ორშაბათი, 2024-04-29, 2:30 AM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 11 » Urban Legends
3:55 PM
Urban Legends

Urban Legends - ქალაქური ლეგენდები


13 საფეხური

- დროა საშიში ისტორიები მოვყვეთ – თქვა კელიმ და ცეცხლს ხელები მიუშვირა გასათბობად.
- ხომ ხედავ შენს ისტორიებზე აღარც გვეცინება – გაეხუმრა კრისი.
- ვიცი და ამიტომაც აღარ გიყვებით ხოლმე, ახლა თქვენ მოიფიქრეთ რამე.
- სხვათაშორის – თავი წამოყო ჯეისონმა – ჩემმა დეიდაშვილმა მომიყვა საინტერესო ისტორია, თან თავისი თქმით მართალი ამბავია. ეს ისტორია თავის ქალაქში ყველა მაცხოვრებელმა იცის და მგონი სჯერათ კიდეც.
- რომელი ქალაქი?
- მალტბაი, ჩვენს მეზობლად.
- აბა მოყევი – ლივმა ზეფირი მიუშვირა კოცონს შესაწვავად და მოსასმენად მოემზადა.
- როგორც ამბობენ, სანამ ეს ქალაქი დასახლდებოდა, ტერიტორია მთლიანად ტყით იყო დაფარული, თანაც ისეთ გაუვალი ტყიით, რომ იქ ადამიანს არ შეეღწია. გვერდზე დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა ხშირად ამბობდა, რომ იქიდან უცნაური ხმები ისმოდა, მაგრამ ამ ყველაფერს გარეულ ცხოველებს მიაწერდნენ. 1887 წელს ტყე გაჩეხეს და მალტბაი გააშენეს.
ქალაქის ბოლოს ხალხმა ძველი საფლავები იპოვნა, რომელიც მათ მოსვლამდე იყო გაკეთებული. უცნაურია ვინ დაასაფლავეს შუაგულ ტყეში.
დროთა განმავლობაში გაჩნდა ლეგენდა ცამეტი საფეხურის შესახებ. ერთ ერთ საფლავს, რომელსაც შიგნით აკლდამა ჰქონდა გაკეთებული, მიწაში ჩასასვლელი 13 კიბე ჰქონდა, რომელსაც ლეგენდის მიხედვით ჯოჯოხეთში ჩაჰყავდა იქ ჩამსვლელი ადამიანი. ბნელი კიბეები პირდაპირი გზა იყო მიწისქვეშეთა სამყაროსკენ.
თუ შეძლებდი და ბოლო საფეხურამდე ჩახვიდოდი, ჯოჯოხეთის გამოსახულებას მოკრავდი თვალს. ეს იყო პორტალი, რომელიც მიწისქვეშეთს დედამიწასთან აკავშირებდა.
იმასაც ამბობენ, რომ ცამეტი კიბის დაბლა ხის უბრალო სკამი დგას. თუ ამ სკამზე დაჯექი, ეს იმას ნიშნავს, რომ სული ეშმაკს მიჰყიდე და უკვე ჯოჯხეთს ეკუთვნი. ასე რომ იქიდან დაბრუნებას ვეღარასდროს ვეღარ შეძლებ.
ჯონმა ისიც მითხრა, რომ მისი რამდენიმე მეგობარი ნამყოფი იყო იქ, მაგრამ სამი საფეხურის მეტი ვერ გაბედეს ჩასვლა, რადგან ფანრის შუქზე კიბეებს დასასრული არ უჩანდა – ჯეისონმა ეშმაკურად მოჭუტა თვალები და დაამატა – საინტერესოა არა?
ისტორია მართლაც საინტერესო იყო, შეიძლება თქვას საშიშიც.
- არ მჯერა – თქვა კრისმა და თავი გაიქნია – ზღაპარია. შენს დეიდაშვილს უთხარი საშინელებათა კინოების ყურებას მოეშვას.
- მოდი წავიდეთ, რამდენიმე საათის სავალია – წამოაყენა წინადადება კელიმ, რომელიც გატაცებული იყო ქალაქური ლეგენდებით.
- ჰო მართლა, უიქენდზე წავიდეთ, მამაჩემის მანქანას წამოვიყვან. ჯოჯოხეთში თუ არ მოვხვდით, ცოტას მაინც გავერთობით.
*    *    *
- დიდი შანსია ვერ მივაგნოთ, ყველა კი ვერ პოულობს ამ საფლავს – ამბობდა  ჯეისონი და ანთებული ფანრით მეგობრებს წინ მიუძღოდა. ტომმა გზა ასწავლა, მაგრამ თვითონ არ გამოყვათ, საქმეები მოიმიზეზა.
მალტბაის სასაფლაოზე ბნელოდა. მეჩხერად იყო ჩამწკრივებული ძველი საფლავები. გულდასმით ათვალიერებდნენ თვითოეულ მათგანს.
- ეს რა არის? აქ მოდით – დაიყვირა კრისმა და ფანარი ჩაანათა აკლდამას.
- აკლდამა, წესით ეს უნდა იყოს.
მძიმე კარები ოდნავ ღია იყო დატოვებული, როგორც ჩანს ცნობისმოყვარე ხალხი ხშირად აკითხავდა ამ ადგილს.
კიბეები. აი ისინიც. სიბნელეში ბოლო არ უჩანდათ. კრისმა ჩაანათა ფანრით, მაგრამ დაბლა არაფერი გამოჩნდა.
აკლდამაში ისეთი ცუდი აურა იყო დაგუბებული,  რომ ლივმა ვერ გაუძლო და გარეთ გავარდა.
- ჰმ – ჩაილაპარაკა ჯეისონმა – როგორც ვატყობ მარტო მომიწევს ჩასვლა, რომ პატარა მშიშრებს დავუმტკიცო ჯოჯოხეთის არსებობა.
- ფრთხილად – ჩაილაპარაკა კრისმა და უკან დაიხია.
ჯეისონმა ღრმად ამოისუნთქა და პირველ კიბეზე ჩადგა ფეხი. არაფერი განსაკუთრებული. ჩავიდა მეორე საფეხურზეც.
- აბა, უკვე იქ ხარ? – მიაძახა კრისმა. კელის ფხუკუნი აუტყდა.
ჩავიდა მესამე საფეხურზე და ისევ არაფერი.
უკვე თამამად მიაყოლა რამდენიმე საფეხური და მეექვსე კიბეეზე უკვე გაშეშდა. მოულოდნელი სიცივე იგრძნო, თითქოს ათასმა ქარმა ერთად დაუბერა და ძვლები გაუყინა.
გაუბედავად ჩადგა კიდევ ერთი საფეხური. სკეპტიციზმი უკვალოდ გაქრა და მისი ადგილი შიშმა დაიკავა.
მერვე საფეხურზე ფანარი ჩაუქრა და შორიდან უცნაური ხმები მოესმა. იფიქრა ზევიდან მაშინებენო და გზა გააგრძელა. მეცხე, მეათე,  მეთერთმეტე… მოეჩვენა თითქოს სიბნელეში ლანდები გაკრთა. რაღაც ექაჩებოდა თავისკენ, უკან შებრუნების საშუალებას არ აძლევდა. უდიდესმა და დაუძლეველმა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო.
მეთორმეტე კიბეზე ყველაფერი განათდა და ცეცხლის ენები გამოჩნდა. განუწყვეტელი გუგუნის ხმა ისმოდა, თითქოს დედამიწის შუაგულში იყო მოხვედრილი. თვალები დახუჭა და მეცამეტე კიბეზეც ჩავიდა…
ჯეისონი მეექვსე კიბიდან უკვე აღარ ჩანდა და ზევით დარჩენილი მეგობრები პანიკამ შეიპყრო. დაბლა ჩასვლა ვერავინ გაბედა. ჯესონი იქიდან აღარასდროს დაბრუნებულა.
მომდევნო დღეებში მალტბაის მოსახლეობამ 13 საფეხური ცემენტით ამოავსო და აკლდამა ჩაკეტა. იმის მერე პორტალი აღარ გაღებულა.
(მალტბაი, დასახლება ვაშინგტონში,  რომლის სასფლაოც მოჩვენებებითაა ცნობილი და დაწყევლილ ადგილად მოიხსენიება. 13 საფეხური ნამდვილი ქალაქური ლეგენდაა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არსებობს)



თეთრი სიკვდილი
ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ისე სწრაფად, რომ ვერ მოვასწარი გამეგო რა ხდება. არ ვიცი უნდა დავიჯერო თუ არა, ან საერთოდ კიდევ სრულ ჭკუაზე ვარ თუ შევიშალე, მაგრამ ის ვიცი, რომ ახლა შეიძლება უკანასკნელ წუთებს ვითვლი სიცოცხლის, ამიტომ ყველაფერი უნდა მოვყვე.
ამ წუთას მე და ჩემი უახლოესი მეგობარი ჩემს სახლში ვართ, მე კომპიუტერთან ვზივარ და ვწერ, მაგრამ ხელები საშინლად მიკანკალებს. ჯესი ნერვიულად დადის ოთახებში და სიგარეტს სიგარეტზე ეწევა. ისევ ჯობია ყველაფრის მოყოლა თავიდან დავიწყო.
დღეს დილით კარებზე საშინელი ბრახუნი ატყდა. შეშინებულმა გავაღე და  დავინახე ჯესი. სახლში შემოვარდა და კარები მაგრად ჩაკეტა.
– რა ხდება? – ვიკითხე ნამძინარევი სახით და უკან გავყევი.
– არ დაიჯერებ – მითხრა – მაგრამ მოგიწევს, ყველაფერი უნდა მოგიყვე, არ მინდა მარტო ვიყო.
– კი ბატონო, გისმენ – ვუთხარი და ჩამოვჯექი, რა ვიცოდი, რომ ასე ვინანებდი.
ჯესი რამდენიმე დღეა რაც მექსიკიდან ჩამოვიდა, იქ თავის შორეულ ნათესავებთან ერთი თვე გაატარა შვებულებაში. ყველაფერი კი ერთ კვირის წინ დაიწყო, როცა პატარა ჰოსპიტალში, სადაც მისი ბიძაშვილი მუშაობდა, ერთი კაცი შემოვარდა.
რაღაცას ძალიან შეეშინებინა, ესპანურად ყვიროდა გაურკვეველ სიტყვებს და აქეთ–იქით გიჟივით იყურებოდა. სკამზე დასვეს, წყალი დაალევინეს და ჰკითხეს, რამ შეაშინა ასე.
– თეთრი სიკვდილი… La Muerto Blanco – ბუტბუტებდა კაცი დამტვრეული ინგლისურით – გადამდებია… არასდროს ნებდება… ყოველთვის იღებს თავისას…
ჯესის ბიძაშვილი ჩაეკითხა, თუ რა იყო ეს თეთრი სიკვდილი, რამე ეპიდემია თუ დაავადება.
– თეთრი სიკვდილი… ცივია როგორც ყინული… სულია, რომელსაც უნდა, რომ მის შესახებ არავინ გაიგოს… უნდა რომ საბოლოოდ მოიპოვოს სიმშვიდე, მაგრამ ვერ ახერხებს… და სანამ ერთმა ადამიანმა მაინც იცის მისი არსებობის შესახებ, არ ისვენებს… სადაც არ უნდა იყო მაინც მოგაკითხავს და მაშინ გაიგებ მის კაკუნს კარებზე…
ახლა, როცა უკვე მოგიყევი, ეს წყევლა შენზე გადმოვიდა, მე კი საშინელი სიკვდილი მელის…
სანამ ჯესის ბიძაშვილი აზრზე მოსვლას მოასწრებდა, კაცი ჰოსპიტალიდან გაიქცა. მისი დამტვრეული ინგლისურით ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ რაც გაიგო, იქიდან ცხადია არაფერი დაუჯერებია.
მეორე დღეს პოლიციამ დარეკა. უცნობი მამაკაცი საშინელი ჭრილობებით დაღუპული ნახეს ჰოსპიტალთან ახლოს.
ბიძაშვილმა ჯესის დაურეკა და ყველაფერი მოუყვა. ორივეს გაეცინათ ამ წყევლაზე და ყველაფერი შეშლილის ავადმყოფურ აზრებს დააბრალეს, მაგრამ მეორე დღეს ჯესიმ თავისი ნათესავი სახლში იპოვნა მკვდარი.
– შევედი თუ არა სახლში, მაშინვე ვიგრძენი – მიყვებოდა ჯესი – უცნაური სიცივე იდგა. ის დაბლა იწვა, ყველგან სისხლი იყო. უცებ კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. ძარღვებში სისხლი გამეყინა. ის იყო, თეთრი სიკვდილი… ჩემთვის მოვიდა…
– ოხ ჯეს – ვუთხარი და ავდექი – მეტი ვერაფერი მოიფიქრე ჩემს შესაშინებლად? თეთრი სიკვდილი?
– ახლა ეს ამბავი შენც იცი… შენთვისაც მოვა…
შემოსასვლელ კარებზე კაკუნი მოისმა. სუნთქვა შეგვეკრა.
– ის არის – ხელი მტაცა ჯესიმ – არასდროს არ ჩერდება, ყველგან გიპოვნის…
კაკუნი გაძლიერდა და ბრახუნად იქცა. ცოტაც და კარები შემოიმტვრეოდა. ადგილზე გაყინულები შევცქეროდით კარებს.
საათზე მეტი გავიდა, მაგრამ არაფერი მომხდარა. ჩვენი შეშინება უნდა. ვნატრობ, რომ ჯესი არასდროს გამეცნო, რომ მექსიკაში მომკვდარიყო, ეს საშინელი ამბავი რომ არ მოეყოლა ჩემთვის…
კაკუნი არ წყდება, ხან იმატებს, ხან იკლებს, მაგრამ ვგრძნობ ჩვენი საათები დათვლილია. ვწუხვარ, რომ გაიძულეთ ეს ამბავი წაგეკითხათ,  მოგიყევით თეთრ სიკვდილზე, რადგან ახლა, როცა იცით მისი არსებობის შესახებ, ის მოვა თქვენთან,
ელოდეთ მას თქვენ სახლებში.


ოჯახური ფოტო
- დედა, ფოტოგრაფი უკვე აქაა – გასძახა ლუსიმ დედას და სარკეში თმები შეისწორა.
- ჩამოიყვანეთ მონიკა დაბლა, ახლავე მოვალ – უპასუხა ქალმა და ცხვირსახოცით ცრემლები შეიმშრალა.
მონიკა სულ რაღაც ექვსი წლის იყო, მაგრამ უკვე სასიკვდილო დიაგნოზი დაუდგინეს ექიმებმა. სამი თვე – ეს დროღა ჰქონდა დარჩენილი ოჯახთან გასატარებლად.
ოჯახმა ძლივს გადაიტანა ეს ამბავი და ნელ-ნელა ეგუებოდნენ. დედამ გადაწყვიტა საერთო ფოტო გადაეღოთ, რომ მისი გოგონა სამუდამოდ ასეთი დარჩენილიყო მის მეხსიერებაში, როგორიც ახლა.
მონიკა საწოლზე იჯდა.წითელი კაბა ეცვა. უფროსმა დამ ხელი მოჰკიდა, რომ აეყენებინა.
- მე თვითონ – უთხრა ბავშვმა და წამოდგა.
” ხანდახან მაშინებს” გადაულაპარაკა ლუსიმ მეორე დას "როგორი ცივია…”
ფოტოგრაფმა გადაიღო ოჯახური ფოტო და წავიდა. სამი თვის მერე მონიკა გარდაიცვალა.
სურათი დედამ გაადიდებინა და ბუხრის თავზე დაკიდა. თვალმოუშორებლად უყურებდა ხოლმე უმცროს ქალიშვილს და ტიროდა.
რამდენიმე თვის მერე უცნაური რაღაც შენიშნა სურათზე, თითქოს მონიკას სახე იცვლებოდა და მოძრაობდა, თანაც საშინელ გამომეტყველებას იღებდა. ამ ყველაფერს მის გარდა ვერავინ ამჩნევდა.
ოჯახის წევრებმა სცადეს ფსიქოლოგის მოყვანა, მაგრამ ქალს არაფრის გაგება არ უნდოდა. ჩამოხსნა სურათი და მედიუმთან წავიდა.
- ძალიან ვწუხვარ – უთხრა მედიუმმა – რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ სამწუხაროდ თქვენი ქალიშვილი ჯოჯოხეთში მოხვდა…
დააკვირდით ფოტოს:

კატეგორია: სხვა...♥ | ნანახია: 575 | დაამატა: Madridista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-10-11
- ვიცოდი ესენი ) კიდე კარგი ბოლო ფოტო არ გახსნა, ვენაცვალე ჩემ ნელ ინტერნეტს



2012-10-11
- bolo poto shemeshindaaaaa :D:D



2012-10-11
- kargia yochaagh:D:D:D
bolo potoze guli gamiskda:D:D:D::D:D
dedikooo:D::D:D:D



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 2:30 AM 
თქვენი IP: 3.145.171.58
თარიღი: 2024-04-29 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.