ორშაბათი, 2024-04-29, 4:36 PM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 2 » Urban Legends
11:25 PM
Urban Legends

როცა უცნობი რეკავს

– ჯენიფერ, ძიძა მოვიდა, წასვლის დროა – გასძახა ქმარმა მეუღლეს და პირველ სართულზე ჩავიდა. ამანდა მორცხვად იდგა კარებთან, სულ რამდენიმე დღეა რაც პიტერსონებთან დაეწყო მუშაობდა. თან სწავლობდა და თან ბავშვების მოვლით დამატებით შემოსავალს იღებდა. ჯენიფერი და ტომი უკვე 15 წელია ცოლ–ქმარი იყვნენ, შვილები გვიან შეეძინათ, ახლა ორი პატარა ჰყავდათ და ერთმანეთს ისეთ ყურადღებას ვეღარ უთმობდნენ, როგორსაც ადრე, ამიტომ გადაწყვიტეს ერთი საღამო კინოში წასულიყვნენ მარტო ისინი და ბავშვები გვიანობამდე ძიძასთან დაეტოვებინათ. – თუ რამე მოხდა, მაშინვე დაგვირეკე – ჯენიფერმა ჩანთა აიღო და ამანდას მიუბრუნდა – კარები კარგად ჩაკეტე. პიტერსონების სახლი პატარა სასახლეს ჰგავდა, მაგრამ ძალიან ძველი და ბნელი შენობა იყო,  უამრავი ოთახებით, რომელსაც არავინ იყენებდა. პიტერსონები დიდი ხანია ამ სახლის გაყიდვას აპირებდნენ. ამანდამ კარები ჩაკეტა და ბავშვების ოთახში ავიდა. პატარებს უკვე ეძინათ. შუქი ჩააქრო და პირველ სართულზე ჩამოვიდა, ტელევიზორი ჩართო და დივანზე მოიკალათა.                                                   ტელეფონის ზარი გაისმა. დარწმუნებულმა იმით, რომ ჯენიფერი რეკავდა, ყურმილი აიღო.                 

        –დიახმისისპიტერსონ.                                                                                                                                                                                   ხმას არავინ იღებდა, მარტო მძიმე სუნთქვის ხმა ისმოდა.                                                                                    

    – გისმენთ…– გაიმეორა ამანდამ.                                                                                                                                

    – შენს ადგილზე ბავშვებს ვნახავდი – გაისმა კაცის ხმა და მას უცნაური შრიალი მოყვა. კაცმა ყურმილი დაკიდა.

გაოცებულმა ამანდამ აქეთ–იქით მიმოიხედა, ვიღაცა ბოროტად ეხუმრებოდა. სასწრაფოდ აირბინა მეორე სართულზე და ოთახის კარი შეაღო. ბავშვებს ეძინათ.

თავი გაიქნია და დაბლა ჩამობრუნდა. იფიქრა ალბათ ვინმე ნაცნობმა გაიგო ძიძად რომ ვრჩები და ჩემი შეშინება გადაწყვიტაო.

ისევ ტელეფონის ხმა გაისმა.

– ეს სულაც არაა სასაცილო – გაბრაზებული ხმით უპასუხა ტელეფონს. ისევ უცნაური შრიალი ისმოდა.

– ბავშვები შეამოწმე – გაიგო ისევ ის საშინელი ხმა შორიდან და ტანში გააჟრჟოლა. ეს ამბავი არ მოსწონდა.

– ვინ ხარ, რა გინდა?

უცნობმა ჩუმად ჩაიცინა ნაწყვეტ–ნაწყვეტ და გათიშა.

ახლა უკვე ნამდვილად შეეშინდა, ეს ყველაფერი ნაცნობის ხუმრობას არ ჰგავდა. სასწრაფოდ 911–ზე დარეკა და ოპერატორს ამ ზარების შესახებ მოუყვა.

– როცა კიდევ დარეკავს ეცადეთ ცოტა ხანი შეაყოვნოთ მისს, ასე მის ადგილმდებარეობას დავადგენთ – უთხრა ოპერატორმა.

აკანკალებული დაჯდა დივანზე და ტელევიზორი გამორთო. სახლის ირგვლივ არავინ ჩანდა, კარები საიმედოდ იყო ჩაკეტილი,  ვერავინ შემოვიდოდა. ისევ თავს იმშვიდებდა, რომ ვიღაც უბრალოდ ბოროტად ხუმრობდა.

ისევ საძულველი ზარის ხმა მოისმა. უცნობი ნომერი.

– არაფერს აკეთებ იმისთვის რომ ბავშვები გადაარჩინო – ჩასჩურჩულა უცნობმა.

– მოიცადე, არ გათიშო, მითხარი რა გინდა.

– მინდა რომ ბავშვების ოთახში ახვიდე და შეამოწმო, იქ არიან თუ არა…

– ბავშვები კარგად არიან და სძინავთ. მათ ვერაფერს დაუშავებ.

ისტერიული სიცილი გაისმა. უცნობი საშინელი ხმით იცინოდა.

– ძალიან მალე – უთხრა კაცმა და გათიშა.

ის იყო ამანდა მეორე სართულზე აპირებდა ასვლას, რომ ოპერატორმა დაურეკა.

– მისს, გადავამოწმეთ ნომერი, სასწრაფოდ დატოვეთ სახლი, ადამიანი, რომელიც გირეკავთ იმავე სახლში იმყოფება, სადაც თქვენ ხართ, გიმეორებთ, სასწრაფოდ დატოვეთ სახლი, ჯგუფი უკვე გამოვგზავნეთ.

სისხლი ძარღვებში გაეყინა, ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. მეორე სართულიდან მძიმე ნაბიჯების ხმა ისმოდა.

"ძალიან მალე” ჩაესმა უცნობის ხმა და კარებს მივარდა.

– ხომ გითხარი ბავშვები შეამოწმე–თქო – ჩაესმა ნაცნობი ხმა და ყელიდან გაურკვეველი ბგერები ამოუვიდა.

გარეთ პოლიციის მანქანების სიგნალების ხმა მოისმა. კაცმა ხელი გაუშვა. პანიკაში მყოფი ამანდა კარებს ეცა და გარეთ გავარდა.

პოლიციელებმა ბავშვების ოთახში დიდი სისხლიანი ცული იპოვნეს, ბავშვები კი კარადაში იყვნენ დამალულები და ისტერიულად ტიროდნენ. ფანჯარა გატეხილი იყო, ყველგან მინის ნამსხვრევები ეყარა. მანიაკის კვალს ვერსაად მიაგნეს

მე ვიცი რა გააკეთე გასულ ზაფხულს

ეს ლეგენდა დაახლოებით 1950 წლის შემდეგ გაჩნდა. სხვა ლეგენდებისგან განსხვავებით, მას რამდენიმე ინტერპრეტაცია არ აქვს, ყველგან ერთი და იგივე მეორდება და როგორ მისი წყარო იუწყება, ნამდვილი ამბავია.

ყველაფერი ასე დაიწყო:

სკოლაში ბოლო გაკვეთილის ზარი დაირეკა, ყველანი გარეთ გამოვიდნენ.

- დღეს პოლი ნახე? – ჰკითხა ჯენიმ დაქალს და პატარა სარკე მიაწოდა. სარამ ტუჩები შეიღება და თმები შეისწორა.

- ჯერ არა – უთხრა ჯენის და სარკე დაბრუნა – ისე არის ჩემზე გაგიჟებული, უჩემოდ სახლში არ წავა.

უკნიდან ფეხბურთელი ბიჭები წამოეწივნენ, თავისი სკოლის გუნდის ფორმებით. პოლიც მათთან ერთად მოდიოდა.

პოლი ფეხბურთის გუნდის კაპიტანი, ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო, მაღალი, ქერა თმებით, როგორც წესი ასევე სკოლის ყველაზე პოპულარულ გოგოს, სარას ხვდებოდა.

- საღამოს რა გეგმები გაქვს? – ჰკითხა სარას და ხელი გადახვია – ჩემი მანქანით გავისეირნოთ, რას იტყვი?

სარამ თავი დაუქნია და ჯენის თვალით ანიშნა, ხომ გეუბნებოდიო.

საღამოს პოლმა სარას მიაკითხა და მანქანის კარები თავაზიანად გაუღო.

- აბა, საით წავიდეთ?

- მე მაქვს ერთი კარგი იდეა.

ტყის პირას იყო ერთი ადგილი, სადაც შეყვარებულებს მანქანით უყვარდათ გაჩერება. რადიოს უსმენდნენ და ერთმანეთს ეფერებოდნენ. პოლმაც გეზი იქითკენ აიღო.

ტყეში ბნელოდა და ოდნავი ნიავი ხეებს აშრიალებდა. სარას შესცივდა. პოლმა თავისი ქურთუკი მოახურა.

რადიოდან სასიამოვნო მუსიკა ისმოდა. პოლი სარასკენ დაიხარა და აკოცა.

რადიოდან ხრიალი გაისმა და მუსიკა შეწყდა.

"ყურადღება” ისმოდა ნაწყვეტ ნაწყვეტ რადიოდან

"ადგილობრივი საგიჟეთიდან გაიქცა ფსიქიურად შეშლილი სერიული მკვლელი, რომელიც ძალიან აგრესიული და საშიშია. ცალი ხელი მაგივრად რკინის კაუჭი აქვს, თუ თვალს მოკრავთ, მაშინვე პოლიციას დაუკავშირდით”

წყვილი შეკრთა. კლინიკა ტყიდან არც ისე შორს იყო.

- პოლ – თქვა შეშინებულმა სარამ – დროზე წავიდეთ აქედან, მეშინია.

- ნუ გეშინია – გაიცინა პოლმა – აქ არავინ არაა, მაგრამ რომ დაგამშვიდო, ყველა კარებს ჩავკეტავ.

სარა ისევ კანკალებდა, პოლს კი ნერვები ეშლებოდა. როგორც იქნა სარა განმარტოვებაზე დაითანხმა, ახლა კი გეგმა ჩაშლის პირას იყო.

- მოდი ჩემთან – უთხრა გოგოს და ხელი მოხვია. გარეთ რაღაც ხმაური მოესმათ. სარამ იკივლა.

- ჩუ, გაჩუმდი – ხელი მიაფარა პირზე და ფანჯრიდან გაიხედა. ირგვლივ არაფერი ჩანდა.

- წავიდეთ აქედან – ყვიროდა სარა.

- ჯანდაბა – ჩაილაპარაკა პოლმა და მანქანის დაქოქვა დააპირა, რომ წინა მინა ჩაიმსხვრა და მთვარის შუქზე აელვარებულ რკინის კაუჭს მოკრეს თვალი.

სარა მთელი ხმით კიოდა და შველას ითხოვდა, პოლმა გაჭირვებით მოახერხა მანქანის დაძვრა და დიდი სიჩქარით დატოვა ტყე.

სარას სახლთან გაჩერდა და გადმოვიდა, რომ კარები გაეღო.  სახელურს ხელი მოავლო და სისველე იგრძნო. შიშით  დაიხედა თითებზე და სისხლი დაინახა. სახელურის მაგივრად კი რკინის კაუჭი იყო გაკეთებული. კარი გამოაღო და დაინახა თვალებგახელილი სარა, რომელიც მანქანის სავარძელს მიყუდებოდა. კაუჭი გულში ჰქონდა გაყრილი. სისხლი ღვარივით მოსდიოდა მკერდიდან.

რა ბედი ეწია პოლს ან ამ მკვლელ კაუჭს არავინ იცის, მაგრამ ამ ლეგენდამ ბევრ ფილმს დაუდო სათავე, მათ შორის საკულტო scream-ის სერიებს და  i know what you did last summer -ის ტრილოგიას.

ამ უკანასკნელის ფილმის შემქმნელებმა ლეგენდა შეცვალეს, რომ უფრო საინტერესო გაეხადათ. სიუჟეტი ასე განავითარეს. რამდენიმე მეგობარი ქალაქგარეთ მიდიოდნენ მანქანით, როცა უცნობი მამაკაცი გაიტანეს. შეშინებულმა ახალგაზრდებმა კაცი წყალში გადააგდეს და პოლიციას არ შეატყობინეს ეს ამბავი. ერთი წლის მერე მათ მოსდით შეტყობინებები, ვიღაცამ იცის ეს ამბავი და მათ მოკვლას ცდილობს. მკვლელს სახეზე ნიღაბი აქვს და ხელის მაგივრად კაუჭი.

სისხლიანი მერი

სისხლიანი მერის ლეგენდა ეხება ამბავს, რომელიც დაახლოებით 60-70იან წლებში მოხდა. რა თქმა უნდა სანდრო წყარო არ არსებობს, ამ ისტორიას რამდენიმე ინტერპრეტაციით ყვებიან, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ორი ისტორიაა.

1. მერი ვორტინგტონი ახალგაზრდა და ლამაზი გოგო იყო, ცხოვრობდა დიდი ხნის წინ ბედნიერად და უშფოთველად. ძალიან უყვარდა სარკეში თავისი თავის თვალიერება და სილამაზით დატკბობა, საათობით იჯდა თავის საძინებელში და სარკეში იყურებოდა.

ერთ დღეს მას საშინელი ინციდენტი მოუხდა, რის შედეგადაც სახე ძალიან დაუმახინჯდა. ყველა თავს არიდებდა მისი სახის გამო.

ერთი ღამეს, როცა გარეთ საშინელი ჭექა-ქუხილი იყო, მერი ჩუმად ადგა, სანთელი აანთო და დიდ სარკესთან მივიდა. თავისი დამახინჯებული სახე რომ დაინახა, მისმა კივილმა მთელი სახლი შეძრა. სარკე დაიმტვრა, თვითონ კი სარკეში გადავიდა. ლეგენდა იმასაც ამბობს, რომ იქამდე მერის მშობლები საშინელი სიკვდილით დაიხოცნენ და მათი გვამები ნაწამები იპოვნეს მეორე დღეს, მერი კი გაქრა.

ამის მერე, როცა სარკის წინ რამდენიმე ადამიანი ერთად გაიმეორებს "bloody mary i see you” ან "I believe in Mary Worth, I believe in Mary Worth,” მერი სარკიდან მის წასაყვანად გადმოვა.

ძალიან ბევრი ადამიანი წერს ამ რიტუალის შესახებ, მაგალითად ერთმა გოგონამ დაწერა, რომ მისი მეგობრის დაბადების დღეზე აბაზანაში ჩაიკეტნენ, სანთლები დაანთეს და სამჯერ გაიმეორეს ეს სიტყვები. ამ დროს სარკეში საშინელი გამოსახულება გამოჩნდა და ერთ-ერთ მათგანს სწვდა. მათ ყვირილი დაიწყეს და როცა მშობლები შემოვარდნენ, ამ გოგოს ლოყაზე ფრჩხილების ნაკვალევი ეტყობოდა.

2. ამ წყაროს მიხედვით მერი ფსიქიურად იყო შეშლილი, ბავშვობაში მშობლების დახოცვის გამო ახლა ის კლინიკაში იყო გამოკეტილი. მას დაცვის წევრისთან ბავშვი ეყოლა, მაგრამ რადგან არ ჰქონდა მისი გაზრდის უფლება, კლინიკის თანამშრომლებმა გააშვილეს. მერიმ ეს ძალიან განიცადა და მეორე დღეს თავი ჩამოიხრჩო. ამის მერე, როცა სარკესთან ვინმე იტყვის რამდენჯერმე "mary worth i killed your baby” მას მერის შურისძიება დაატყდება თავზე.

მერის დამახასიათებელი გარეგნობაა წინ ჩამოშლილი გრძელი შავი თმები, სისხლიანი და დაკაწრული ხელები.

სარკე მთავარ პორტალის როლს ასრულებს ამ ლეგენდაში, მერისა და რეალურ სამყაროს შორის. "თუ შენ დიდი ხანი უყურებ სარკეს, მაშინ დარწმუნებული ხარ, რომ დაინახავ ეშმაკს” ინგლისური გამოთქმაა.

ერთი ბიჭი წერდა ამ ლეგენდის შესახებ:

” ჩვენს ქალაქში სისხლიან მერიზე ლეგენდა ძალიან ცნობილია, ჰელოუვინზე ყველაზე ხშირად მერის კოსტიუმებს იცვამენ. მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ჰელოუინის ღამეს საფლავებზე წავედით, ერთ-ერთ საფლავთან სანთლები დავანთეთ და მერის სახელს ვახსენებდით, მაგრამ არაფერი მომხდარა. ცოტა მოგვიანებით ყველანი ერთად სახლში დავბრუნდით, წვეულება გვქონდა ჰელოუინთან დაკავშირებით მოწყობილი. უცებ შუქები გაითიშა და მთელს სახლში სიბნელე ჩამოწვა. ჩვენ ისევ სანთლები ავანთეთ და მხიარულება გავაგრძელეთ. უცებ რაღაც ხმა მოგვესმა, თითქოს კარები ვიღაცამ შემოაღო. ყველანი გავჩუმდით. მისაღებ ოთახში ჩამოკიდებულ დიდ სარკეს მივაშტერდით, მართალია მერის ლეგენდაზე ყველანი ვიცინოდით, მაგრამ გულის სიღრმეში ალბათ გვჯეროდა კიდეც.

ჩემმა მეგობარმა ტომმა ჩვენს შეშინებულ სახეებს რომ შეხედა, გაიცინა

- თქვენ რა, მართლა გჯერათ ? – გვითხრა და სარკესთან მივიდა, მერე სამჯერ გაიმეორა ის სიტყვები.

საშინელი კივილის ხმა მოგვესმა და სანთლები ჩაქრა. ყველანი ვყვიროდით და ფანრებს ვეძებდით. როცა შუქი აინთო, ტომს სახე საშინლად ჰქონდა დაკაწრული და სისხლიანი, ყელზე კი ხელების ნაკვალევი ლურჯად ეტყობოდა. სარკე მთლიანად ჩალეწილი იყო. ტომი იატაკზე იჯდა გაშტერებული, ხმას არ იღებდა.

ჩემი მეგობრები დღემდე ფიქრობენ, რომ ეს ტომმა თვითონ გააკეთა ჩვენს შესაშინებლად და ყურადღების მისაქცევად. ერთი რამე ზუსტად ვიცით – მერის სახელს სარკესთან არასდროს აღარ ვახსენებთ”

                                                                                  თოჯინაა

ლუსი ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, გრძელი, ქერა თმები და დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა. სხვებისგან ძალიან განსხვავდებოდა, თითქოს ამ ქვეყანას არც მიეკუთვნებოდა.

იმ დღეს ათი წელი შეუსრულდა. დილით ლამაზ კაბაში გამოეწყო და დაბლა ჩავიდა, სადაც დედამისი სამზარეულოში ტრიალებდა და ნამცხვარს აცხობდა.

– ლუსი, დილით შენთვის საჩუქარი მოვიდა, ვიღაცას შენი დაბადების დღე გაახსენდა – უთხრა დედამ  და პატარა ამანათისკენ ანიშნა. გახარებულმა ლუსიმ  სწრაფად შემოხსნა ქაღალდი და ყუთიდან თოჯინა ამოიღო.

ეს იყო ყველაზე საშინელი და საძაგელი თოჯინა, რომელიც ოდესმე ენახა. ჭუჭყიანი და ამძვრალი სახის კანით, თავზე თმების ნასახიც აღარ შერჩენოდა. ყველაზე საშინელი კი კბილები იყო  –  გრძელი, წვეტიანი და მახვილი.

ლუსის მისი თავიდან მოშორება უნდოდა, მაგრამ დედამ სასტიკი უარი განუცხადა და უთხრა, რომ ეს საჩუქარი იყო და მისი გადაგდება არ შეიძლებოდა. მაშინ ის კიბის ქვეშ მიაგდო და აღარც გახსენებია.

ერთ ღამეს, როცა დასაძინებლად დაწვა,  დაბლიდან უცნაური ხმაური შემოესმა, თითქოს ვიღაც ჩუმად ეძახდა. ცოტა ხანში სიტყვებიც გაარჩია.

"ლუსი, მე უკვე პირველ კიბეზე ვარ”  ჩაესმა ხრინწიანი  ხმა და შეშინებული საწოლში მოიბუზა.

მეორე დღეს დედას სთხოვა ეს თოჯინა თავიდან მოეშორებინათ, მაგრამ ისევ უარი მიიღო.  საძაგელი თოჯინა იგივე ადგილზე იდო, სადაც დატოვა.

მეორე ღამეს საშინელი კოშმარები აწუხებდა. უცნობი კაცი დაესიზმრა, რომელიც დაჟინებით აკვირდებოდა. "მანდ ცხოვრების უფლება არ გაქვს” უთხრა კაცმა და თვალები ცეცხლისფრად აენთო. ოფლში გაწურულს გამოეღვიძა.

"ლუუუსი, მე უკვე მეოთხე კიბეზე ვარ” გაიგონა დამცინავი ხმა და კიბეზე ხმაური მოესმა.

რა თქმა უნდა ეს ამბავიც არავინ დაუჯერა, სკოლაში დასცინეს, დედა კი ეჩხუბა ასეთ ისტორიებს ნუ იგონებდა და აუკრძალა ამაზე ლაპარაკი.

იმ ღამით ლუსიმ გადაწყვიტა საძინებლის კარები დაეკეტა. დედას სთხოვა, რომ ღამით მასთან შუქი ანთებული დაეტოვებინა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გამოუცხადა სინათლე შეაწუხებდა და ჩაუქრო.

როცა დედა დაწვა, ფანჯარასთან მივიდა, რომ ფარდები გადაეწია და სინათლე შემოეშვა ოთახში. სწორედ ამ დროს გაიგონე ნაცნობი ხმა:

"ლუსი, მე უკვე ბოლო კიბეზე ვარ…”

ლუსი მობრუნდა და დაინახა როგორ გაიღო საძინებლის კარი ძალიან, ძალიან ნელა…

მეორე დღეს მისი გვამი კიბეებთან იპოვნეს. თოჯინაც მის გვერდით ეგდო. ეს ყველაფერი უბედურ შემთხვევას მიაწერეს.

"ეს თოჯინა ძალიან უყვარდა” თქვა დედამ "ახლა მათ სამუდამოდ შეუძლიათ ერთად იყვნენ”


კატეგორია: სხვა...♥ | ნანახია: 590 | დაამატა: Madridista | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
2012-09-03
- NoT_NorMal kide ici ramdeni wavshale ro ar datiaaa biggrin biggrin



2012-09-03
- is ar iyo sakmarisi Tojina? biggrin yvela rom dade cry vaime deda



2012-09-03
- xo Kate mec dzaan momwons eg filmi smile



2012-09-03
- kargia mariam momewona <3



2012-09-03
- i know what you did last summer es dzalian magari filmiaa <3



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 4:36 PM 
თქვენი IP: 3.141.199.243
თარიღი: 2024-04-29 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.