მსახიობი და მომღერალი რიტა ორა 1990 წლის 26 ნოემბერს ქალაქ პრიშტინში (კოსოვო) დაიბადა. დაბადებიდან რამდენიმე თვეში გოგონას ოჯახი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა. რიტა გაიზარდა და სწავლობდა ლონდონში. 6 წლისა მღეროდა სკოლის გუნდში, რომლის ხელმძღვანელიც გაოცებული იყო გოგონას ვოკალური შესაძლებლობებით და მას სწავლის გაგრძელება ლონდონის საშემსრულებლო ხელოვნების „Sylvia Young Theatre School" სკოლაში ურჩია. 14 წლის ნიჭიერი რიტა აღმოაჩინა პროდიუსერმა მარტინ Terefe, მიიწვია სტუდიაში და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 2004 წელს იგი მონაწილეობას იღებს ფილმში „აფერისტები". 2008 წლის დეკემბერში რიტა აღმოაჩინა A&R-ის განაყოფის წარმომადგენელმა. რასაც მოჰყვა ნიუ-იორკში, ლეიბლთან „Roc Nation" თანამშრომლობა. 2009 წელი რიტას ცხოვრებაში განსაკუთრებული გამოდგა. სწორედ ამ წელიწადს აღმოაჩინა იგი ჯეი-ზიმ და კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა. ჩაიწერა რიტა ორას პირველი სინგლი „Hot Right Now". სიმღერა ჰიტად იქცა და გოგონამ შეიგრძნო დიდების გემო. 2012 წელს რიტამ ჩაწერა სინგლები „How We Do (Party)" და „R.I.P." (Tinie Tempah-თან ერთად).
დაამოწმა და გაალამაზა:Not_NorMal-მა
|