ხუთშაბათი, 2024-05-16, 1:30 PM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 23 » I hate You...Love You..[part5]
4:23 PM
I hate You...Love You..[part5]

I hate You...Love You..[part5]

-მე დავიწყო?-ჩემს წინ დაჯდა დაჯდა,თავი დავუქნიე-კარი როგორც გინდა…უბრალოდ მითხარი რა გაინტერესებს…მე ვარ მაქს ხემენესი…ცხრამეტი წლის…არ მყავს და-ძმა…მყავს ტყუპის ცალი…თუმცა ის უკვე მკვდარია…

-ალბად შენი ძმა სულაც არ გიყვარდა არა?რადგან ასე ცივად საუბრლობ მასზე…

-ცდები…უკვე შევეჩვიე მის სიკვდილს…შენც ხომ არ გიყვარს შენი და?!

-შენც ცდები…

-ძალიან კარგ…გაუფრთხილდი…ყველა იმ ადამიანს ვინც შენთვის ძვირფასია,რადგან მალე ისინც აღარ იქნებიან…

-რას გულისხმობ?იმას რომ ბოლო ყველას გვაქვს?!

-არა…ეგ რათქაუნდა მაგრამ შენ ხომ არ გგონია,რომ შენი სიკვდილი საკმარისი იქნება?!ჯერ შენი წამება და შემდეგ სიკვდილი ლამაზო…

-მართლა?!ანუ ჯერ მათ ამოხოცავთ?!

-მე არა…მე შენ დახმარება შემოგთავაზე დაგავიწყდა?!

-შენთან ყოფნის სამაცვლოდ…

-მართალი ხარ…ნუ ეხლა შენ უ არ გინდა…მე ძალას ვერ დაგატან…არ მეგონა თუ ასე გეკიდა შენი მეგობრები…მშობლები…საყვარელი ადამიანები…

-მაქს…იმას თუ ხვდები,რომ შენი და შენი თანამზრახველების სიცოცხლე ახლა ჩემს ხელშია?!

-ვიცი…მაგრამ შენ როგორც დანიელი არ ჩაუშვი,ისე არ ჩაგვიშვებ ჩვენც არა?!-გაიცინა.

-ცდები…მე უბრალოდ მაინტერესებს რა გაქვს ჩაფიქრებული და საიდან დაიწყებ მოქმედებას…მაგრამ თქვენ ჯერ არ იცით საიდან დაიწყოთ არა?!რადგან ყველა მხრიდან ისეთი ადამიანებით ვარ მოცული,რომ ყველა თქვენი ნაბიჯი შეიძლება თქვენთვის ცხოვრების დასასრული აღმოჩნდეს არა მაქს?!ჩემი მძღოლის მოკვლდა თქვენ არ გინდოდათ?!თუ ვცდები?!გაისროლეთ მარგამ განზრახ ააცილეთ რადგან შეგეშინდათ არა?!-ირონიულად ველაპარაკებოდი.

-იმაზე მეტი გცოდნია ვიდრე ვიცოდი…

-თქვენ კი იმაზე ბევრად ნაკლები გცოდნიათ ვიდრე მე მეგონა,რომ ჩემზე იცოდით…

-მაგრამ იმის აღიარებაც მოგიწევს,რომ შენი დამარცხება ადვილიცაა ისევე როგორც რთული არა?!შენც გაქვს ყველაზე მტკივნეული წერტილი…

-შენც!-ამ დროს ჩემი მობილური აბზუილდა რომ დავხედე ჯასტინი იყო, მაშინვე გავუთიშე.

-რატომ არ პასუხობ შენს მეგობარს?!-ირონიულად მკითხა.

-იმიტომ,რომ ახლა შენ გელაპარაკები…ისე ძალიან მაინტერესებს ჩემი სიკვდილით და წამებით რას მოიგებთ?!

-შურს იძიებენ ლამაზო…მე კი კიდევ ერთხელ გიმეორებ,რომ მე შენ არაფერს არ გერჩი…

-მაშინ რატომ არ მეხმარები?!რატომ არ მეხმარები,ისე რომ მე რამე არ გავიღო შენთვის?!გგონია ჩემი სიკვდილი ჩმეთვის იმაზე უარესი იქნება ვიდრე შენთან ყოფნა?!არა მაქს…მოკლედ რაც გინდა ის გააკეთეთ…ვინც გინდათ ის მოკალით…-წამოვდექი და სახლიდან გამვედი,ის რომ მითხრა შენთვის საყვარელ ხალხს ამოვხოცავო ამაზე უკვე სერიოზულად შემეშინდა…მაგრამ მასთან ყოფნას მაინც ვერ დავთანხმდებოდი…პოლიციასთვის რომ შემეტყობინებიან ამას რათქმაუნდა მაქსიც გაიგებდა და მათ გეგმას მანამდე მოასწრებდა სანამ მათ პოლიცია დაიჭერდა…ამიტომაც ისევ ვდუმდი…სახლში დავბრუნდი ჯასტინმა მაშინვე დამიწყო გამოკითხვა სად იყავი რატომ მითიშავდიო…ვერ იტანდა,როცა  არ ვპასუხობდი…

-ლიზა შენ გეკითხები სად იყავი?-კითხვას ისევ მიმეორებდა უკვე ჩემს ოთახში ვიყავი, ჯასტინს თვალებში ვუყურებდი და მისი დაკარგვის მეშინოდა…არა მარტო ჯასტინის…ის რომ მოეკლად…შემდეგ კიდევ სხვები…ამას ვერ გადავიტან…შემდეგ მართლა აღარ ექნება ჩემს ცხოვრებას აზრი,მაგრამ ეგოისტურად მარტო ჩემზეც არ უნდა ვიფიქრო…მათი სიკვდილით მარტო მე არ დავშავდები…რა მოხდება მხოლოდ მე რომ მოვკვდე და ამით ყველაფერი დამთავრდეს…ვერც კი მივხვდი,რომგორ წამომივიდა ცრემლები და სასტიკი ტირილი ამივარდა, ჯასტინს მაგრა ჩავეხუტე ის მაწყნარებდა დათან მეჩხუბებოდა რა ხდებაო…მე კი ტირილს ვერ ვწყვეტდი…ბოლოს როცა დავწყნარდი და ალბად ეს ორ საათში მოხდა, ჩემდა საბედნიეროდ მხოლოდ მე და ჯასტინი ვიყავით სახლში…ჯასტინს ვუთხარი,რომ უეცრად წარმოვიდგინე რა მხოდებოდა ის და დანარჩენები რომ არ ყოფილიყვნენ ჩემს ცხოვრებაში…ჯასტინი რათქმაუნდა არ მიჯერებდა,მაგრამ ბოლოს იმდენი ვქენი,რომ დავაჯერე. 

 მე და ჯასტინი ფილმს ვუყურებდით,როცა მამამ ორივეს დაგვიზახა.

-ჯასტინ…ლიზა…ბოდიში უნდა მოგიხადოთ…

-რა მოხდა მამა?

-დამაცადე…ვიცი ძალიან გინდოდა,რომ ახალ წელს მხოლოდ ჩვენ ერთად შევხვედრილიყავით ქეითთან და ჯასტინთან ერთად,მაგრამ ასე არ იქნება…ბოდიშს გიხდი ლამაზო…მაპატიე…ახალ წელს ყველანი მე,შენ,ჯასტინი,ქეითი და კიდევ სადღაც ალბად ასი კაცი ერთად შევხვდებით…

-ასე?!მეხუმრები მამა?!

-არა…მომისმინე ძალიან ვწუხვარ… ჩემი კომპანიონები და არა მარტო ჩემი… რა ჩემი ბრალია პრინცესა…მაპატიე რა…

-არაუშავს…მტავარია,რომ ერთად ვიქნებით არა?!-მომიბრუნდა ჯასტინი,მე უკმაყოფილო სახე მქონდა და არაფერი არ მიპასუხია.

-ჯასტინი მარტალია…დაეთანხმა მამა…სასტუმრო უკვე ვიქირავეთ სადაც უნდა გავმართოდ ეს ყველაფერი…ნუ მიბრაზდები რა…ხო და კიდევ იქ დედაშენიც იქნება…

-რატომ?!-ცოტაც და ავფეთქდებოდი.

-ქეითმა მთხოვა…კარგი ახლა უნდა წავიდე მეჩქარება…სახლის მორთვა დაამთავრეთ?!-მამამ შუბლზე მაკოცა და მოახლეებს მიუბრუნდა.

-ჰეი!-მხარი გამკრა ჯასტინმა-ნუ იბუტებიყველაფერზე!პატარა ბავშვი ხარ რა…-მოვიდა და ლოყები გამიწელა,მე კი მაშინვე უკმაყოფილოდ მოვიშორე.

-არ მესმის რა არ მოგწონს…ხომ მაინც ერთად ვიქნებით?!

-ისე ვერ ვიქნებით როგორც ჩვენ გვინდა…ახლა რამე კაბა უნდა ვიყიდო და მთელი საღამო ახალ წელს ისე უნდა შევხვდე,რომ ერთ ადგილას ვიჯდე ზრდილობსითვის ვიღიმოდე და იქ მყოფი ყველა ადამინი უნდა ავიტანო...

-კარგი რა…გპიდები,რომ ყველაფერი კარგად იქნება…-მითხრა და ხელები გაშალა,იმის ნიშნად რომ ჩავხუტებოდი…მეც გამეღიმა,მივედი და ჩავეხუტე.ფილმის ყურება გავაგრძელეთ…მეორე დღეს კი დილიდან კაბის შერჩევას შევუდექით…ჯასტინს კი დიდი არაფერი ჰქონდა ასარჩევი სმოკინგი და მორჩა…მოკლედ ყველაფერს ვიწუნდებდი…არაფერი არ მომწონდა…მთელი მიუნხენი შემოვიარეთ და ვერაფერი ავარჩიეთ.

-არც ეს მოგწონს?-დაღლილმა ჯასტინმა მკითხა.

-არა!

-ეს?!

-არა!

-ეს?!

-არა…მაგის წინა ჯობდა…

-ეს?!

-არა!

-აბა რომელია მაგის წინა?!

-არა აი მაგის შემდეგი ჯობდა…

-ლიზა!წადი სახლში!მე აგირჩევ რამეს!დროზე წადი!-მაღაზიიდან გამომაგდო(:D)და თვითონ იქ დარჩა…უკვე ხუთი საათი იყო…ჩემს გარდა ყველა მზად იყო…ჯასტინი არსად ჩანდა…არადა ექვს საათზე ლიმუზინი უნდა მოსულიყო და წავეყვანეთ…არ მობილურზე მპასუხობდა…

ბოლოს როგორც იქნა ჯასტინი დაბრუნა…

-დამაცადე! სანამ რამეს მეტყვი მე მომისმინე!-საიწყო ჯასტინმა-მაპატიე,რომ დამაგვიანდა მაგრამ ხომ გინდა რომ ლამაზად გამოიყურებოდე?!მომისმინე ეს კაბა მართალია ძალიან თხელია და მოკლე,მაგრამ იქ ამის პრობლემა არ გექნება…იმედი მაქვს მოგეწონება…

ოთახში ავედი და კაბა ჩავიცი…მართლა ძალიან მომეწონა, ჯასტინს ვეხვეწებოდი ეთქვა სად იყიდა მაგრამ არაფრით არ მეუბნებოდა...


ლიმუზინი მოვიდა და მე და ჯასტინი წაგვიყვანა…მამა უკვე იქ იყო…ჯასტინს ჩემი და გავაცანი…მე და ქეითი მამასთან ერთად ვეგებებოდით ხალხს და ყველას ძალით ვუღიმოდით…არც მე და არც ქეითს ეს საქმე რათქმაუნდა არ მოგვწონდა…ერთმანეთის მიმართაც არ ვიყავით კარგად განწყობილი და ხალხს იმასაც ვაჩვენებდით რომ ვითომ კარგი ურთიერთობა გვქონდა…დედაჩემს კი ჩემთვის გამარჯობაც არ უთქვამს…

სუფრასთან ჩემს გვერდით ქეითი,ხოლო მეორე მხარეს დედაჩემი იჯდნენ, ჯასტინი ჩემს წინ იჯდა და ყველა ჩემს ცუდ საქციელზე და ზედმეტ სიტყვაზე რასაც ძირითადად დედაჩემს ვეუბნებოდი,ან თუ ცხვირს ჩამოვუშვებდი ჯასტინი ფეხებს მირტყამდა(:D).

 ახალ წელს კარგად შევხვდით ერთ ამბავში ვიყავით…ჯასტინი რომ არ ყოფილიყო მართლაც საშინლად მოვიწყენდი…მე და ჯასტინი ახალი წლის დადგომის შემდეგ იქ აღარ გავჩერებულვართ, მალევე წამოვედით იქიდან. ჯერ სახლში მივედით და გამოვიცვალეთ შემდეგ კი მთელი ღამე ქუჩებში დავხეტიალობდით,ვგუნდალობდით…

-კარგი ჯასტინ ცოტახანი ამომასუნთქე!-შევეხვეწე ჯასტინს და მისი ნასროლი გუნდა ავიცილე.

-კარგი…-გაიცინა და კიბეებზე ჩამოჯდა-გცივა?

-არა…შენ?

-არა…იმდენი მარბენინე აღარ-გაიცინა.

-მე გარბენინე?!შენ ბრალია ყველაფერი!-თან სიცილით ვკვდებოდი და ძივს ვლაპარაკობდი-შენ დაიწყე ყველაფერი!

-კარგი…მაშინ თუ მე დავიწყე,მე გავაგრძელებ!-თქვა და ჩემსკენ გამოიქცა ისე მაგრად ჩამეხუტა,რომ ორივე წავიქეცით.გაგვიმართლა რომ თოვლი იდო თორემ ისე მაგრად დავეცი ალბად ტვინის შერყევას მივიღებდი. ჯასტინი ადგომას არ აპირებდა,ის ზევიდან მიყურებდა მიყურებდა,თვალს არ მაშორებდა…მე მას ველაპარაკებდი მაგრამ თითქოს მას არ ესმოდა…უეცრად აიხარა ჩემსკენ და მაკოცა…წინააღმდეგობა არ გამიწევია…კოცნაზე კოცნითვე ვუპასუხე,მაგრამ მალევე მოვიშორე.მან თითქოს არაფერი ისე წამოდგა და მეც წამომაყენა…არც ერთს არ დაგვიძრავს სიტყვა…ჩვენს შორის დუმილი ჩადგა და სახლამდე მოგვყვა…ორივე ჩვენსჩვენს ოთახებში შევედით და მე დავდე თუ არა ბალიშზე თავი მაშინვე ძილს მივბარდი…მეორე დილით გვიან გამეღვიძა…პირველი სართულიდან ხმაური ჩემს ოთახშიც ისმოდა და შიგადაშიგ წყვეტდა ჩემს ფიქრებს…მაინტერესება რატომ გააკეთა ეს ჯასტინმა,მაგრამ ამ ფიქრებიდან ბოლოს ჩემმა მობილურის ხმამ გამომიყვანა…შეტყობინება დამხვდა…როგორც მივხვდი მაქსისგან იყო…მთხოვდა მას შევხვედროდი…მე მოვწესრიგდი და მისაღებში ისე ავუარე ყველას გვერდი თითქოს იქ არავინ ყოფილიყო…მისაღებში მამა,ჯასტინი,ქეითი და მამას მეგობარი ქრისტიანი იყვნენ.გარეთ გამოვედი და დანიშნულ ადგილზე მივედი…მართალია ცოტა ლოდინი მომიწია,მაგრამ მაქსი მაინც მოვიდა…არ ვიცი რისთვის დამიბარა უაზროდ დაიწყო ლაპარაკი…მითხრა რომ აქედან დროზე წავსულიყავი და ლოს-ანჯელესში დავბრუნდებულიყავი თუ მინდოდა,რომ მამაჩემი და ჩემი და არ მომკვდარიყო…მისმა ასეთმა საქციელმა ცოტა გამაკვირვა მაგრამ როგორც კი სახლში დავბრუნდი ისევ ისე ავუარე ყველას გვერდი და ჩემს ოთახში შევედი ჩემი ბარგი ჩავალაგე და შემდეგ ჯასტინის ბარგიც. მისაღებში ჩავედი ყველას მივესალმე და ბოდიში მოვუხადე ჩემი უზრდელური საქციელისთვის ჯასტინმა სამზარეულოში შემიყვანა და ჭკუის დარიგება დამიწყო…მე კი შევაწყვეტინე და ვთხარი,რომ ხვალ დილით მივფრინავდით ისიც ვუთხარი,რომ ჩვენი ჩემოდნები მზად იყო…ჯასტინიც დამთანხმდა.სულ დამავიწყდა იმის თქმა რომ ბილეთები მაქსმა მომცა ჩემთვის და ჯასტინისთვის…

კარგ დროს ვატარებდით,როცა სტუმრები წავიდნენ მე ჩემს მეგობრებთან წავედი და ყველას დავემშვიდობე…მეორე დილით მამასაც დავემშვიდობეთ და ლოს-ანჯელესში დავბრუნდით…აეროპორტში მაქსი ვნახე…თანდათან ვრწმუნდებოდი,რომ მას ჩემი დახმარება უნდოდა…

სახლში რომ დავბრუნდით ერთი საათი ვეხუტებოდი გაბის,მაიკს და სინდის…თითქოს საუკუნე არ მყავდნენ ნანახი…საღამოს ისე მოხდა,რომ მე და ჯასტინი მარტოები დავრჩით…ალბად ორივეს გვაწუხებდა ის კოცნა…მაგრამ ვერც ერთი ვერ ვბედავდით ამაზე საუბარს…ბოლოს მან გაბედა და წამოიწყო…ორივე შევთანხმდით რომ ეს უბრალოდ შეცდომა იყო…მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მინდოდა რომ ეს შეცდომა არ ყოფილიყო…

 მეორე დილით ადრე ავდექი, ჯერ კიდევ ყველას ეძინა…სასეირნოდ წავედი ქუჩები ცარიელი იყო…მაგრამ არც ახლა მივუტოვებვარ მაქს ისიც კუდში დამყვებოდა…ჯერ კუდში შემდეგ გვედით ამომიდგა.

-მაპატიე…-ჩუმად მითხრა.

-რა?!-გავიკვირვე.

-ასე არ უნდა მოგცეოდი…რათქმაუნდა დაგეხმარები…შენგან არაფერი არ მინდა…გპირდები ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს ვერც შენ და ვერც იმ ხალხს ვინ შენთვის ძვირფასია!

-ამას რატომ აკეთებ მაქს?!

-დანიელი ყოველთვის მენდობოდა ლიზა მან კი მთხოვა რომ შენ დამეცავი…დაიცი გუშინ რა გავიგე?!-ცოტახანი გაჩუმდა.

-რა მოხდა მაქს რა გაიგე?!-ავღელვდი.

-დანიელმა თავი მოიკლა…-ჩუმად მითხრა და თვალში ცრემლი ჩაუდგა.გული საშინლად დამიმძიმდა, ცუდად გავხდი…ვერ ვიჯერებდი…უბრალოდ არ შემეძლო ამის დაჯერება, ტირილი უნებურად დავიწყე.

-საწყნარდი…-მითხრა მაქსმა და ჩამეხუტა მეც ჩავეხუტე.

მაქსი მთელი დღე ჩემთან ერთად იყო და მიყვებოდა თუ რა საქმეებში იყვნენ გარეულები ის და დანიელი…

სახლში გვიან დავბრუნდი…მეორე დღეს როცა მაქსის ნახვა გადავწყვიტე მობილურზე დავურეკე მაგრამ არ მპასუხობდა…შემდეგ მის სახლში წავედი…მაგრამ არც იქ დამხვდა, კარებზე წერილი იყო მიკრული სადაც ეწერა რომ თუ ვინმეს დავჭირდებოდი აქ მივსულიყავი და ქვევით მისამართი ეწერა.მე ჯერ სახლში დავბრუნდი რადგან სტუმრები გვყავდა შემდეგ კი უკვე საღამოს წავედი იმ მისამართზე რომელიც მაქსმა დაწერა.

 საშინელი მიტოველბული დანგრეული ადგილი იყო…უპატრონო ძაღლებით იყო იქაურობა სავსე. მივდიოდი და ყოველ ნაბიჯზე ვნანობდი,თუმცა არ ვნებდებოდი…

დიდი ჭიშკარი შევაღე და უფრო საშინელ ადგილას აღმოვჩნდი…მაგრამ ჩემი პრინციპებისთვის არ მიღალატია და თავს დანებების უფლება არ მივეცი გზა გავაგრძელ…თუმცა შევცდი…ეს არ უნდა გამეკეთებინა…რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი თუ არა უკნიდან ვიღაცის მოახლოება ვიგრძენი…მიტრილებაც ვერ მოვასწარი როცა  ერთი ხელის მოძრაობით მის მკლავებში აღმოვჩნდი ის უკნიდან მედგა და კისერზე დანას მისმედა.

-მახეში გაები ლამაზო…-ეს მაქსი არ იყო…უფრო სუფთა და ძლიერი ხმა ჰქონდა-მაქსი აღარ არსებობს…გუშინ მოკვდა…იცი რატომ?!იმიტომრომ შენი დახმარება გადაწყვიტა…-მის სიტყვებზე ცრემლები წამსკდა…მეშინოდა  რომ ჩემი ერთი დაუფიქრებელი საქციელი და დანის მჭრელი პირი წითელი სისხლით შეიღებებოდა.

წინ წამიყვანა და ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა…საშინელი ადგილი იყო…კარი კარგად ჩაკეტა და შემდეგ ხელი გამიშვა.

-აბა როგორ ხარ?-მკითხა დამცინავი ტონით.

-ნუთუ შეიძლება აქ კარგად იგრძნო თავი?!-ცრემლები მოვიწმინდე.

-მართლაი ხარ…მაგრამ რა ვქნათ?! მდიდარი მამიკოს შვილი ხარ მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება…-დანა იქვე დადო და თვითონ ონკანთან მივიდა,წყალი ნელა მოუშვა და ხელების დაბანა დაიწყო…რაღაცეებს მეუბნებოდა მაგრამ მე მას არ ვუსმენდი…დანა ჩემგან უფრო ახლოს იყო ვიდრე მისგან…მინდოდა მისი აღება და ამის ვერავინ გადამაფიქრებინებდა…მის მოკვლას რათქმაუნდა არ ვაპირებდი,მაგრამ აქედან გაქცევა მინდოდა.

 ისე ნელა და ფრთხილად ვმოძრაობდი,რომ მან ვერც კი შენიშნა მის ზურგს უკან რა ხდებოდა. დანას ხელი ჩავავლე და მასთან ახლოს მივედი…ხლა უკვე იგრძნო და შემობრუნდა,როცა დაინახა რომ ხელში დანა მეჭირა უკან დაიხია.

-ჩემს მოკვლას აპირებ ლამაზო?!არ გამოგივა და რომც მომკლა იცოდე მე ერთი არ ვარ…ჩემთან ერთად კიდევ არის სხვა ხალხი…

-ნუ გეშინია…ეს მეც ვიცი…თავს ნუ შეიწუხებ ზედმეტი ლაპარაკით…-უეცრად მეცა და დანა ხელიდან გამაგდებინა,ხეები გამიკავა და ისეთი სახით მიყურებდა ვიფიქრე, რომ თუ ახლა რამეს არ მოვიმოქმედებდი ნამდვილად მომკლავდა. მაშინვე ავწიე ფეხი და ფეხებს შუა ამოვარტყი,მართალია ეტკინა მაგრამ ხელი არ გაუშვია, შემდეგ ფეხი ფეხის თითებზე დავარტყი ამ ჯერად ვეღარ გაუძლო და ხელი გამიშვა. აქედან ვერ გავდიოდი რადგან არ ვიცოდი სად იყო კარის გასაღები.იატაკზე დაჯდა…

-საკმაოდ ძლიერი დარტყმა გაქვს…-მითხრა.

-ჰგამდლობთ!-ირონილუად ვუთხარი.იმედი მაქვს ტყუილად არ მივლია არც კუნფუზე არც კარატეზე და არც ტაიჩზე…ჩემთვის გავიფიქრე.

-საერთოდ სუსტი სქესის წარმომადგენლებზე დიდ ძალას არ ვიყენებ…მაგრამ ახლა დავუშვებ ერთ გამონაკლის.

ეს რომ თქვა ლამის მეთვითონ დავნებდი,მაგრამ ასე ადვილად ჩემი დანებება ჯერ არავის გამოსვლია.გვერდით მდგომი სკამი ავიღე და მას ვესროლე,წამოდგომას აპირებდა,მაგრამ როცა რკინის სკამი მოგხვდება არამგონი წამოდგომა ადვილი იყოს…სკამი მოიშორა და უფრო გამხეცდა მაშინვე დავავლე მეორე სკამს ხელი და ისიც ვესროლე…მეტი რა უნდა მექნა არ ვიცოდი…მაგრმ არ ვნებდებოდი.

ბოლოს წამოდა, ისევ დამიჭირა ამ ჯერად დანა არ ჭერია მაგრამ ისე მიჭერდა რომ ვერ ვმოძრაობდი.ოთახიდან გავედით, მანქანაში ჩამსვა და ალბად ერთ საათში აეროპორტში მივედით.აეროპორტის უკან გამიყვანა და იქვე პატარა შენაბაში შევედით…აქ თითქმის უკაცრიელია დგილი იყო.

-ახლა კი მოგიწევს იმ ხალხის სიკვდილის ყურება რომლებიც ასე ძალიან გიყვარს!-დამიყვირა.სხვა ოთახში გავიდა იარაღი აიღოდა და ისევ მანქანაში ჩამსვა.

ჩემი სახლის წინ გააჩერა მანქანა...



კატეგორია: ♥ Book ♥ | ნანახია: 640 | დაამატა: PrettyBoySwag | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2012-05-07
- კარგია <3



2012-02-25
- მაკეე გაააგრდზელე რა!! მაგარიააა hearts hearts hearts



2012-02-23
- მადლობა :* <3



2012-02-23
- მაგარია ძაან მომწონსს



2012-02-23
- მაგარიაა<3 გააგრძელეე<3))



2012-02-23
- მალე გააგრძელე რა<3 მაგარია! <3 <3 hearts hearts



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 1:30 PM 
თქვენი IP: 18.225.7.243
თარიღი: 2024-05-16 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.