დაბლა ჩავედი,დივანზე წამოვწექი და წიგნის კითხვა დავიწყე. -რამე მოხდა?-მომესმა ხმა. იანი იყო. -კიი,მუცელი მტკივა და ვერ ვიძინებ.. შენ რატომ არ გძინავს? -მარტო შენ არ გიჭამია ბევრი,-გამიღიმა და დივანზე შემოჯდა.
გამეცინა. -წამალი დალიე?-მკითხა. -კი,შენ? -მე არა...ვერ ვიპოვე! -რა დებილი ხარ! -ოჰო... იანი ჩემს ოთახში წამლის ჩამოსატანად გავუშვი მე კი კითხვა განვაგრძე. თუმცა კითხვა საკუთარმა აზრებმა არ მაცადა... დღეს მეხუთე დღე იყო,რაც მე იანი დავქორწინდით... ისე,ცოტა არ იყოს მიკვირდა,ასე კარგად რომ შევეწყვეთ ერთმანეთს. თუმცა,რა იცი შემდეგ რა მოხდება... -გმადლობთ ქ-ნო ნინა!-ფიქრები დამირღვია იანმა.-რას ჩაფიქრებულხარ? -არაფერს ბატონო! ფიქრიც აღარ შეიძლება?! -ჯერ ჩემთვის უნდა გეკითხა და მერე გეფიქრა,-ვითომ დამცინა. -ბოდიში! იანი კვლავ დივანზე ჩამოჯდა. ხმას არცერთი აღარ ვიღებდით. დიდი ხნის შემდეგ სიჩუმე მე დავარღვიე. -როგორ ხარ? -უკეთესად ვარ...შენ?
-მეც მასე..თან მეძინება...რომელი საათია? -10,-იანმა საათს დახედა. -რა ადრე დავწექით წეღან... -დაღლილები ვართ,გვეპატიება; -მართალი ხარ.კარგი მე წავედი,მეძინება. -კარგი.ტკბილი ძილი...მაგრამ,მოიცა ჯერ არ წახვიდე,ერთ ბავშვობის საიდუმლო უნდა გაგიმხილო... -მიდი!-მაშინვე ვუპასუხე. -ოჰო...რა შუსტრი ხარ! კარგი,წამომყევი,-მითხრა და კარებისკენ გამიძღვა. დერეფანში გაჩერდა,ხალიჩა ასწია და პატარა კარები დამანახა. -რა არის ეს? -ნახავ.სარდაფია...ჩემი და მეტის შედევრი.იქ ბევრი ბავშვობის ნივთები გვაქვს.არავინ არ იცის ჩვენ სამის გარდა. -რა დებილები ხართ...მეტი საქმე არ გქონდათ?! -არაა;დ გამეცინა. -კარგი,ახლა ავალ თორე აქვე ჩავიკეცები. -კარგი...მეც დავწვები. იანმა ოთახამდე მიმაცილა. -ძილი ნებისა...-ვუთხარი.
-ძილი ნებისა... წავიდა. რომ გამეღვიძა,ჯერ კიდევ ბნელოდა. საათს დავხედე,დილის 6 საათი დაწყებული იყო... ვიცოდი,ვერაფრით დავიძინებდი,ამიტომ წყალი გადავივლე და დაბლა ჩამოვედი. იანს ალბათ ჯერ კიდევ ეძინა. ეზოში შუქი ავანთე და გარეთ გავედი. ბალახზე ჩამოვჯექი,და კეტრინზე ფიქრი დავიწყე... უკვე მენატრებოდა...მასზე მეტად არავინ მიყვარდა... უცებ ბავვობის მოგონება გამახსენდა,როცა მე და კეტრინი დედას და მამას ვატყებდით ვითომ მე კეტრინი ვიყავი... და მათაც რომ სჯეროდათ! არ მიკვირს,მე და კეტრინს ერთმანეთის როლის თამაში თავიდანვე კარგად შეგვეძლო,არადა სრულიად განსხვავებულები ვართ. ადრე მე კეტი ხშირად ვკამათობდით...ძირითადად თმის გასწორებაზე;დ გამეცინდა მაგრამ სიცილი სახეზე შემეყინა... რადგამ მომესმა ხმა,რომელსაც ასე ვუფრთხოდი... თითქოს მგელი ჩემს გვერდით იჯდაო,ისეთი ხმამაღალი ხმა იყო. არც კი ვიცი როგორ წამოვხტი. სახლისკენ გავიქეცი და მივრბოდი სანამ ვიღაცას არ შევეჯახე და დაუფიქრებლად არ ჩავეხუტე. -ნინა!-მომესმა იანის შეშფოთებული ხმა.-რა დაგემართა? ხმა არ ამოვიღე. უცებ გავიაზრე რომ იანს ვეხუტებოდი და მაშინვე მოვშორდი. თვალებიდან ცრემელბი მოვიწმინდე. -ნინა!შენ რა..ტირი? -მაპატიე,უბრალოდ ძალიან შემეშინდა!
-რა მოხდა? -გარეთ ვიჯექი რომ უცებ.. -ააჰ!! რა გინდა უკვე მივხდი. ეს მგლის ყმუილი ბოლოს მოგიღებს შენ!-დამცინა. -ოო კარგია რაა! შენ იცინე და სერიოზულად კინაღამ გული გამისკდა! "გული"! რატომ ვახსენე ეს სიტყვა?! გამახსენდა ახლა ჩემი ოპერაცია და გულის გადანერგვა. -გულზე გამახსენდა...გუშინ ამოღებული მაიკა რომ გეცვა,შრამი შეგამჩნიე და...არ მეტყვი რისგან გაქვს? მაპატიეთ ასე მალ-მალე რომ ვდებ;დდ