ორშაბათი, 2024-04-29, 2:44 AM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 9 » John Lennon
6:55 PM
John Lennon
ჯონ ლენონი The Beatles ლიდერი

ღეს, ჯონ ლენონს 72 წელი შეუსრულდებოდა. ის იყო პირდაპირი მნიშვნელობით "ადამიანი -ორკესტრი": მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი(გიტარისტი, პიანისტი...) პოეტი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, მხატვარი, მწერალი...

ჯონ ლენონი დაიბადა 1940 წლის 9 ოქტომბერს ლივერპულში, გამთენიისას როცა გერმანული ავიაცია ლივერპულის ქუჩებს ბომბავდა.  ალბათ ამიტომაც,  დაბადებიდანვე განიმსჭვლა ის ომისადმი სიძულვილით. 

ჯონი იყო ალფრედ და ჯული ლენონის ერთადერთი შვილი. მისი გაჩენიდან, ძალიან მალე, მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ბიჭის აღზრდა ითავა დეიდამ მიმიმ (დედამ მალე ახალი ბოიფრედნდი გაიჩინა). დეიდა საკმაოდ მკაცრი იყო და განსაკუთრებით არ მოსწონდა ახალგაზრდის გიტარით გატაცება: ის შენ ვერ გარჩენს!

გავიდა წლები და ჯონმა დეიდას უყიდა სახლი ზღვისპირას იმ ფულით, რომლიც გიტარაზე დაკვრამ მოუტანა. შემდეგ, ლენონი კვლავ დაუახლოვდა დედას, რომელსაც უკვე ახალი ოჯახი და ორი შვილი ჰყავდა.

ბავშვობაში ჯონი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭითა და შეურიგებელი ხასიათით: ის ვერ იტანდა სკოლას, სპეციალურად ცუდად სწავლობდა, სამაგიეროდ უყვარდა ხელოვნება: ის მღეროდა გუნდში, გამუდმებით კითხულობდა "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" და უშვებდა ჟურნალს, სადაც საკუთარ ილუსტრაციებს აქვეყნებდა.

ამ პერიოდში, უკვე ინგლისს თავს ეხვეოდა ნამდვილი ეპიდემია - ახალგაზრდობა დაავადებული იყო როკ-ენ-როლით, ხოლო ელვის პრესლი უკვე იქცა მილიონობით ადამიანის კუმირად.

ჯონს მოდური მიმდინარეობა მოეწონა და 1956 წელს შეკრიბა საკუთარი ჯგუფიThe Quarrymen. 1957 წელს მან გაიცნო ნიჭიერი ბიჭი პოლ მაკკარტნი და შესთავაზა ჯგუფში გაწევრიანება. პოლმა, თავის მხრივ, ჯონს გააცნო ჯორჯ ჰარისონი. და ასე, მეგობრულ საღამოებსა და კონცერტებზე ყალიბდებოდა  მომავალი "ბიტლები".

მალე ჯონ ლენონმა ჩააბარა ლივერპულის სამხატვრო კოლეჯში, სადაც გაიცნო თავისი პირველი ცოლი სინტია პაუელი და მათ შეეძინათ ვაჟი  - ჯულიანი.

ამ პერიოდში გარდაიცვალა დედამისი, რომელიც პოლიციის ოფიცერმა მანქანით გაიტანა. ამ დანაკლისს ჯონ ლენონი სიცოცხლეს ბოლომდე განიცდიდა - და დედას რამდენიმე სიმღერაც უძღვნდა Julia, Mother და Mummy's Dead.

1959 წელს უკვე მათ ჯგუფში ცვლილებებია, იცვლება სახელი Silver Beetles, რომელიც შემდეგ მოკლდება და რჩებაThe Beatles.

ჯგუფი იწყებს გასტროლებს ევროპაში, 1961 წელს მათი მენეჯერი ხდება ბრაიან ეპსტაინი, რომელმაც მოიფიქრა ჯგუფის იმიჯი: სოლიდური კოსტუმი და სცენაზე სამაგალითო მოქცევის წესი.

ჯგუფზე მალევე ალაპარაკდნენ, ხოლო ჯონი გახდა კოლექტივის გაუხმაურებელი ლიდერი - ის ყოველთვის პირველი გამოდიოდა სცენაზე და აცხადება კომპოზიციას.  The Beatles მიიღო მონაწილეობა ფილმში Help!და A Hard Day's Night. ისინი წელიწადში, დაახლოებით, ორ ალბომს უშვებდნენ.

მაგრამ, ერთ დღეს ყველაფერი თითქმის კინაღამ შეიცვალა, ერთ-ერთ ინტერვიუში ლენონმა თქვა:

"ქრისტიანობა წავა. ის გაქრება. არ არის საჭირო დავა; მე მართალი ვარ და მომავალი ამას დაამტკიცებს. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ ვიდრე იესო; მე ვიცი რა უფრო მალე გაქრება როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა. იესო იყო არაფერი, მაგრამ მისი მიმდევრები სულელები და უღიმღამოები არიან. და სწორედ მათი მანკიერება ღუპავს ქრისტიანობას ჩემში."

აიტაცეს, რა ციტატა ცალკეულ ფრაზებად, პუბლიკამ დაიწყო "ბიტლების" ბოიკოტი, ვატიკანმაც კი გაკიცხა ლენონი "ხულიგნური" გამონათქვამების გამო. საბოლოოდ ჯონი იძულებული იქნა ბოდიში მოეხადა საკუთარი სიტყვების გამო, მაგრამ მისი მისამართით დაიწყო მუქარები და ჯგუფი იძულებული გახდა უარი ეთქვა კონცერტებზე.

1960 -იანი წლებიდან ლენონი ნარკოტიზე დამოკიდებული ხდება და მას იტაცებს რელიგიური სწავლებები. ჯგუფის ლიდერი მაკკარტნი ხდება. ამ პერიოდში ისინინ უშვებენ XX საუკუნის საუკეთესო როკ- ალაბომს, რომელიც გადაღებული იქნა როგორც ტელეფილმი  A Magical Mystery Tour.

ამ პერიოდში ლენონი წერს თავის საუკეთესო სიმღერებს Strawberry Fields Forever, Across the Universe, I Am the Walrus, Lucy in the Sky with Diamonds, A Day in the Life და All You Need is Love. თანდათან იცვლება ანსამბლის იმიჯიც, მაგალითად ლენონი გამოდის მრგვალ სათვალეებში, რომელიც შემდეგ პოპულარულ სათვალედ იქცა.

1966 წელს ლენონმა გაიცნო მხატვარი იოკო ონო, და ორი წლის შემდეგ ისინი განუყოფელნი ხდებიან. 1968 წელს გამოდის ალბომი Unfinished Music No.1: Two Virgins, რომელიც ერთ ღამეში დაიწერა და რომლის ყრდაზე ჯონისა და იოკოს შიშველი სხეულები იყო გამოსახული.

1969 წლის 20 მარტს  წყვილმა ქორწილი გადაიხადა და ლენონმა შეიცვალა სახელი და ჯონ ონო ლენონი გახდა. სიმღერაThe Ballad of John and Yoko, მათი სიყავრულის ჰიმნად იქცა.

ურთიერთობა ჯგუფში დაიძაბა ლენონისა და იოკოს ქორწინებამდე, ქორწილის შემდეგ კი უკვე გაცხადდა, რომ "ბიტლები" დაშლის პირას იყვნენ. ლენონს რეპეტიციებზე დაჰყავდა იოკო და მუდმივად კამათობდა მაკკარტნისთან.

ბოლო ალბომები, რომლებიც დაიწერა ჯგუფის მიერ იყო Let It Be და Abbey Road.

ჯგუფის დაშლის შემდეგ ლენონს თავი არ დაუნებებია მუსიკისათვის და დაიწყო თანამშრომლობა ანსამბლებთან Plastic Ono Band და The Dirty Mac.

ის ხდება აქტიური მოქალაქე და საომარი მოქმედებების პროტესტის ნიშნად ინგლისის დედოფალს უკან უბრუნებს ბრიტანეთის იმპერიის ორდენს. იოკო ონოსთან ერთად ორგანიზებას უკეთებს "ინტერვიუ საწოლში" სერიას. წყვილი სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობს, ღამის საცვლებში საკუთარ საწოლ ოთახში უშვებს ყველა მსურველს, ურთიერთობს პრესასთან  და მოუწოდებს მსოფლიოს მშვიდობისაკენ.

"ჰენრი ფორდმა იცოდა როგორ გაეყიდა მანქანა რეკლამის საშუალებით. ხოლო, მე და იოკო ვყიდით "მშვიდობას"".

1971 წელს წყვილი გადასახლდა ნიუ-იორკში, საიდანაც ის გაიქცა იოკოს მდივანთან ერთად, მაგრამ ამ საქციელმა მასზე ცდად იმოქმედა. ცოლთან ერთწლიანი განშორების გამო, ის დეპრესიაში ჩავარდა. მალე ლენონი და იოკო კვლავ შერიგდნენ და შეეძინათ ვაჟი შონი.

ჯონ ლენონის ბოლო ალბომი იყო Double Fantasy, 1980 წელს და რამდენიმე კვირის შემდეგ ის მოკლული იქნა მარკ  ჩეპმენის მიერ.  მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ჩეპმენმა მისგან ავტოგრაფი აიღო, შემდეგ დაუდარაჯდა  სახლთან და ხუთჯერ ესროლა ზურგში. მედიკოსებმა მომენტალურად მოახდინეს რეაგირება, რამდენიმე წამში ის მოთავსებული იქნა ჰოსპიტალში, მაგრამ სისიხლის დიდი რაოდენობის დაკარგვის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოხდა მისი  კრემაცია, ხოლო ნეშთი გადაეცა იოკო ონოს. მკვლელს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.

ლენონის გარდაცვალებიდან ოთხ წელიწადში გამოვიდა ალბომი Milk and Honey რომელშიც შევიდა მუსიკოსის მიერ ბოლო წლებში შექმნილი სიმღერები. ლენონის უკვდავსაყოფად შეიქმნა უამრავი ჰიტი, მისი სახელი მიენიჭა მთავრის კრატერსა და ასტეროიდს, მაგრამ ყველაზე მეტად მუსიკოსის თავისუფლებისადმი სიყვარული სჩანს მისავე სიტყვებში, რომელიც შემდეგ ლივერპულის აეროპორტის  დევიზად იქცა: Above us only sky.




















კატეგორია: ვარსკვლავები ♥ | ნანახია: 654 | დაამატა: Madridista | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-10-09
- The Beatles ! ვგიჟდები .. <3



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 2:44 AM 
თქვენი IP: 3.17.203.68
თარიღი: 2024-04-29 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.