ხუთშაბათი, 2024-05-16, 11:40 AM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 9 » I hate You...Love You..[part3]
3:50 PM
I hate You...Love You..[part3]
I hate You...Love You..[part3]


ყველას მოვშორდი და ჩემს ოთახში ავედი. გული საშინლად დამძიმებული მქონდა…მაგრამ არ ვიცი რატომ…ყველაზე საშინელი კი ეს არის რომ არ ვიცი რატომ ვიყავი ასე…კურტკა გავიხადე და საწოლზე "მივაგდე",ამ დროს მეჩვენა რომ ჯიბეში რაღაც იდო. კურტკა ისევ ავიღე და ჯიბე გავხსენი შეიგნით პატარა ბურთი იდო.გამიკვირდა ბურთი შუაზე იხსნებოდა,მე ნელა გავხსენი ბურთი, შიგნით პატარა დაკეცილი ფურცელი იდო,კურტკა და ბურთიც საწოლზე დავდე და მეც ჩამოვჯექი. ფურცელი ნელა გავშალე. შიგნით მხოლოდ ეს ეწერა "უფრთხილდი". ვერაფერს მივხვდი, ეს დანიელმა ჩამიდო?! როგორ გავიდო,დანიელი ალბად უკვე გერმანიაში წაიყვანეს…
ამ დროს ოთახში მაიკი და ჯასტინი შემოვიდნენ,მე მაშინვე დავმალე ეს ფურცელი…ნამდვილად არ მინდოდა მათი ანერვიულება.
-რას აკეთებ?-მკითხა ჯასტინმა.
-არაფერს…-დაბნეულმა ვუპასუხე,ალბად პამიდორივით წითელი ვიყავი.
-ყველაფერი რიგზეა?-მკითხა მაიკმა
-კი…-წამოვდექი და ჩემი ტანსაცმლის დალაგება დავიწყე.
-მამაშენმა დარეკა…-დაიწყო ჯასტინმა-ვუთხარი ისევნებს მეთქი…ამიტომ მე მითხრა ყველაფერი…
-რა ყველაფერი?-გავიკვირვე.
-მამაშენმა მითხრა,რომ Chanel-მა აგიყვანა მოდელად!გილოცავ ლამაზო!-ჩემსკენ წამოვიდა და ჩამეხუტა.
-მადლობა…მოიცა არ მატყუებ?!-ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი.
-არა…მართალს გეუბნება-გაიცინა მაიკმა-მოდი მეც მოგილოცო!-მაიკი ჩამეხუტა.
-მეგონა უფრო გაგიხარდებოდა…-ოთახში გაბიც შემოვიდა.
-რას ამბობ ძალიან გამიხარდა უბრალოდ…არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი სიხარული…
-ისე როგორც გინდა…
-ანუ მზად ხართ დაყურვდეთ?
-რას გულისხმობ?-მითხრა ჯასტინმა
-როგორც გინდაო და მე კივილი მინდა…სიხარულისაგან ვიკივლებ…-გავიცინე.
-არა!-მაიკმა პირზე ხელი ამაფარა-გირჩევ ჯასტინ ლიზას კივილი არასდროს მოისმინო თორემ შენი კარიერა სამუდამოდ დაგენგრევა!-ისიც იცინოდა.
მთელი ღამე უაზროდ ვტრიალებდი საწოლში, თვალი ვერ მოვხუჭე მიხაროდა რომ ამიყვანეს, მაგრამ მუდმივად ვფიქრობდი იმ ფურცელზე…
დილით ადრე ჩამეზინა, მაგრამ კარგად გამოძინება არ მაცადეს, ათ საათზე როგორც ყოველთვის გაბი ჩემს ოთახში იყო და სანამ არ ავდექი მანამ არ მომასვენა, სამზარეულოში რომ ჩავედი სინდი საჭმელს აკეთებდა…მე მისი გაკეთებული არ მიჭამია, მაღაზიაში წავედი და პიცა ვიყიდე…ჭამას რომ მოვრჩი სასეირნოდ წავედი…ქუჩებში დებილი ბავშვივით დავხეტიალობდი იქით მივდიოდი საითაც გავიხედავდი…
ბოლოს სანაპიროზე გავედი, უკვე მზე ჩადიოდია. გული დამძიმებული მქონდა…ასე არასდროს ვყოფილვარ მეჩვენებოდა რომ ის ლიზა რომელიც აქამდე იყო არღარ არსებობდა…აღარ არსებობდა ის "გიჟი" გოგონა რომელიც მე ვიყავი…ახლა მუდმივად მოწყენილ ლიზას ვხედავდი…არ მინდოდა ეს ასე გაგძელებულიყო მაგრამ ჩემ თავსაც ვერაფერს ვუხერხებდი.
სახლში რომ დავბრუნდი, გარეთ უკვე ღამე იყო და ქუჩებს მხოლოდ ლამპიორები ანათებდნენ, შიდაშიგ მთვარის შუქიც ანათებდა.
სახლში არ შევსულვარ…ეზოში აუზთან მოვკალათდი და ნელ-ნელა აღარც მახსოვს როგორ ჩამეძინა.
-სულელო აქ როგორ ჩაგეძინა…-ვიღაცის ხმამ გამომაფხიზლა, უკან რომ მივბრუნდი ჯასტინი იყო.
-შენც აქ ხარ?-გავუღიმე და მოვეხვიე.
-რდის მოხვედი?მე მთელი დღეა აქ ვარ…-გამიღიმა.
-არ ვიცი როდის მოვედი, მაგრამ უკვე ღამე იყო…
-ხვალ ჯაზი და ჯექსონი ჩემთან იქნებიან…
-მართლა?-გახარებულმა წამოვიძახე.
-ხო…ზალაინ მომენატრნენ…დიდი ხანია არ მომინახულებია…დღეს და ხვალ თავისუფალი დრო მაქვს და მინდა ჩემი დაიკოსთან და ძამიკოსთან ერთად გავატარო…
-ჯასსი-ასე ვეძახდი ჯასტინს-შეიძლება მეც თქვენთან ერთად ვიყო?
-რათქმაუნდა…შენც ხომ ჩემი იჯახის წევრი ხარ…ისე ლიზა არ გინდა ახვიდე და დაიძინო?თვალებს ვეღარ ახელ…
-ხო მართლი ხარ…წავედი…
ამ ჯერად კარგად გამოვიძინე…დილით კარგ ხასიათზე გავიღვიძე, მოვწესრიგდი და მშინვე ჯასტინთან წავედი ჯაზზი და ჯექსონი უკვე იქ იყვენენ,მათთან ერთად არ მომიწყენია კარგად გავერთე მაგრამ ჯერიმიმ-ჯასტინის მამამ ბავშვები მალე წაიყვანა.მე და ჯასტინი სახლში ვერ გავჩერდით და ბევრი სეირნობის შემდეგ ფაფეში შევედით.
-დავიღალე…-ამოვიოხრე
-რა მოხდა?-გაიკვირვა ჯასტინმა
-პაპარაცები ნერვებს მიშლიან...
-ხო…-თავი დახარა ჯასტინმა, ცოტახანში მის ფანებს დაუწყო ყურება რომლებიც გარეთ იდგნენ და ჯასტინის გამოსვლას ელოდებოდნენ…
-ლიზა!-უეცრად წამოიყვირა ჯასტინმა-უნდა დამეხმარო…
-გისმენ…-წვენი მოვსი.
-ჩემი შეყვარებული უნდა გახდე!
მე გაკვირვებულმა შევხედე.
-რა?!
-ხო…ვითომ რათქამუნდა…ახალი სკანდალები და ახალი ჭორები მჭირდება…სკუტერს(მის მენეჯერს)ეს ისედაც უნდა გაეკეთებინა და შენ ისედაც ჩემი მეგობარი ხარ და მოკლედ რა…ხომ მიმიხვდი…
-კი…
-მერე თანახმა ხარ?
-არ ვიცი…-დავიბენი.
-რა არ იცი…ან კი ან არა მითხარი…ბოლოს დაბოლოს მართლა ხომ არ ვიქნებით ერთად…
-ხო კარგი…-ისე ვთქვი არც დავუფიქრდი რას ვამბობდი.
ჯასტინს სახე გაუბრწყინდა.
-ხოდა ესლა რომ ჩავალთ ჟურნალისტები ისევ იქ იქნებიან ისინი სანამ მე არ წავალ აქ დარჩებიან და რომ ჩავალთვუთხრათ ყველას რომ ერთად ვართ!-გახარებული ლაპარაკობდა.
ასეც მოხდა როცა ჩავედით ჯასტინმა ჩვენზე დაიწყო ლაპარაკი…მის ფანებს ეს არ მოეწონათ,მაგრამა მაზე დიდად არ მინერვიულია რადგან ჩვენ მარტლა ერთად არ ვიყავით.
როგორც იქნა გამოვაღწიეთ მათ და სახლში დავბრუდით, სახლში გაბი და მაიკი გაბრაზებულები დაგვხვდენენ რომ აქამდე არ ვუთხარით ჩვენი ამბავი(:D)მაგრამ შემდეგ ყვალფერი ავუხსენით თუ რისთვის ვაკეთებდით ამას.
მოკლედ ალბად ერთ ტვეზე მეტი მე და ჯასტინი ვთამაშობდით რომ ერთად ვიყავით, ამასობაში სწავლაც დაგვეწყო მე და გაბის…ახალ სკოლას გაბი კარგად შეეგუა მე კი…ყველა ჩემზე ლაპარაკობდა…ღმერთმა იცის რატომ იმიტომ რომ ცნობილი რეჟისორის შვილი ვარ, იმიტომ რომ ჯასტინის შეყვარებული თუ იმიტომ რომ ციხეში ვიჯექი, ეს ამბავი ყველამ კარგად იცოდა და ხალხში ცუდი სახელი მქონდა…
მე და ჯასტინმაც გავნაცხადეთ ჩემი თხოვნით რომ ერთად აღარ ვიყავით თუმცა ისიც ვთქვით რომ ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ.
ლოს-ანჯელესში ცხოვრებას ძალინ მივეჩვიე, მამა რამოდენიმეჯერ იყო ჩამოსული ისიც რაღაც საქმეების გამო ძლივს ვახერხებდი მის ნახვას, ჩემი სამოდელო კარიერა კარგად მიიწევდა წინ…ჯასტინს იშვიათად ვხედავდი რადგან ხან სად იყო და ხან სად მუდმივად საქმმები ჰქონდა.
ამასობაში ზამთარიც მოვიდა და საახალწლო არდადეგები დაგვეწყო,ჯასტინსაც ჰქონდა დასვენება ბოლოს და ბოლოს ისიც ადამიანია…სულ დამავიწყდა იმის თქმა,რომ გაბი და მაიკი ერთად არიან.
მე და ჯასტინი ერთმანეთს უფრო დავუახლოვდით, მაგრამ დღეს რაღაც სისულელეზე ვჩხუებთ თანაც ძალაიან მაგრად…მე სახლში გავბრაზებული დავბრუნდი და მაშინვე ჩემს ოთახში ავედი გაბიც შემომყვა მას ყველაფერი მოვუყევი.
-კარგი რა…რა სისულელეებზე ჩხუბობთ რა…-გაიცინა.ცოტახანი ორივე ვდუმდით-ლიზა…დარწმუნებული ხარ,რომ შენ და ჯასტინი მხოლოდ მეგობრები ხართ…?
-არა! ჩვენ არც მეგობრები ვართ და არც არავინ ერთმანეთისთვის! ყოველ დღე ვჩხუბობთ…აღარ შემიძლია რაც არ უნდა ვეცადო რომ კარგი მეგობრები ვიყოთ არ გამომდის!
-იმიტომ რომ თქვენ არ გიყვართ ერთმანეთი ისე როგორც მეგობრებს…თქვენ ერთმანეთი ისე გიყვართ როგორც გოგოს და ბიჭს!
საწოლზე წამოვჯექი.
-არა!-მტკიცედ ვუთხარი…მაგრამ ვიცრუე, რაც მართალია მართალი ჯასტინს ისე ვერ ვუყუებ როგორც მეგობარს,მაგრამ ის ისე მიყურებს როგორც მეგობარს…მეშინია რომ ჯასტინს თუ გამოვუტყდები ის მე დამცინებს…ის ხომ ჯასტინია,მასზე მთელი მსოფლიო გიჟდება…და ისე დამცინებს მე როგორც ხანდახან თავის ფანებს დასცინის…
გაბიმ თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა. მე კომპიუტერს მივუჯექი, თვითერზე შევედი…ჯასტინის ფანები რომლებიც მე ძალიან მიყვარს მწერდნენ რომ ჯასტინს სამუდამოდ მოვშორებოდი და არ ჰქონდა იმას მნიშვნელობა მისი მეგობარი ვიყვაი თუ შეყვარებული…შეიძლება ისინი მე ვერ მიტანენ მაგრამ მე ისნინ მართლა ძალინ მიყვარს და საერთოდ ყველა და ყველაფერი მიყვარს რაც ჯასტინს ეხება…მაგრამ ახლა ისე ვიყავი მასზე გაბრაზებული საერთოდ არ მინდოდა მისი სახელის გაგონება!
მისაღებში არავინ დამხვდა,სახლში არც გაბი იყო და არც სინდი…მე კი ძალინ მინდოდა ვინმესთან ლაპარაკი…ბოლოს მამაჩემს დავურეკე მაგრამ არც მას ეცალა ჩემთვის…ასეთ დროს კი ნამდვილ ურჩხულად ვიქცევი ხოლმე, ყველას ვეჩხუბები და არავის დანახვა არ მინდა…მოკლედ კარგად ვიცი რომ სასინელი ხასიათები მაქვს, როცა რაღაცაზე ვღიზიანდები მაგრამ…ჩემი ბრალი სულაც არ არის!არც მე გავჩერებულვარ სახლში ჩემს კლასელ ლუკასსთან წავედი…ძალიან კარგი ბიჭია,მაგრამ რატომღაც არავის არ სიამოვნებს მასთან ერთად როცა ვარ…ჯასტინი და დრეიკი საერთოდ ჭკუიდან გადადიან და სასტიკად მიშლიან მასთან ურთიერთობას, მაგრამ ამას ვერავინ დამიშლის…

ლუკასთან ერთად მოწყენა შეუძლებელი არის და მას ყოველთვის შეუძლია ჩემი გამხიარულება…ახლაც კარგად გამართო,ერთ-ერთ პარკში შევედით უბრალოდ ვისხედით და ვსაუბრობდით მაგრამ მას რაღაც საქმე გამოუჩნდა და იძულებული გახდა წასულიყო.მე სახლში წასვლას აქ დარჩენა ვამჯობინე და პატარა ბავშვებთან ერთად ვერთობოდი სანამ ვიღაც კაცი არ გამოჩნდა.
-შეიძლება…-ეს კაცი…უფრო სწორად ბიჭი ძალინ გამხდარი და მაღალი იყო…მისი სახე სიბნელეში არ ჩანდა, მხოლოდ მის ზღვის ფერ თაველბს ვხედავდი რომელიც ერთადერთი იყო რაც მის სახეზე კარგად ჩანდა. დაბნეული შევბრუნდი მისკენ და დუმილი ვამჯობინე.
-წერილი ნახე?ბურთი და წერილი…-ჩახრეწილი ხმით მელაპარაკებოდა.უეცრად გამახსენდა ის ბურთიც ის წერილისც და ის დღეც, თავი უნებურად დავუქნიე.
-საიდან იცით?ვინ ხართ?-ინტერესით ვიკითხე და მის პასუხს მოუთმენლად ველოდებოდი.
-მართლა გაინტერესებს ვინ ვარ?-ხმაში ღიმილი შეერია.
-რათქმაუნდა…
-დარწმუნებული ვარ არ გესიამოვნება იმის გაგება რომ საფრთხე გემუქრება…-მის სიტყვებზე გული დამიმძიმდა მაგრამ არაფრად ჩავთვალე მისი სიტყვები.
-მაინც რა საფრთხე?-ირონიულად ვკითხე.
-დანიელი…-შევაწყვეტინე.
-შენ საიდან იცი დანიელი?!ვინ ხარ?!-ტონს ავუწიე.
-მოთმინება იქონიე...
-მოთმინება იქონიე…მე დანიელის მეგობარი ვარ…შენ არ მიცნობ მაგრამ მე შენზე ბევრი რამ მსმენია ბევრი რამ ვიცი და გავიეგბ კიდეც…შეგიძლია მაქსი დამიძახო…-მის ხმაში სულ უფრო და უფრო ირეოდა ირონია რაც მე ძალიან მღიზიანებდა.
-და?!
-და ის რომ მხოლოდ მე შემიძლია შენი დახმარება…
-მე არავის დახმარება არ მჭირდება!
-შენი მოკვლა უნდათ ლამაზო…
-ჩემი მოკვლა?!-გამეცინა-ვის ან რატომ?!
-იმიტომ რომ შენს გამო ყველაფერი აირია…
-რას გულისხმობ?!
-იმას რომ დანიელი შენს გამო ჩაბარდა პოლიციას და არამარტო თავისი დანაშაულები აღიარა არამედ თავისი თანამზრახველებიც ჩაუშვა…ახლა პოლიცია მათაც ეძებს…და აი იმ თანამზრახველებს კი შენი მოკვლა უნდათ…ამიტომაც მე გეუბნები შენიძლია დაგეხმარო…თუ რათქმაუნდა შენ თანახმა ხარ გახდე ჩემი შეყვარებული…-ვუსმენდი და ყოველ სიტყვაზე მინდოდა რომ მისთვის რაღაც ჩამერტყა!
-იცი რას გეტყვი?! თუ ჩემი მოკვლა უნდა ვინმეს, მომკლას! მე არავისთან არ ვიქნები მოხოლოდ იმტომ რომ თავი გადავირჩინო!მითუმეტყეს შენნაირ ადამიანთან ასე რომ ნახვამდის!-მას კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ აარ დავაცადე, გვერდი ავუარე და სახლისკენ ავიღე გეზი…მართალია შეიძლება ისე მტკიც და დამაჯერებლად ვუთხარი ეს ყველაფერი შეიძლება იფიქროთ ოდნავაც არ შეეშინდაო, მაგრამ შინაგანად ყველაფერი მიკანკალებდა შიშისგან…ყოველ ნაბიჯზე უკან ვიხედებოდი ვინმე ხომ არ მომსდევს მეთქი…სახლამდე ასე კანაკალით მივაღწიე და ბოლოს ამოვისუნთქე…დაცვა კარგად გავაფრთხილე სახლში ჩემი ნებართვის გარეშე არავინ შემოუშვათ მეთქი, სათვათვალო ოთახშიც…ყველა კაერები და ფანჯარა ჩავკეტე და მეც ჩემს ოთახში ჩავიკეტე. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს...
მეორე დილით ადრე ავდექი, მოვწესრიგდი და მაშინვე სამზარეულოში ჩავედი ძალინ მშიოდა რაც მომხვდა ხელში ყველაფერი შევჭამე(:D)
-რამე მოხდა?გუშინ რატომ იყავი აღელვებული?-მკითხა სინდიმ
-სულაც არა…არ ვყოფილვარ…იცი რა…ახალ წელს მე გერმანიაში შვეხვდები,მამასთან ერთად და ალბად ჩემი დაც ჩვენთან ერთად იქნება…შენც წამოხვალ?
-არა…აქ ვიქნები…გაბიც მაიკთან ერთად აპირებს შეხვედრას…
-ძალიან კარგი…იცი როგორ დავიღალე უსაქმურობით?!აღარ შემიძლია და თან ჯერ არც ფოტოსესიები მაქვს და არც გამოსვლები…
-არაუშავს ძალიან კარგი…დასვენება გჭირდება…
-ეგეც მართალია…-ვუთხარი და მისაღებში გამოვედი სადაც ჯასტინი,მაიკი და გაბი დამხვდნენ.
-რას შვრებით?-დივანზე დავჯექი.
-ჯერჯერობით არაფერს…ვფიქრობთ რითი დავკავდეთ მაგრამ არაფერი მოგვდის თავში-მითხრა მაიკმა და გვერდით მომიჯდა.
-უსაქმურები ხართ!აბა მე მკითხეთ ახალი სიმღერა მაქვს დასაწერი და თავში არაფერი არ მომდის!-უკმაყოფილიდ თქვა ჯასტინმა.მე მისთვის ხმა არ გამიცია არ ველაპარაკებოდი(:D)ცოტახანი სიჩუმე ჩამოვარდა.
-მოიფიქრე?!-კითხა გაბიმ ჯასტინს.
-რა?
-სიმღერის ტექსტი…
-არა…-ისევ მოიწყონა.
-მერე რა პრობლემაა ლიზა დაგეხმარება მაგის მეტი რა უკეთებია!-გახარებულმა წამოიძახა მაიკამ.
-ეეე!მე რატომ არაფერს მეკითხებით?!წავედი მე!-წამოვდექი და გარეთ გამოვედი.ცოტახანი კარებთან ვიდექი და ვფიქრობდი სად წავსულიყვაი ბოლოს გადავწყვიტე სადმე კლუბში წავსულიყაი, მაგრამ ამ დილა ადრიან რა მინდოდა…ეს გეგმა საღამოსთვის,მაგრამ ახლა? რა იქნება მაღაზიებში სიარულზე კარგი?! არც არაფერი…
მაღზიებში სიარულს რომ მოვრჩი, აეროპორტში წავედი და გერმანიის ბილეთი ავიღე…ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც, სახლში დავბრუნდი გამოვიცვალე და კლუბში წავედით მე და ლუკასი.კარგ დროს ვატარებდით იქ კიდე ვიღაცეები გავიცანით, შემდეგ ლუკასმა ვიღაცა გოგო მოეწონა და მასთან გავარდა, მე მას შორიდან ვადევნებდი თვალს….მაგრამ დიდხანს მარტო ყოფნით არ დავღლილვარ. მალევე გაჩნდა ჩემთან ჩემთვის ძალზედ არა სასიამოვნო პიროვნება მაქსი…
-მითვალთვალებ?!-წინ დამიჯდა.
-მიკვირს აქამდე რომ ვერ მიხვდი…-გაიცინა.
-ცდები…დიდი ხანია იმას ვხვდები რომ ვიღაც მუდმივად დამყვება კუდში…თავს ნუ შეიწუებ შენი დაცვა არ მჭირდება თუ რამეა ჩემს თავს მეთვითონ ვუშველი!-ყალბად გავუღიმე.
-ზედმეტად თავდაჯერებული ხარ…ეს ცუდია…-თავი გააქნია.
-არც შენ ჩამომრჩები…
-ცოტა უზრდელიც ხარ…
-შენს გარეშეც ვიცი…-ისევ ყალბად გავუღიმე-და საერთოდ ძალიან კარგად ვიცი ჩემი ხასიათები ასე რომ შენი ჭკუის დარიგება არ მჭირდება…-წამოდგომა დავაპირე მაგრამ გამაჩერა.
-აქ არიან!
-ვინები?!
-ის ხალხი ვისაც შენი მოკვლა უნდა…
-მერე რაღას ელოდებიან?!
-ასე რატომ იქცევი?
-როგორ ასე?!მოდი თავი დამანებე კარგი?!აღარ მითვალთვალო!-ვუთხარი და ლუკასთან მივედი, ვუთხარი სახლში ვბრუნდები მეთქი, ის იმ გოგოსთან დარჩა თუმცა ის გოგო მას ყურადღებას არ აქცევდა(:D) მარტო წასვლის შემეშინდა და მძღლოს დავურეკე, ისიც მაშინვე ჩემთან გაჩნდა.
-რამე მოხდა ლიზა?-მკითხა დევიდამა,ჩემმა მძღლომა-აღელვებული მეჩვენები…
-არა…უბრალოდ დავიღალე და…
-კარგად გიცნობ…მითხარი რამე ხდება?
-არა…ამ ჯერად ცდები და არაფერი არ ხდება…-თვალი ვარიდე, აღარაფერი აღარ თქვამს სახლში დავბრუნდით,გაბი,მაიკი და ჯასტინი ისევ ისე იჯდნენ და სიმღერას ერთად წერდნენ. მე კი მინდოდა ვინმესთვის მეთქვა ეს ყველაფერი და გაბისთან მივედი.
-გაბი უნდა დამეხმარო…-გერმანულად დავუწყე ლაპარაკი.
-რამე ხდება?!გერმანულად მხოლოდ მაშინ ლაპარაკობთ როცა რამე ხდება და არ გინდათ რომ ჩვენ გავიგოთ…-თქვა მაიკმა
-არა არაფერი…
გაბი იქაურობას მოვაშორე და ყველაფერი მოვუყევი, მან მაშინვე დაიწყო მამაშენს დაურეკე და პოლიციასაც შეატყობინეო მაგრამ ეს რომ მექნა ის ვინც მე მერჩოდა უფრო გაღიზიანდებოდა…ამიტომ მაშინვე უარი გავნაცხადე…მან კი ჩხუბი დამიწყო სულელი ხარო…
მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა ჩვენი ჩხუბი მე ოთახში ავედი და ბარგის ჩალაგაბე დავიწყე რადგან ხვალ საღამოს მივფქრინავდი…ჩალაგებით და ტანსაცმლის არჩევაში ვიყავი გართული,როცა სროლის ხმა მომესმა ადგილზე გავშეშდი,ყველაფერი საწოლზე დავყყარე და გიჟივით ჩავედი ქვევით…ყველა მშვიდად იყო,თითქოს არაფერი გაეგოთ, ეზოში გავედი ყველაფერი წესრიგში იყო…დავიჯერო მომეჩვენა?!ან ბავშვებმა ასაფეთქებლები ააფეთქეს?!მაგრამ ეს სულაც არ გავდა რაღაც სათამაშოს ხმას…ჩემოდნის ჩალაგებას მოვრჩი და მეც დანარჩენებს შევუერთდი სიმღეა უკვე დაეწერათ და ახლა ჯასტინს ამღერებდნენ.
-შენთან არიან ტელეფონზე…-დამიძახა სინდიმ.
-ახლავე…-ტელეფონი გამოვართვი…ხმას არავინ იღებდა…ბოლოს როგორ იქნა მითხრა რაღაც მისამართი ხვალ მოდიო…
გაფითრებული ვიყავი ყველა მე მომაშტერდა.
კომენტარები დაწერეთ:*




კატეგორია: ♥ Book ♥ | ნანახია: 608 | დაამატა: PrettyBoySwag | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2012-02-09
- მალე მალე მალე! <3 <3 <3



2012-02-09
- გააგრძელეე <3 მომწონს<3



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 11:40 AM 
თქვენი IP: 3.147.103.15
თარიღი: 2024-05-16 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.