ორშაბათი, 2024-04-29, 6:53 AM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 7 » Urban Legends
2:07 PM
Urban Legends

1. ძიძის ისტორია
ეს ლეგენდა  მოგვითხრობს ავსტრალიაში მომხდარ ამბავზე, რომელიც თავს ახალგაზრდა ძიძას გადახდა. წვეულებაზე წასულმა მშობლებმა ბავშვი ძიძასთან დატოვეს, ახალგაზრდა ძიძამ ბავშვი დააძინა თვითონ კი ტელევიოზირს საყურებლად ქვემოთა სართულზე ჩამოვიდა. უცებ ტელეფონმა დარეკა, ტელეფონში კი ბოხი ხმა გაისმა : რატომ არ აქცევ ბავშვს ყურადღებას..?, ძიძამ იმწამსვე გათიშა ტელეფონი და იფიქრა, რომ ეს უბრალო სულელური ხუმრობა იყო, ცოტა ხანში ისევ გაისმა ზარი ტელეფონზე, ძიძამ ტელეფონი აიღო, ტელეფონში კი ისტერიული სიცილის ხმა გაისმა. ძიძამ ტელეფონი დააგდო, უცებ ზემოთა სართულიდან ძლიერი ნაბიჯების ხმა შემოესმა. ძიძა ძალიან მშიშარა იყო და იმწამსვე პოლიციაში დარეკა, პოლიციამ სახლში ვერავინ ვერ იპოვა, პოლიციამ ძიძას სთხოვა, რომ დალოდებოდა შემდეგ ზარს, და დიდხანს ელაპარაკა, ამ გზით ისინი დაადგენდნენ მოლაპარაკის მდებარეობას, და აი ისევ გაისმა ზარი, კაცი ამ ჯერზე შემდეგ სიტყვებს ამბობდა : რატომ არ აკონტროლებ ბავშვებს? იქნე ზემოთ ვარ?. პოლიციამ მეორე სართული ისევ გადაამოწმა, და წავიდა. პოლიციის წასვლის შემდეგ ძიძამ ძლიერი ნაბიჯების ხმა გაიგო, მეორე სართულზე ავარდა, იქ მხოლოდ ბავშვი ეგდო, რომელიც აღარ იყო ცოცხალი, დანაწევრებული ბავშვი კუთხეში ეგდო, ხოლო იატაკზე კი სისხლიანი ნაჯახი. ძიძა გადარჩა, მაგრამ მას მკვლელი არ უნახია. ლეგენდის მიხედვით მკვლელი სახლში მარტო დარცენილ გოგონებზე ნადირობს.


2. ეს ლეგენდა კი კარმენ ვინსტედზე მოგვითხრობს
დიდი ხნის წინად ერთერთ ქალაქში ცხოვრობდა გოგონა სახელად კარმენი, კარმენს მშობლები ძალიან ცუდად ექცეოდნენ. მამამისს სახსრები არ გააჩნდა და შვილი ინდიანაში გააგზავნა და იქ დააწყებია სწავლა.
გოგონა განსხვავებული გარეგნობის იყო, მას ძალიან ცუდი ხასიათი ჰქონდა, რადგან არასდროს არავისთან არ უმეგობრია და ზედმეტად ჩაკეტილი პიროვნება იყო მისი მძიმე ბავშვობიდან გამომდინარე.
სკოლაში ბავშვები მას ცუდათ შეხვდნენ, თავიდან კარმენი დარწმუნებული იყო, რომ ბავშვები მას დაუმეგობრდებოდნენ. მის კლასში იყო ხუთი გოგონა, რომლებიც კარმენს ჩაგრავდნენ, ამ დროს აღმოაჩინა კარმენმა რომ გოგოების მასზე ჭორებს ავრცელებდნენ და ბინძურ ზღაპრებს თხზავდნენ მასზე.
ცოტა ხანში კლასში გაისმა ბავშვების ჩივილი, ბავშვები ჩიოდნენ იმაზე, რომ ვიღაც მათ ჩანთაში აქცევდა რძეს და ყრიდა ტალახს. გოგონებმა ეს ყველაფერი კარმენს დააბრალეს, და თქვეს რომ მას ჰქონდა ხშირი კავშირი ტალახტან, რადგან სულ დასვრილი ტანსაცმლით დადიოდა.
მასწავლებელმა მეორე დღეს ბავშვთა კრება გამართა სკოლის ეზოში, და ყველას გააფრთხილა, რომ არ ჩაეყარათ ტალახი და მსგავსი რამეები მოსწავლეების ნივთებში. კარმენმა, როგორც იქნა ჩაილაპარაკა, რომ ეს ყველაფერი მას არ გაუკეთებია და გოგონებს გადააბრალა, მასწავლებელმა ეს საყურადღბოდ არ ჩათვალა, და გოგონას ლუღლუღი უპასუხოდ დატოვა. მასწავლებლის წასვლის შემდეგ გოგონებმა კარმენს დაემუქრეს, და ცემეს ის, ლაპარაკის დროს გოგონები კარმენს უახლოვდებოდნენ, კარმენი კი უკან იხევდა, ამ დროს კარმენმა შემთხვევით ფეხი ჩადგა კანალიზაციის ჭაში. გოგონებმა სიცილი ატეხეს და მას სასტიკად დაცინეს, როცა კარმენი ზემოთ არ ამობრუნდა, გოგონების სიცილი გაოცებამ შეცვალა, კარმენი ჭაში ჩახრჩობილიყო და კისერი მოეტეხა, პოლიციამ მკვდარი კარმენი წაიყვანა, გოგონებმა კი თქვეს რომ კარმენს შემთხვევით დაუცდა ფეხი.
რამდენიმე დღის შემდეგ, ხუთივე გოგონა შეაწუხა წერილებმა ემაილ-ზე, წერილში ეწერა მათი სიკვდილის თარიღი. გასაკვირია , მაგრამ ლეგენდის თანახმად ხუთივე გოგონა ერთ ღამეს მოკლეს, ხუთივე კანალიზაციის ჭაში, ხუთივე ისე როგორც კარმენი: ფეხებ მოტეხილი, კისერ მონგრეული და დასახიჩრებული.
ლეენდის თანახმად კარმენს სამარა დაერქვა, ის ჭაში ცხოვრობს და ადამიანებს აბაზანაში, ტბებზე და მდინარეებთან ენახვება, ის ისეთ ადამიანებთან მიდის რომლებიც ბინძურ საიდუმლობ მალავენ.
მასზე გადაღებულია კინო რომელსაც ,,ზარი'' ეწოდა, მართალია კინო ძალიან ჩახლართულია, მაგრამ ლეგენდასთან მაინც ახლოსაა, რათქმაუნდა ოდნავ შეცვლილი შინაარსით.

3. ეს ლეგენდა დღესაც აშინებს ვუდსბოროს მცხოვრებლებს, რადგან ლეგენდა ბევრ წიგნსა თუ არქივში დაზუსტებით წერია, ლეგენდის მიხედვით კი დამნაშავე ვერავინ დაიჭირა..
დასასვენებლად წასულმა მშობლებმა თავიანთი ერთადერთი ქალიშვილი რომელსაც ლიზა ერქვა დატოვეს სახლში მარტო. გოგონას სახლში დაუტოვეს ფული და ძაღლი, გოგონა ერთი კვირა მარტო უნდა ყოფილიყო და მის ერთ მეგობარს სთხოვა სახლში დარჩენა, მისი მეგობარი ლიზასთან ორი დღე დარჩა, შემდეგი დღეები კი ლიზა მარტო დარღა სახლში, რადგან მის მეგობრებს საქმეები გამოუჩნდათ.
ერთ ბნელ ღამეს მარტო დარჩენილ ლიზას უცნაური ხმები შემოესმა, მაგრამ შიშიგან გაჩერებული არ განძრეულა. რამდენიმე წუთის შემდეგ მან რადიო ჩართო, რადიოში კი შემაძრწუნებელმა განცხადებამ გაიჟღერა. ჟურნალისტი ლაპარაკობდა:
- ციხიდან გამოიქცა ერთ-ერთი გიჟი დამნაშავე, რომელიც წინა წელს იქნა დაჭერილი, ვუდსბოროს მცხოვრებლებს, ვთხოვ დაკეტონ კარებები და ფანჯრები, ნუ გახვალთ სახლიდან შორს და ერიდეთ ტყეებში და პარკებში სეირნობას ღამე..!
ლისამ კარებები და ფანჯრები ჩაკეტა და ლოგინში დაწვა, შემდეგ დღეს მშობლები ბრუნდებოდნენ და ლისას არაფრის არ ეშინოდა. ლიზამ სახლში ჩააბნელა, ხელი საწოლიდან გადაყო ხელი ძაღლმა აულოკა, ლიზა დარწმუნდა , რომ ძაღლი მას იცავდა. შუა ღამეს ლიზა წყლის წვეთების ხმამ გააღვიძა, ადგა და ნახა, რომ სამზარეულოში ონკანი დაკეტილი იყო, იფიქრა, რომ ონკანის სიძველის გამო ის გაფუჭდებოდა და გასაკეთებელი იყო. ღამე ისევ აალოკინა ძაღლს ხელი და ნაგაზთან ერთად არაფრის ეშინოდა. წვეთების ხმამ ისევ გამოაღვიძა, მაგრამ ონკანი ისევ დაკეტილი დახვდა. გოგონა ფიქრობდა, რომ ონკანი გაფუჭებული იყო და არაფრის ეშინოდა. გოგონას ტკბილად ჩაეძინა.
დილას გაღვიძებული ლიზა სააბაზანოში შევიდა, აბაზანის ფარდა გადაწია, და არ გაინტერესებს რა ნახა შიგნით? აბაზანაში მისი გატყავებული ნაგაზი ეკიდა და ის წვეთები კი რომლებიც ღამე ლიზას აღვიძებდნენ ძაღლის სისხლის წვეთები იყო, გოგონა შოკირებული დარჩა, ის უკან გამობრუნდა და დაინახა წარწერა სარკეზე: ადამიანებსაც შეუძლიათ ხელის ალოკვა..! ლეგენდის თანახმად სახლში დაბრუნებულმა მშობლებმა გოგონა და ძაღლი ერთნაირად გატყავებული იპოვეს. მკვლელის ვინაობა უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ის შეშლილი დამნაშავე იყო, რომელსაც ადრეც ბევრი ბინძური საქმე ჰქონდა განაკეთები.



კატეგორია: სხვა...♥ | ნანახია: 627 | დაამატა: Madridista | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2012-10-08
- ყველა ვიცოდი .. როგორ მიყვარს ესეთი ლეგენდები მაგრამ უმეტესობის არ მჯერა : |
მესამე ლეგენდა ვიცი იმენა ზეპირად, ყველგან ვყვები biggrin სხვათაშორის ძაან მაგარი ლეგენდაა ^



2012-10-07
- Viicodii samive :x biggrin me Titqmis Yvela sashishi istoria wakitxuli maq biggrin
Yoochag Kargiiaa <:x <3 ..^^



2012-10-07
- samive vicodii.. vaimee australiel dzidzazee :|| kargi legendebiaa mariaan yochag..



2012-10-07
- pirveli da meore wakitxuli mqonda sad mesame dzan sashineleba iyo cry :'( sad



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 6:53 AM 
თქვენი IP: 3.16.15.149
თარიღი: 2024-04-29 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.