ორშაბათი, 2024-05-06, 6:05 AM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 4 » Goodbye Summer ! ♥
9:06 PM
Goodbye Summer ! ♥

ზაფხული / Summer 
ზაფხული - ყველა ბავშვის საყვარელი დრო, როცა არაა საჭირო დაწერო დავალებები, იარო სკოლაში და დაესწრო გაკვეთილებს ! ერთადერთი წელიწადის დრო როცა შეგიძლია რაც გინდა ის აკეთო, თუ გინდა გაისეირნებ, იგიჟებ მეგობრებთან ერთად და ამას არავინ არ დაგიშლის. დამეთანხმებით რომ სწორედ ამიტომ გვიყვარს ზაფხული ასე ძალიან! <3

მე? მინდა გითხრათ რომ ამ წელს განსაკუთრებულად ლამაზი და დასამახსოვრებელი ზაფხული გავატარე. თქვენ ალბათ გაგიკვირდათ ასეთ ადგილას სად დაისვენაო, მაგრამ მე განსაკუთრებულ ადგილას არ დამისვენია. ზღვა არ მიყვარს, ბევრი მიზეზის გამო, თუნდაც იმიტომ რომ სულაც არ მეხალისება 5 ათასი კაცის ნაბანავებ წყალში ჩავიდე, და კიდევ ბევრი მიზეზი მაქვს თუმცა ახსნით თავს არ შეგაწყენთ.

ამ წელს დავისვენე ლაგოდეხში. ყოველ წელს მივდივარ იქ თუმცა ამ ზაფხულს მართლა განსაკუთრებული იყო ყველაფერი. დავისვენე შესანიშნავად, ვისეირნე ნაკრძალში, ვიყავი ჩანჩქერზე, ვიბანავე მდინარეში, ვნახე უამრავი მეგობარი. 
ახალი ბავშვებიც ბევრი გავიცანი. ვიგიჟე, სურათები გადავიღე და კიდევ რა აღარ ვქენი ...

არასდროს დამავიწყდება ის ღამე, როცა წვიმაში მოვყევით, არვიცი წვიმა ერქვა თუ წარღვნა. სახლებამდე ძლივს მივაღწიეთ, და გასაკვირი არცაა რომ გავცივდი მაგრამ ეს ღამე მაინც ძალიან კარგად დამამახსოვრდა <3

სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვერთობოდე, ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება მაინც კითხვაა. ამ ზაფხულსაც უამრავი წიგნი წავიკითხე, ყველაფერი რაც კი ხელში მომხვდა, ზოგი მეტ ნაკლებად მომეწონა, ზოგმა კი ძალიან დამამახსოვრა თავი. ყველაზე მეტად კი მომეწონა:
იანუშ კორჩაკის : '' მეფე მათიუშ პირველი ''
ამ წიგნის კითხვისას წარმოვიდგენდი რომ პატარა 7 წლის მათიუში ვიყავი რომელსაც უზარმაზარი სახელმწიფო, პოლონეთი ჩააბარეს სამართავად. დიდი განცდებით ვკითხულობდი წიგნს, ბოლოს კი ემოციამ პიკს მიაღწია და დასასრულს ვიტირე კიდეც. 

მგონი ყველაფერი მოვყევი რაც კი თემისათვის იყო საჭირო და არაფერი გამომიტოვებია. თუმცა ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის სიტყვებით აღწერა. გული ძალიან მწყდება რომ ზაფხული დამთავრდა თუმცა წინ ჩემი საყვარელი წელიწადის ორი დრო მელის .. მოკლედ რაღა ბევრი ვილაპარაკო და ...
Goodbye Summer !

Thank You For Everything ! 


I Love You ! ..












კატეგორია: კონკურსი ♥ | ნანახია: 682 | დაამატა: Ninno♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2012-09-11
- magaria dzaan <3 carmatebebi :*



2012-09-04
- natesavi myavs mad da damainteresaa biggrin biggrin



2012-09-04
- ძაან მომეწონა ♥ ყოჩაღ ♥ წარმატებებს გისურვებ ♥



2012-09-04
- ჯერ სულ ცენტრისკენ მერე კიდე მაგის გვერდითა სოფელში. რაიყო ? მიხარია რო მოგეწონა <3



2012-09-04
- dzaan kaiaa. momweonaa. wink smile da ra minda gkitxo lagodexshi ra adgilas iyavi? biggrin :D



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 6:05 AM 
თქვენი IP: 3.141.24.134
თარიღი: 2024-05-06 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.