პარასკევი, 2024-05-17, 0:43 AM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 12 » ვინ იქნება ახალი "გოგონა გარეუბნიდან?"
9:44 PM
ვინ იქნება ახალი "გოგონა გარეუბნიდან?"
ვინ იქნება ახალი "გოგონა გარეუბნიდან?"
"ღამის შოუს "სტუდია ახალი სეზონისთვის ემზადება. მართალია, "შუა ქალაქის" ჩაწერა უკვე დაიწყო, მაგრამ პოპულარული სერიალის- "გოგონა გარეუბნიდან" სცენარში, როგორც ამბობენ, დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. სერიალიდან მსახიობების დიდი ნაწილი დაითხოვეს. მაგალითად, ახალი სეზონიდან ნატა ბერეჟიანის, ეკა მჟავანაძის, გიორგი ვარდოსანიძის გმირებს ვეღარ ვიხილავთ. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ მთავარი როლის შემსრულებელი- თიკო მახარაძეც გაუშვეს და მის ნაცვლად როლზე მარიამ ბოლქვაძე დაამტკიცეს. თურმე მოქმედება კლინიკაში განვითარდება, რომლის დირექტორის როლს ზურა ცინცქილაძე მოირგებს. იმასაც ამბობენ,- მაყურებელს წინ დიდი ინტრიგა ელისო. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად სერიალის პროდიუსერს- ირაკლი კაკაბაძეს დავუკავშირდი.

ირაკლი:
- სცენარისტები და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ახალი სეზონის გადასაღებად ვემზადებით, მაგრამ ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებულები არ ვართ და ინტერვიუსთვის რომ შეგხვდე, აბა, რა უნდა გითხრა?

- სერიალიდან მსახიობები მართლა გაუშვით?
- ჯერ არ ვიცით, სცენარი როგორ განვითარდება და რას მოითხოვს.

- გავიგეთ, რომ მთავარი როლის შემსრულებელი...
- (მაწყვეტინებს) სერიალის მთავარი გმირი ვინ იყო?

- თიკო მახარაძე.
- ზოგს რომ ჰკითხო, რუსკა მაყაშვილი იყო. რამდენიმე კვირის წინ, რუსკა მოვიდა და გვკითხა:- მართლა გამიშვითო?- ჩვენ არ გაგვიშვიხარ და თავად თუ წახვედი, არ ვიცი- მეთქი. მისი გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორი იყო.

- მთავარ როლზე მარიამ ბოლქვაძე დაამტკიცეთ?

- ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. რამდენიმე ვერსიაზე ვმუშაობთ.

- ისიც გავიგე, რომ მოქმედება კლინიკაში განვითარდება, რომლის ხელმძღვანელიც ზურა ცინცქილაძის გმირი იქნება. თუ არ ვცდები, თორნიკე გოგრიჭიანიც დააბრუნეთ.
- მგონი, შენ ისიც იცი, სცენარის რომელ ვარიანტს დავტოვებთ. ჰოდა, ბარემ ჩვენთან მოდი და ესეც გვითხარი, თორემ ახლა ვსხედვართ და ვმსჯელობთ (იცინის)...

- გადაღებას როდიდან იწყებთ
?
- 10 თებერვლიდან.

თიკო მახარაძე:
- მართლა არ ვიცი, რა ხდება. ბევრი მირეკავს და მეკითხება,- სერიალში აღარ იქნებიო? არ ვიცი, სიუჟეტი რა მიმართულებით განვითარდება. შეიძლება, თავიდან- არა და შემდეგ სერიებში ჩემი გმირი გამოჩნდეს. ისიც შეიძლება, რომ მათი მხრიდან შემოთავაზება მივიღო, მაგრამ გადაღებაზე სიარული ფიზიკურად ვერ მოვახერხო, რადგან პარალელურად სხვა პროექტებზე ვმუშაობ.

- რა პროექტებია, გაგვიმხელ?
- გეტყვით მხოლოდ ერთ საერთაშორისო პროექტზე, რომლის ფარგლებშიც გაზაფხულზე ნიუ- იორკში გამგზავრება მომიწევს. ამის შემდეგ გამოიკვეთება, რა მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას.

- პროექტის თემატიკაზე რას გვეტყვი?
- ჩემი პროფესიის ფარგლებშია, დანარჩენს კი სიურპრიზად დავტოვებ.
ჩვენ მარიამ ბოლქვაძის ტელეფონის ნომერიც მოვიპოვეთ. ის მომღერალ ზაურ ბოლქვაძის შვილიშვილი გახლავთ. გავრცელებულ ინფორმაციაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
- ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

- ერთ-ერთი ვერსიით, მთავარ როლზე თქვენი კანდიდატურა განიხილება.
- გამიგეთ, რა, წინასწარ არაფერზე არ მინდა ლაპარაკი.

- როგორც ვიცი, პროფესიით მსახიობი არ ხართ.

- პროფესიით ჟურნალისტი ვარ და თქვენი კარგად მესმის, მაგრამ ამჯერად სხვას ვერაფერს გეტყვით
.
კატეგორია: News სიახლეები ♥ | ნანახია: 590 | დაამატა: tako | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-02-12
- აუუუ დებილები არიან რაა რუსკაა თუ გააგდეს და თინა და გიორგი მაშინ დებილი მსახიობები დარჩენილან დაა ისს საუკეთესსოო ქართული სერიალი გადააქციესს ალბათ რაღაც დებილობად angry angry angry



2012-02-12
2. tako darchia ( tako )  
- მართლა მე ეს "ინტერვიუ" ჩემი კლასელის ბიძისგან ავიღე ირაკლი ჩემი კლასელის ბიძაა smile :) smile :)



2012-02-12
- მე ვიცი რომ რუსკა მაყაშვილი გააგდეს იმიტომ რომ თავში აუვარდაო და თვითონ თამუნა რჩება ალბად smile რავი მე ვიცონბ თამუნას და თვითონ მითხრა რომ ტელევიზია აღარ იქნება და საავადმყოფო იქნებაო smile



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 0:43 AM 
თქვენი IP: 3.146.255.249
თარიღი: 2024-05-17 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.