კვირა, 2024-04-28, 10:32 AM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 12 » Georgia 0 | 1 España
10:41 AM
Georgia 0 | 1 España
11 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე შეხვედრა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან გამართა და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

თემურ ქეცბაიას შეგირდებმა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველივე წუთებიდანვე საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაიწყეს და მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით, ამოცანას თავს კარგადაც ართმევდნენ.

თუმცა, რომ არა საქართველოს ნაკრების კარის დარაჯის, გიორგი ლორიას ბრწყინვალე თამაში, ესპანელები გატანას პირველსავე ტაიმში მაინც შეძლებდნენ.

პირველი სახიფათო მომენტი ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა უკვე 10-ე წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შექმნეს, თუმცა ლორიამ სერხიო რამოსის დარტყმული ბურთი ხელებში საიმედოდ დააფიქსირა.

27-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარი ძელმა იხსნა. უძლიერესი დარტყმა დაახლოებით 30 მეტრიდან დავიდ სილვამ შეასრულა.

ესპანელებს არც ამის შემდეგ დაუკლიათ მონდომება, თუმცა მათი იერიშები ჩვენი ნაკრების საჯარიმოს მისადგომებს არ სცილდებოდა. ქართველმა ფეხბურთელებმა პასუხად კი სულ ორჯერ შეძლეს კონტრიერიშის წამოწყება, თუმცა არც თორნიკე ოქრიაშვილს, არც დავით თარგამაძესა და ლევან მჭედლიძეს იკერ კასილიასისთვის რეალური ხიფათი არ შეუქმნიათ.

ესპანელებმა ფხა ტაიმის მიწურულს გამოაჩინეს - ჯერ იყო და 44-ე წუთზე ჩავის შორეული დარტყმა გიორგი ლორიამ ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია, შემდეგ კი იმავე ჩავის გენიალური პასის შემდეგ სოლდადო დარჩა ქართველ მეკარესთან პირისპირ, თუმცა ლორიამ ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშა და კარი გაშვებული გოლისგან იხსნა.

შესვენების შემდეგ თამაში იმავე სცენარით გაგრძელდა, თუმცა ესპანელთა წნეხს შედეგი არ მოჰყვებოდა. სამაგიეროდ, ქართველი ფეხბურთელების ერთერთი იშვიათი შეტევა კინაღამ გოლით დასრულდა - იკერ კასილიასის კარი ძელმა იხსნა.

53-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან განხორციელებული შეტევის შემდეგ ესპანელთა საჯარიმოში ბურთი ლევან მჭედლიძე დარჩა, რომლის ზურგსუკან სრულიად მარტო თორნიკე ოქრიაშვილი იდგა, თუმცა როგორც ჩნას ლევანმა ის ვერ შენიშნა და პასი ალექსანდრე ამისულაშვილს მიაწოდა, რომლის რთული მდგომარეობიდან დარტყმული ძელს მოხვდა.

65-ე წუთზე ესპანელთა შეტევის შემდეგ ზურაბ ხიზანიშვილი და გიორგი ლორია ერთმანეთს შეეჯახნენ, რაც ამ უკანასკნელს მძიმე ტრავმად და მოედნის დატოვებად დაუჯდა. თემურ ქეცბაიამ მის ნაცვლად მოედანზე როინ კვასხვაძე შემოუშვა.

გოლი საქართველოს ნაკრებმა 85-ე წუთზე მაინც გაუშვა და ამაში ბრალი მეკარეს ყველაზე ნაკლებად მიუძღვის - რობერტო სოლდადომ ისარგებლა ჩვენ ცენტრალური მცველების "ჩაძინებით" და ახლო მანძილიდან კვასხვაძეს აუღებელი დაურტყა.

დარჩენილ დროში ქართველ ფეხბურთელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცათ, თუმცა ირაკლი სირბილაძის ახლო მანძილიდან დარტყმულს ესპანელები დროულად გადაეღობნენ.

საბოლოოდ 0:1, მაგრამ მარცხის მიუხედავად საქართველოს ნაკრები მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს.





































წავაგეთ მარა მაინც ძაან მაგრები ვართ. საქართველოო <3

პიკეს პოსტი თვითერზე :მივემართებით აეროპორტში! რთული გამარჯვება მოვიპოვეთ საქართველოს წინააღმდეგ! ძალიან მნიშვმელოვანია მოგებით დაწყება! შთამბეჭდავი ძალისხმევა ქართველებისგან.



კატეგორია: სხვა...♥ | ნანახია: 800 | დაამატა: Madridista | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 9
2012-09-15
- giorgi iyo ra <3 love ise shegvedzlo Fre yofiliyo ;d



2012-09-12
- Directioner1D vax ra chamoayalibe biggrin



2012-09-12
- Swifter rom ambob buskvercxi nakrebi gvyavso imis imedi xom ar gqonda rom espanets movugebdit? imedi yvelas gvqonda magram espanetis nakrebma gaanadgura italiis nakrebi da chven qartvelebma chamkvdari rom aris titqmis fexburti aseti winaagmdegoba rom gavuwieet es gamarjvebis tolfasia chventvis. <3 biggrin



2012-09-12
- martlac rom kargi tamashi iyo <3 bichebma yvelaferi gaaketes imistvis rom gamarjveba moepovebinaat aset tamashs aravin ar moeloda saqartvelos nakrebisgan <3 loria martlac rom tamashis sensacia iyo <3 kargi siaxlea mariam <3



2012-09-12
- რაღატო გამახსენეთ ეს თამაში ძლივს დავწყნარდი : |||||| ჩემი ლორია : | რო არ დაშავებულიყო 1 ბურთიც არ გავიდოდა კარში . ბუსკვერცხი ნაკრები რომ გვყავს იმის ბრალია. მაგრამ ცუდად არ უთამაშიათ ნამდვილად . dry



2012-09-12
- მართლა მაგარი თამაში იყო ლორიამ ქნა რაც ქნა cool cool cool



2012-09-12
3. elene ( -Elle♥ )  
- martla magari tamashi iyoo biggrin kide kai 1-it ro wavageet biggrin kai siaxleaa ^^



2012-09-12
- dzaaliann magarii tamaashii iyoo martlac rom :)) yvelaaimqartveliis:@ vinc espanetiskeen iyo biggrin :D biggrin kaiisiaxleeaa momewonaa:D yochag



2012-09-12
1. ( qet1us1 )  
- au loriaa :XX loria rom yofiliyo kidev tamashi sxvanairad wavioda da is burtic ar gavidoda :XXX magram mainc kargi tamashi iyo :***



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 10:32 AM 
თქვენი IP: 3.133.159.224
თარიღი: 2024-04-28 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.