სამშაბათი, 2017-10-24, 12:15 PM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 794
ძებნა
მთავარი » 2013 » აგვისტო » 31 » პორფირია (ვამპირიზმი)
8:15 PM
პორფირია (ვამპირიზმი)
მოკლედ, დავიწყებ იმით, თუ ვინ არიან ვამპირები : D ნუ დიდად მათი არსებობის არ მჯერა მაგრამ ასეთი დაავადება მართლაც არსებობს. 
ვამპირი: 
1. ევროპის სხვადასხვა ხალხის ცრუ რწმენით: მიცვალებული, რომელიც ღამღამობით დგება საფლავიდან და მძინარე ადამიანებს სწოვს სისხლს. 
2. გადატ. შეუბრალებელი, სისხლისმსმელი ადამიანი. 
3. ერთგვარი დიდი ღამურა; გავრცელებულია ტროპიკულ ამერიკაში. 
ლეგენდები მათი სისხლიანი "მოღვაწეობის” შესახებ მრავლად არსებობს. ამ მოვლენას შუა საუკუნეების ეკლესიის მსახურნი სერიოზულად იკვლევდნენ. მანუსკრიპტში (ძველი ხელნაწერები) – "ეშმაკის ძალის ინდექსი”, ვამპირიზმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული:”ეს არის ეშმაკის მიერ გაცოცხლებული, საფლავიდან ამომძვრალი ადამიანის გვამი. იგი ღამით იჭრება მძინარე ადამიანთან, გუდავს მას და სისხლს წოვს ყელიდან. მათი მსხვერპლიც შემდგომში ვამპირი ხდება”. 
ლეგენდები მათი სისხლიანი "მოღვაწეობის” შესახებ მრავლად არსებობს. ამ მოვლენას შუა საუკუნეების ეკლესიის მსახურნი სერიოზულად იკვლევდნენ. მანუსკრიპტში (ძველი ხელნაწერები) – "ეშმაკის ძალის ინდექსი”, ვამპირიზმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული:”ეს არის ეშმაკის მიერ გაცოცხლებული, საფლავიდან ამომძვრალი ადამიანის გვამი. იგი ღამით იჭრება მძინარე ადამიანთან, გუდავს მას და სისხლს წოვს ყელიდან. მათი მსხვერპლიც შემდგომში ვამპირი ხდება”. 
მე-19 საუკუნის ირლანდიელი მწერლის – ბრემ სტოკერის ნაწარმოებში "დრაკულა” ასახულია ვამპირების ქცევა. წიგნი სწრაფად გახდა ბესტსელერი და დღემდე იქცევს საზოგადოების ყურადღებას. დრაკულას პროტოტიპი მე-15 საუკუნეში მცხოვრები რუმინელი თავადი, ვლად ცეპეში იყო. თავადმა სახელი ორი განსხვავებული თვისებით გაითქვა – განსაკუთრებული სიმამაცით, რომლითაც ის ქვეყნის მტრებს – თურქებს ებრძოდა, და კიდევ უფრო გამორჩეული სისასტიკით, რომლითაც ტყვეებსა და დაუმორჩილებელ ქვეშემდრომებს უსწორდებოდა. ლეგენდის მიხედვით, მეფემ თავადი დრაკონის ორდენით დააჯილდოვა. სწორედ აქედან მოდის მისი მეტსახელი "დრაკულა”. ვლად პეცეში სიკვდილის შემდეგაც განაგრძობდა სიცოცხლეს, რისთვისაც მას მუდმივად სჭირდებოდა ადამიანის სისხლი. 
რა იმალება გასული საუკუნეების მისტიკურ რომანებსა და თანამედროვე საშინელებათა ჟანრის ფილმებში?სურვილი მრავალმხრივი და განსაკუთრებული სიამოვნების მიღებისა, თუ ადამიანთა საზოგადოებრიობის სიღრმიდან აღმოცენებული შავი მისტიკის საწყისი? 
ქრისტიანული და წარმათული რელიგიების სათავეების მკვლევარი, ალექსანდრე დუგინი სწორედ ამ უკანასკნელ მოსაზრებას ეყრდნობა და ამის მყარი საფუძველიც აქვს. თითქმის ყველა რელიგიის არსი – ღმერთი, და შემდეგ ადამიანი, ცხოვრების ორ ციკლს გადის: სიცოცხლეს და სიკვდილს, რომლებიც ერთმანეთთან საკრალური ქმედებით არის დაკავშირებული. წარმართულ რელიგიაში მზე ღვთიური სხივის (სინათლის) განსახიერებად ითვლებოდა, ხოლო მზის წელიწადი როგორც მთელი ქვეყნიერების, ისე ადამიანის ბედის საზომსა და მოდელს წარმოადგენდა. 
ალექსანდრე დუგინი ვამპირთა ქმედებაში იგივე საკრალურ მომენტს ხედავს, მხოლოდ მუქსა და ბნელში გამეორებულს, ნაცვლად ახალი მზიური სიცოცხლისა, რომელიც მათი აზრით, მხოლოდ ფერმკრთალი, წარმავალი არსებობა იყო. 
რა შუაშია აქ სისხლი, რომელსაც ვამპირები სვამენ ახალი ცხოვრების საზიარებლად? 
ყველა რელიგიის მისტიკური ტრადიცია სისხლს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მათი აზრით, სისხლი წარმოადგენს შესქელებულ ცეცხლს, სინათლეს, რომელიც ადამიანის სხეულსა და ფსიქიკას შორის გარდამავალი ინსტანციაა. სისხლი ადამიანის სულის მატერიალური გამოხატულებაა. უძველესი საკრალური დამოკიდებულება სისხლის მიმართ შემორჩენილია ქრისტიანულ რელიგიაშიც. გავიხსენოთ სიმბოლური მსგავსება ადამიანისა ქრისტესთან. მართლმადიდებლურ ტაძრებში სვამენ წითელ ღვინოს – იგემებენ ღმერთის "სისხლს”. 
ქრისტიანის სულის ფსიქო-ფიზიკური სტრუქტურის გარდაქმნის მაგიური ზებუნებრივი აზრი გაქრა და რელიგიურმა წეს-ჩვეულებამ ალეგორიის სახე მიიღო. ქრისტიანული მღვდელმსახურების ეს მხარე იდუმალი ეზოთერული სწავლების საკუთრება გახდა, რომლის მიზანი, ღვთიური უნარის ფლობა და უკვდავების მიღწევა იყო. სწორედ ამ დროს დაიბადა მომაჯადოებელი და საზარელი პაროდია, რომელმაც ფერიცვალების არსი ღამის კოშმარის სფეროში გადაიყვანა. 
შუა საუკუნეებში წარმოქმნილი საიდუმლო ორგანიზაციები ძალაუფლების მოპოვებას და სახელმწიფოს ფარულ მართვას ეზოთერული ცოდნის მეშვეობით ცდილობდნენ. ასეთი ორგანიზაცია იყო, მაგალითად, "დიდგვაროვანი ტამპლიერების ორდენი”, რომელიც იმდროინდელი ევროპის მრავალ ქვეყანაზე ახდენდა ზეგავლენას. 1307 წელს ორდენი განადგურებული იქნა რომის პაპის კლიმენტი 7-ისა და საფრანგეთის მეფის – ფილიპე ლამაზის მკრეხელური შეურაწყოფის გამო. 
ამ მოვლენის შემდეგ საუკუნეები გადის და ბევრი რამ იცვლება. თუმცა, მისტიკური საიდუმლოების მეშვეობით (სისხლის დახმარებით) ადამიანის გარდაქმნისადმი ინტერესი არ განელებულა. 
ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ ამ ფარული პროცესის არსებითი როლი მდგომარეობს კულტურის ზოგიერთი მოღვაწის მიერ პიროვნების სულიერ-ესთეტიკური ფორმირების ჩამოყალიბებაში. თანამედროვე რეალისტური რომანის ფუძემდებლები – ონორე დე ბალზაკი და ემილ ზოლა საიდუმლო საზოგადოების წევრებად მოიაზრებოდნენ და ამ გატაცებამ გავლენა მათ შემოქმედებაზე იქონია. 
"დრაკულას” ავტორი – ბრემ სტოკერი, რომელიც პირველად ალაპარაკდა ვამპირიზმის მისტიკურ საიდუმლოებაზე, მაგიური ორგანიზაციის "ოქროს აისის” წევრი იყო. ორგანიზაცია დაარსდა ინგლისელი მასონების მიერ. მასში გაერთიანებულები ეზოთერიზმის ყველაზე საშიში მხარის შესწავლით იყვნენ დაკავებული. ორგანიზაციაში გაერთიანებული იყვნენ იმ დროისთვის პოპულარული ინგლისელი მწერალი ბულვერ ლიტონი და სისატიკით და ბოროტებით განთქმული ოკულისტი ალისტერ კროული. "ოქროს აისის” გავლენა სწრაფად ვრცელდებოდა კულტურის სხვადასხვა მოღვაწეებზე, რომელთა მიერაც შემდგომში გავრცელდა სიუჟეტები ვამპირებზე, მოჩვენებებზე, შავ წირვასა და სხვა მსგავს მისტიკურ საიდუმლოებაზე. 
ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ "ოქროს აისში” "დრაკულას” ავტორის წევრობა ბევრის მანიშნებელია. სწორედ ამ ორგანიზაციაში შემუშავებული რიტუალებია დაკავშირებული "სისხლის მაგიასთან”. ორდენის თავკაცი მაზერსი პირდაპირ დაადანაშაულეს ვამპირიზმში. 
ვამპირიზმის იდეის გავრცელების სხვა მაგალითებიც მრავლად არსებობს. ცნობილი მომღერალი და მსახიობი დევიდ ბოუი საშინელებათა ჟანრის ფილმში მთავარ როლს ასრულებდა, სადაც ვამპირები, სხვა დანარჩენ ადამიანებთან შედარებით განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ. და აი, რა არის საინტერესო – დევიდ ბოუი წევრია ეზოთერული ორგანიზაციისა – "აღმოსავლელი ტამპლიერების ტაძარი”, რომლის ფესვებია "ოქროს აისიდან” მოდის. 
მსგავსი საიდუმლო ორგანიზაციები, რომლის ინტერესის სფეროსაც სისხლი წარმოადგენს, შეიძლება მრავლად დასახელდეს. საკმარისია გავიხსენოთ გერმანიაში შექმნილი ორგანიზაცია "ტულეს გაერთიანება”, რომლის "ფილიალი” შემდგომში ბოროტებით განთქმული გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია გახდა. 
შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ევროპის მრავალ ქვეყანაში იქმნება "შავი სატანის” სამსხვერპლოები. ეშმაკის კულტის ახალგაზრდა მიმდევრები იწყებენ რიტუალების სატანური წეს-ჩვეულებებით ჩატარებას. მიმდინარეობს ქრისტიანული საფლავების წაბილწვა, ცხოველების ხელყოფა (შავი ფერის კატები) და ა.შ. 
ვინ არიან ეს ადამიანები:სულით ავადმყოფები? 
ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ მრავალრიცხოვან სატანურ სექტებს (ვამპირული სექტები) აერთიანებს ერთიანი ორგანიზაცია. ორგანიზაციის სათავეში დგას ყველაზე ძლიერი მაგი – "მოხუცი”, რომელიც აკონტროლებს ყველა სექტას და ავრცელებს ეშმაკის კულტს. 
არსებობს შავბნელი დოქტრინის საფუძველზე შემუშავებული ვამპირიზმის სპეციფიკური ოკულტური ტრადიცია. ამ ტრადიციის მატარებლები განსაკუთრებულ შესაძლებობლებს და მეთოდებს ფლობენ და პირველ რიგში, ცივილიზაციის განვითარების მთავარ პროცესზე – კულტურაზე ახდენენ გავლენას. მათი სურვილია ვამპირიზმის შესახებ მითი ბანალურ, ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს. პათოლოგიას ადამიანი მშვიდად ხომ იმ შემთხვევაში ეგუება, როცა ის მისთვის ჩვეულებრივი ხდება. 
რა ბედი ეწევათ ადამიანებს, მსგავსი პათოლოგიის შეგუების შემთხვევაში?
პორფირია
პორფირია არის მემკვიდრეობითი დარღვევა სისხლში რომლის დროსაც ჰემოგლობინის არაცილოვანი ნაწილი-ჰემა-გადაიქცევა ტოქსიკურ ნივთიერებად,რომელიც ჭამს კანქვეშა ქსოვილებს რის გამოც კანი ნელ-ნელა ხდება ყავისფერი, და უფრო თხელი და მზის შუქის მოხვედრისთანავე სკდება,ამიტომაც პორფირიით დაავადებულებს დროთა განმავლობაში კანი წყლულით ეფარებათ. წყლულები და ანთებები აზიანებენ ხრტილებს-ცხვირსა და ყურებს,დეფორმაციას იღებენ მათ გამო.წყლულები, ფარავენ ქუთუთოებს და კრუნჩხავენ თითებს,ადამიანი საშინელ შეხედულებას იღებს. მზის მათ საშინელ ტკივილებს აყენებს. 

პორფირიით იტანჯებოდა ინგლისის მეფე გეორგ III,მაგრამ გვიან,მაგრამ მაინც როცა მეფეს აღმოაჩნდა ჩვენებები მომატებულ მგძნობელობაზე მზის სხვებისადმი,დაუზაუსტდა დიაგნოზი ვარიეგატულ პორფირიაზე.სწორედ ამით შეიძლება აიხსნას შეუწყვეტელი ფიზიკური,ფსიქიკური ტანჯვა და ემოციური გაუწონასწორობლობა რუსეთის უკანასკნელი იმპერატრიცა-ალექსანდრასი(დედოფალი ვიქტორიას შვილიშვილი),რომელიც ასე ტრაგიკულად მოქმედებდა მის მეუღლე-ნიკოლოზ II-ზე.გენური ინჟინერია დამარხავს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გამოუცნობ დაავადება-პორფირიას,რომ არა ეს "‘ვამპირების დაავადება”",-არ იქნებოდა მითები დრაკულაზე,არც რაიმე სისხლისმწოველებზე,სინათლის მოშიშებზე,ეშვიან პერსონაჟებზე.უკვე წარმატებითაა დასრულებული დნმ-ს ექსპერიმენტების სერია თევზებისა და თაგვების ზოგიერთ სახეობაზე:თანდაყოლილი პორფირია კოპრექტირებული იქნება,ხოლო შეძენილს კი უახლოესი საშუალებებით განკურნავენ,ასე რომ ავადმყოფობას ბლოკირებას გაუკეთებენ უკვე ადრეულ სტადიაშივე,როცა ის არაფრით განსხვავდება ასობით მსგავსი სისხლის პათოლოგიისაგან.ისინი მაინც არსებობენ!გენური მედიცინის მორიგი მიღწევა ფართო საზოგადოებისთვის შეუმჩნევლად დარჩებოდა,რომ არა ვამპირების ასეთი დიდი პოპულარობა.პრაქტიკულად კი,ავადმყოფი გართულებული პორფირიის ყველა სიმპტომით-ტიპიური ვამპირია! 
ტრადიციული მედიცინა დღემდე უარყოფს პორფირიის მითოლოგიასტან კავშირს,თუმცა გამოჩნდა ორი გაბედული დოქტორი,რომელთაც ამის შესახებ უკვე ღიად შეუძლიათ განაცხადონ.პორფირიის ვამპირიზმტან კავშირზე პირველად განაცხადა დოქტორმა ლი ილისმა დიდი ბრიტანეთიდან.1963 წელს სამეფოს სამედიცინო საზოგადოებაში წარმოადგინა მონოგრაფია "”პორფირიაზე და მაქციების ეტიმოლოგიაზე”",რომელიც შეიცავდა ძალიან დაწვრილებით განხილვას ისტორიულად აღწერილი მაქციებისა და ვამპირების შედარებების პორფირიის სიმპტომატიკასთან. 
აღმოჩნდა,რომ ექიმებმა უკვე დღევანდელ დღეს პორფირიის შესახებ არცთუ ისე ცოტა რამ იციან.დადასტურებულია,რომ ამ იშვიათი ფორმის გენური პათოლოგიით ავადდება ერთი ადამიანი 200 ათასიდან(სხვა მონაცემებით 100 ათასიდან).მედიცინაში არწერილია დაახლოებით 100 შემთხვევა თანდაყოლილი პორფირიისა,როცა დაავადება უკვე განუკურნებელი იყო.დაავადება ხასიათდება იმით,რომ ორგანიზმს აღარ შეუძლია წარმოქმნას სისხლის ძირითადი კომპონენტი-წითელი სხეულები,რომელიც თავისთავად აისახება სისხლში ჟანგბადისა და რკინის დეფიციტით. 
დაავადება პრაქტიკულად განუკურნებელი იყო XX საუკუნის მეორე ნახევრამდე.იმის და მიუხედავად,პორფირია არ არის ფსიქიური დაავადება,ის დამანგრევლად აისახება მაინც ფსიქიკაზე.ადამიანი შეიძლება თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს.ლი ილისი თვლიდა,რომ ყველა დაავადებული განიცდის ფსიქიკური აშლილობის გადახრების სხვადასხვა ფორმებს-მსუბუქი ისტერიიდან მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზამდე და დავრდომილ ბოდვამდე,რასაც თავისთავად არ შეიძლებოდა თავზარი არ დაეცა და პანიკა არ გამოეწვია ამის შემთხვევითი მოწმისათვისაც კი.ამას კიდევ მივუმატოთ საერთო არაჯანსაღი შუასაუკუნოვანი ფონი-ეშმაკის მოციქულებისა და ალქაჯების ინკვიზიციები და მასობრივი სიკვდილით დასჯა.
პორფირია უფრო ხშირად გვხვდებოდა შუასაუკუნეებში შვეიცარიასა და შვედეთში.ამის მერე ჩაისახა მითი ვამპირებზე.ამ დაავადებას კარგად იცნობენ დანარჩენ ევროპულ ქვეყნებშიც.განსაკუთრებით სამეფო დინასტიებში.ამის შესახებ წერს ისტორიკოსი ენდრიუ ვილსონი თავის წიგნში "”ვიქტორიანელები”"(2002წ).ცნობილი დედოფალი ვიქტორიას(1819-1901) მმართველობის დროს ბრიტანულ სამეფო ოჯახში მძვინვარებდა მემკვიდრეობითი პორფირია.თავად ის გახდა მეფე გეორგ III-ის სიგიჟის მიზეზი,რომელიც იყო ვიქტორიას ბაბუა.შეშლილობის შეტევები მას ემართებოდა 1801,1804 და 1810 წლებში;1811 წლიდან მისი მდგომარეობა საერთოდ აღარ გაუმჯებესებულა,ხოლო მანამდე 1808 წელს კი ის დაბრმავდა კიდეც.თანამედროვე გამოკვლევები გვიმტკიცებენ,რომ გეორგ III-ის შეშლილობის მიზეზი ნამდვილად პორფირია იყო-იშვიათი დაავადება,რომელიც დაკავშირებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან.მეფე გარდაიცვალა 1820 წლის 29 იანვარს. 
"”ექსპრეს-გაზეთის”" მიმომხილველი ვლადიმერ ლაგოვსკი წერს ერთ პორფირიით დაავადებული გოგონას შემთხვევაზე,რომელიც აღნიშნული დაავადებით 15 წელი იტანჯებოდა(მისი ვინაობა და მისამართი შეგნებულად არ წერია).”"დღის შუქი მომაკვდინებელია კატიასათვის,მზეს იგი თითქმის ერთ წუთში შეუძლია ცოცხლად დაწვას.გოგონა დაავადებულია,მაგრამ გარშემომყოფთათვის საშიშროებას არ წარმოადგენს.კატიასათვის ღამე უკვე 15 წელია გრძელდება.ადრეული ბავშვობიდან მას სახეზე და ხელებზე დღის შუქზე უჩნდებოდა ლაქები და გამონაყარი.გოგონა იწყებდა ყვირილს,ეგონათ რომ ეს ჩვეულებრივი დიათეზი იყო და გაუვლიდა,მაგრამ ლაქები არ უქრებოდა.პირიქით-ისინი წყლულებად გადაექცა.-ექიმებს არ შეეძლოთ დაესვათ დიაგნოზი,-ყვება კატიას დედა,-მათ მხოლოდ დაადასტურეს,რომ გოგონას ქონდა არანორმალური რეაქცია მზიშ შუქისადმი და მირჩიეს გოგონა მუდამ სიბნელეში მემყოფებინა.რჩევა მართლაც სასარგებლო გამოდგა.სიბნელეში გატარებულმა რამდენიმე დღეს წყლულები სრულიად შეუხორცა უკვალოდ.მაგრამ ის ისევ ჩნდეობდა იმ შემთხვევაში,როცა კი გოგონა რამდენიმე წამით მზის შუქზე გავიდოდა და ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო მკვეთრად ვლინდებოდა. 
მთვარეზე გოგონა ნორმალურად რეაგირებდა.არ იფარებოდა მისი კანი წყლუებით ელექტრო ნათურის შუქზეც.კატიასატვის მომაკვდინებელი იყო მხოლოდ გარკვეული სახის გამოსხივება-ძირითადად ულტრაიისფერი სპექტრის.უმაღლესი დონის გარუჯვის საწინააღმდეგო კრემები ეხმარება მას მხოლოდ დროებით:სადღაც 5 წუთამდე.შემდეგ კი ეწყება გაუსაძლისი ტკივილები.ადრე როცა გოგონა პატარა იყო,მას ადგილიოდან ადგილამდე გადაადგილებდნენ დახურულ ჩანთაში.ახლა კი მას შეუკერეს შუქგაუმტარი მუზარადი მილით,რომელიც ჰაერს აწვდის სასუნთქად.ზაფხულობით კი ის ატარებს პალტოს და ხელთათმანებს.გოგონა სკოლაში არ დადის.ის სახლში მეცადინეობს მასწავლებლებთან,ოთახში,სადაც შუქგაუმტარი შუშებიანი ფანჯრებია. 
უფროსები ავრცელებენ ბოროტ ჭორებს,-ამბობს კატიას დედა,-თითქოსდა ჩემი გოგონა ვამპირია და ნებისმიერ მომენტში შეუძლია ვინმე დაკბინოს.ერთმა გაზეთმა დაწერა კიდეც,რომ ის ღამ-ღამობით ყმუისო.რადიკალური საშუალებები არ არის,ხოლო არსებული კი წამალი კი ამსუბუქებს კანის შეხორცებას. 
იგორ კურპატოვი,რამპ-ის ჰემატოლოგიური ცენტრის თანამშრომელი იმედოვნებს,რომ კატია მართლაც პოტენციური ვამპირია. 
-გოგონას აქვს იშვიათი დაავადება-პორფირია,-ამბობს ის.ამის მიზეზი აღმოჩენილი იქნა 10 წლის უკან.მაგრამ თვითონ სნეულება მანამდეც არსებობდა.შუასაუკუნეების ვამპირების ლეგენდებში აღწერილნი არიან ადამიანები,რომლებიც ამ დაავადებით იყვნენ შეპყრობილნი.ჩვენი კანადელი კოლეგები პროფესორ დოლფინის ხელმძღვანელობით თვლიან,რომ მას გენების დეფექტი იწვევს.ჩვენ ბოლომდე არ ვართ დარწმუნებულნი,მაგრამ აი რაში მდგომარეობს არსი;ადამიანი გაჯერებულია პიგმენტებით ე.წ. პორფინებით,ისინი შედიან სისხლის შემადგენლობაში,მაგალითად ჰემოგლობინში,რომელიც წითელს ხდის სისხლს.ავადმყოფებს ჩვეულებრივად პორფირინის ცირკულაცია ერღვევათ.ისინი გროვდებიან კანის ქვეშ და მზის შუქის გავლენის ქვეშ ისინი იღებენ დამანგრეველ ძალას.იწყებენ შხამიანი ატომარული ჟანგბადის გამოყოფას,რომელიც ფაქტიურად ჭამს გარშემო ყველა ქსოვილს.სახის ნაკვთები შეიძლება ისე შეიცვალოს,რომ ვეღარ იცნონ და ხალხისთვის გახდეს ძალზედ შემაძრწუნებელი სანახავი.ასეთი ადამიანები მზეს ემალებიან და გარეთ მარტო ღამით გამოდიან,
სრულიად შესაძლებელია,რომ ბევრი ავადმყოფი სვამდა სისხლს,მაგრამ არა დემონური მიზნით,არამედ როგორც წამალს.და ამას ასეთი ახსნა აქვს:ისინი ინტუიციურად გრძნობდნენ,რომ საჭირო იყო შეევსოთ ჰემოგლობინის ნაკლებობა და მისი ამოღება შეიძლებოდა მხოლოდ ადამიანის სისხლიდან.სისხლის ხშირი მიღება კი ამსუბუქებდა დაავადებისგან მიყენებულ ტანჯვებს.დღევანდელ დღეს კი ეს ზედმეტია,რადგან ჰემოგლობინი ყველა აფთიაქში იყიდება. 
…XX საუკუნის 80-იან წლებში პროფესორმა უეინ ტიკანენმა მხარი დაუჭირა ლი ილისს,განაცხადა რა,რომ მან შეძლო გამოეცნო ვამპირების ბუნების საიდუმლო.”"ძირითადად,ყველა ევროპულ მითოლოგიაში ვამპირებსა და მაქციებზე,-თვლის პროფესორი,-დევს რეალური მოვლენები და ფაქტები”".მისი აზრით,თქმუებებში,სადაც შეთხზულია არანამდვილი დეტალები და ყოველგვარი სისულელე,დევს მრავალი ადამიანის ბედი,რომლებიც იტანჯებოდნენ პორფირიის მძიმე ფორმით.პორფირია მემკვიდრეობითი დაავადებაა,როგორც თვლის ასევე ტიკანენიც,ხშირ შემთხვევაში ჩნდება ახლო ნათესავების სისხლის აღრევით.ამიტომაც ვამპირები ჩნდებოდნენ ისეთ ცივილიზაციისგან მოწყვეტილ ადგილებში,სადაც ცხოვობდნენ ადამიანები ბარბაროსული ცხოვრების წესით.ამასთან,როგორც თანამედროვე სტატისტიკა გვიჩვენებს,თუ პორფირია რომელიმე მშობელში დაფიქსირდა,მაშინ 25% შემთხვევებიდან მისი შვილიც ავადდება.როგორც დავინახეთ,ეს ხდება არამარტო მიყუებულ სოფლებში,არამედ ცივილიზაციის ცენტრებშიც. 
პორფირიის დაავადების გაჩენის ძირითადი მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა უმეტეს შემთხვევაში იგი ჩნდება ინცესტის, ანუ ახლო ნათესავებში სისხლის აღრევის შედეგად. ამით აიხსნება დაავადების ფართოდ გავრცელება ტრანსილვანიის მთის რაიონებში, სადაც ადამიანებს სპეციფიკური ცხოვრების წესი ჰქონდათ. დღეს ეს უიშვიათესი დაავდაება და რთულად, მაგრამ მაინც განიკურნება ქიმიოთერაპიითა და სისხლის ხშირი გადასხმით. 
მოკლედ აქ არის ყველაფერი რაც ამ თემაზე მოვიძიე + ცოტა ჩემი ცოდნაც : ))) იმედია მოგეწონებათ
კატეგორია: ისტორიები | ნანახია: 471 | დაამატა: BURNOUT | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2013-08-25 Spam
- უბრალოდ ალბათ იყვნენ გიჟი ადამიანები,რომლებიც სვავდნენ სისხლს;დ
– და ამათ ეძახდნენ ვამმპირებს. ნუ რავიცი არმჯერა :დდ
– ყოჩაღ კაია ^^



2013-08-25 Spam
- ar mjera amati biggrin siaxle kaia wink wink



კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი
გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 210
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  აგვისტო 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 259
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 12:15 PM 
თქვენი IP: 54.162.152.232
თარიღი: 2017-10-24 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.