს. ტექსტის წერისას კალამს და ფურცელს არ ვიყენებ. ჯერ მუსიკას ვქმნი, შემდეგ ვუსმენ, ხელში მიკროფონი მიჭირავს და სიტყვები თავისთავად მოდის. მსმენელს ისე ველაპარაკები, როგორც ჩემს ახლობელს, მეგობარს... აქვე დავაზუსტებ: როცა ჩემს სიმღერაში ვამბობ სიტყვას - "ფანი", არაქართველ მსმენელს ვგულისხმობ.

- ქართველ მსმენელს რას უწოდებ?
- გულშემატკივარს!
ამიკო:

- მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ. ამაზე დიდი კომფორტი არ არსებობს.
ბერა:
- ერთ დილას, გაღვიძებისთანავე თემოს დავურეკე, - სად ხარ-მეთქი? ადრე რომ ვურეკავდი და ვთხოვდი, ჩემთან გამოევლო, მეუბნებოდა: სამსახურში ვარ და შენს ნახვას ვერ შევძლებო. ჰოდა, ახლაც იგივე რომ მიპასუხა, გული დამწყდა, - ვერ ვნახავ-მეთქი. გაეცინა: - ბიჭო, დაგავიწყდა, ახლა სადაც ვარო? რატომღაც, იმწუთას მართლა მეგონა, რომ "რუსთავი 2"-ში იყო (იღიმის).

- ბატონი ბიძინა უკვე გაიცანით?
ფაქო:
- რა თქმა უნდა! სტუდიაში თავად მოვიდა, ჩაგვეხუტა. ამ ადამიანისგან საოცრად დიდი სითბო და კარგი აურა მოდის.
თემო:
- ბატონი ბიძინას გაცნობის შემდეგ ვამბობ, - დედამიწაზე წარმოდგენა შემეცვალა-მეთქი.
ბერა:
- გმადლობთ!
ამიკო:
- მე და ფაქომ აღვნიშნეთ, რომ ბერა მამას ძალიან ჰგავს.

- ბერა, ცოტა რამ შენს ოჯახზეც გვითხარი.
ბერა:
- ჩემი უფროსი ძმა საზღვარგარეთ სწავლობს, მაგრამ პერიოდულად, მცირე დროით ჩამოსვლას ახერხებს. ჩემი და აქ არის: 14 წლისაა და ძალიან მიხარია, რომ მუსიკამ გაიტაცა. აქ სტუდიაში დადის და სხვა ბავშვებთან ერთად სწავლობს. მე და გვანცა ერთმანეთს ძალიან ვგავართ. მასში საკუთარ თავს ვხედავ. დედმამიშვილები ერთმანეთის ყველაზე დიდი მეგობრები ვართ და შეიძლება ითქვას, რომ ერთ მუშტად შეკრული ოჯახი გვაქვს.

- ალბათ, მამას სახლში ხშირად ვეღარ ნახულობთ.
- ამის გამო განსაკუთრებით, უმცროსი ძმა ბრაზობს; ჩემს პატარა "თეთრ დათვს" მამიკო სულ ენატრება. ტელევიზორში უფრო ხშირად ვხედავთ, ვიდრე - შინ. ერთმანეთს უმეტესად, სადილის დროს ვხვდებით.

- როგორც ვიცი, "ჯორჯიან დრიმ სტუდიო" ნიჭიერ ახალგაზრდებს მუსიკალური განათლების მიღებაში ეხმარება...
- დიახ. კასტინგი ჩატარდა და 18 ნიჭიერი ახალგაზრდა შეირჩა. მათთვის უცხოელი პედაგოგები მოვიწვიეთ: მუსიკის ისტორიას, სოლფეჯიოს, ინსტრუმენტზე დაკვრას ასწავლიან. ეს არ არის კომერციული პროექტი, ქველმოქმედებაა (თუმცა, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია). ჩვენ გვინდა, ახალგაზრდებს განვითარების შანსი მივცეთ. დღეს საქართველოში დამწყებმა მომღერალმა რა უნდა გააკეთოს? ხალხს თავი რომ გააცნოს, აუცილებლად "ნიჭიერში" უნდა მივიდეს? ჩვენთან კასტინგზე ნაკლებად ნიჭიერ ადამიანს ცუდად არ ეხუმრებიან, არ ამცირებენ. ყველანი ღმერთის შვილები ვართ და მსგავსი რამ არ შეიძლება... კასტინგი მომავალ წელსაც ჩატარდება. თუ რომელიმე ნიჭიერი ახალგაზრდა, ჩვენთან მიღებული ცოდნით, მომავალში რომელიმე უცხოურ ლეიბლთან ითანამშრომლებს, "ჯორჯიან დრიმიც" მათ გვერდით იქნება, მაგრამ არა ფინანსური დაინტერესების გამო...

- განტვირთვას როგორ ახერხებთ?
- გააჩნია - თუ ფორმაში ვართ, სტადიონზე ჩავდივართ, თუ არა და, ფეხბურთს კომპიუტერში ვთამაშობთ. თუმცა, მალე საქართველოში კახი კალაძე ჩამოვა და სტადიონზე გასვლის შეგვრცხვება.

- კალაძეს რომ სთხოვოთ, გავარჯიშებთ კიდეც.
- კახი ჩემთვის სამაგალითო კაცია, მასზე ლაპარაკი დაუსრულებლად შემიძლია. მიყვარს და ვაფასებ. რაც შეეხება გართობას, 2 კვირაში აუზს ავავსებთ და...
ფაქო:
- (აწყვეტინებს) მანამდე ერთი მეგობარი წყლის გარეშე უნდა ვაცურაოთ.

- ასეთი რა დააშავა?
ბერა:
- დიჯეი რემბომ ჯოკერში წააგო - ცარიელ აუზში "ბაყაყურით" უნდა "გაცუროს" (იცინიან). :):) (auuf sawyalii..):D

- ბერა, ახლო მომავალში გულშემატკივრებთან შეხვედრას ხომ არ გეგმავ?
- თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს და მათ აუცილებლად შევხვდები. მინდა ეს შეხვედრა უფრო თბილი და ხალხმრავალი იყოს, ვიდრე წინა შეხვედრები. მე არ მინდა ტრიბუნა, მეგობრული გარემო მირჩევნია. მინდა მათთან მორიგი შეხვედრისას ყველაფერი საუკეთესოდ იყოს. ბოლოს და ბოლოს, საუკეთესო ხომ უკეთესის მტერია.

კატეგორია: News სიახლეები ♥ | ნანახია: 654 | დაამატა: DemSMiley | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი
გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 10:26 PM 
თქვენი IP: 3.139.70.131
თარიღი: 2024-04-28 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.