პარასკევი, 2024-05-10, 2:16 PM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » მაისი » 1 » რატომ ტყუიან ბავშვები?
9:46 PM
რატომ ტყუიან ბავშვები?
-რატომ იტყუებიან ბავშვები?
487127_315337301852740_133374806715658_735485_1509852059_n_large Tumblr_m0iw9qyb0x1r23wc0o1_500_large  557683_391483040872057_241506625869700_1267940_297688589_n_large251286854178607477_szh7gamh_f_large

მშობლებო, პირველ რიგში, გეტყვით, რომ ტყუილი ბავშვებში სავსებით ნორმალური მოვლენაა. მეტიც... როცა ბავშვი ტყუის, ეს იმის ნიშანია, რომ მას კარგად უვითარდება მეტყველება და წარმოსახვის დიდი უნარი აქვს.
ბავშვების გამონაგონი - ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ტყუილს. ისინი იშვიათად იყენებენ ტყუილს გამორჩენის მიზნით. როგორც წესი, მიზეზი ბავშვის ტყუილისა არის აკრძალვები მშობლების მხრიდან. ხშირად სწორედ მშობლები უბიძგებენ შვილებს ტყუილისკენ, უყენებენ რა შეუძლებელ მოთხოვნებს.

წარმოიდგინეთ, ამ დროს პატარა დასჯის მოლოდინშია და სხვა გზა არ აქვს, თვითგადარჩენის მიზნით, მან უნდა მოიტყუოს. არსებობს "სასარგებლო ტყუილი", რომელსაც ბავშვი პირველობის მიზნით ან წარმატების მიღწევის სურვილით ამბობს. ეს უკანასკნელიც უფროსების მოლოდინის გამართლ
ების შედეგად არის ნათქვამი.
ბავშვებთან მიწევს ურთიერთობა და ამის უამრავი მაგალითი მაქვს: პატარა გოგონას, რომელიც ძალიან აქტიური იყო მეცადინეობების დროს, ერთხელ ლექსი დაავიწყდა. მან ჩათვალა, რომ არ გაამართლა მასწავლებლის იმედი (მე ხომ მუდმივად ვაქებდი, ვეუბნებოდი, რომ ის საუკეთესო იყო).
დაიწყო ტირილი, აიტკია მუცელი, მოიკუნტა. სასწრაფოდ ექიმის კაბინეტისკენ გავეშურე.
ექიმის მოსვლისთანავე პატარა გამოცოცხლდა, აღარც მუცელი სტკიოდა და აღარც ტიროდა. მაშინვე გამოტყდა, რომ კარგად იყო, უბრალოდ ლექსი დაავიწყდა.

ბავშვები ხშირად იტყუებიან დასჯის თავიდან აცილების, ყურადღების მიპყრობის ან თავდაცვის მიზნით.

პატარა ცრუპენტელები ხშირად ყვებიან შეთხზულ ამბებს, რომელსაც როგორც ნამდვილს ისე "ასაღებენ". ხანდახან კი თვითონაც იჯერებენ ამას. ეს არც ტყუილია და არც მოტყუების მცდელობა, ამ ტიპის გამონაგონი უვნებელია და მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის წარმოსახვის განვითარებაზე მეტყველ
ებს.
ამ შემთხვევაში უმჯობესია გაირკვეს ამ ფანტაზიორობის მიზეზი. თუ ბავშვის ფანტაზია ყველანარ რეალობას სცილდება, აუცილებელია მისი დაბრუნება მიწაზე.
რეკომენდაციები:
მშობლებმა ბავშვს უნდა წაუყენონ რეალისტური, გონიერი, სამართლიანი მოთხოვნები;
პატივი უნდა ვცეთ ბავშვებს, გავითვალისწინოთ მათი ინტერესები. პირველ რიგში, თავად უფროსებმა უნდა მისცენ ბავშვს სხვისი პატივისცემის მაგალითი;
უფროსებმა უნდა იცოდნენ, რომ ტრაბახა "ცრუპენტელა" ეს არის ბავშვი, რომელსაც შექება აკლია;
მშობლებმა უნდა გადააბიჯონ სიმკაცრეს და ხშირად მოძებნონ ბავშვის შექების საბაბი.
უფროსები უნდა იყვნენ გულწრფელნი. ბავშვები ინტუიციურად, ქვეცნობიერად ითვისებენ ურთიერთობის სტილს და იმავეთი პასუხობენ.
როგორ ვასწავლოთ ბავშვს გულახდილობა

პირველ რიგში, თავად უფროსები უნდა იყვნენ გულახდილნი. საგნებს უნდა დაარქვან თავისი სახელი. არ არის საჭირო ბავშვთან დაკითხვების, ხაფანგების მოწყობა - პირდაპირ უთხარით პატარას სათქმელი.

ნუ მისცემთ მძაფრ რეაქციას ბავშვის მიერ ნათქვამ ტყუილს - დაუშვებელია ამ დროს ყვირილი, შეშფოთება, დასჯა, ისტერიკის მოწყობა.
ბავშვს უნდა გააგებინოთ, რომ ტყუილი არ არის აუცილებელი. ბავშვი გულახდილია მაშინ, როდესაც ენდობა მშობელს, არ ეშინია მისი რისხვის ან განსჯის,
დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მას არ დაამცირებენ, როგორც პიროვნებას.
დაარწმუნეთ, რომ მის მხარეს ხართ. დასჯის შემთხვევაშიც კი, აჩვენეთ, რომ ეს სამართლიანი იყო, რადგან პატარებს მძაფრად აქვთ განვითარებული სამართლიანობის გრძნობა.
Tumblr_lkjdo13qpc1qfu7szo1_500_large
კატეგორია: სხვა...♥ | ნანახია: 675 | დაამატა: DemSMiley | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2012-05-03
4. SoFi ( SoFi )  
- კარგიაა



2012-05-02
- მაგარიააა



2012-05-01
- კარგი სიახლეა<3 ყოჩაღ



2012-05-01
- კარგი სიახლეა<3



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 2:16 PM 
თქვენი IP: 18.190.217.134
თარიღი: 2024-05-10 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.