კვირა, 2024-12-29, 5:45 PM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 21 » 2Pac
10:14 PM
2Pac

ტუპაკ ამარუ შაკური

დაბადების სახელი:: ტუპაკ ამარუ შაკური
ასევე ცნობილი
როგორც: 2Pac, მაკაველი
დაიბადა: 16 ივნისი, 1971
დაბადების ადგილი: აღმოსავლეთ ჰარლემი
, ნიუ - იორკი
წარმოშობის ადგილი: ოკლენდი
, კალიფორნია, აშშ
გარდაიცვალა: სექტემბერი 13, 1996 (25 წლის)
ჟანრ
(ებ)ი: ჰიპ - ჰოპი
საქმიანობა: რეპერი, მსახიობი, პროდიუსერი, პოეტი, აქტივისტი, რეჟისორი, სცენარისტი, აქტივისტი, მწერალი
აქტიური: 1988-1996 (რეპერი)
1990-1996
(მსახიობი)
ხმის ჩამწერი სტუდეიები: Interscope, Death Row, Amaru


ტუპაკ ამარუ შაკური (ინგლ. Tupac Amaru Shakur) (დ. 16 ივნისი, 1971, ნიუ-იორკი, აშშ - გ. 13 სექტემბერი, 1996, ლას-ვეგასი, ნევადა) იყო ამერიკელი რეპერი, მსახიობი, აქტივისტი და მწერალი. 2007 წლისათვის გაყიდული იქნა მისი 75 მილიონზე მეტი ალბომი, რითაც ტუპაკი იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად. ჟურნალმა Rolling Stone ტუპაკი ყველა დროის შემსრულებელთა სიაში 86-ე ადგილზე დაასახელა.  იგი ასევე მსახიობიც იყო. ტუპაკის სიმღერების ძირითადი თემაა ძალადობა და რთული ცხოვრება ქალაქში, რასიზმი, სოციალური პრობლემები და კონფლიქტები სხვა რეპერებთან აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს შორის ჰიპ-ჰოპ დაპირისპირების პერიოდში.

შაკურმა კარიერა როუდ მენეჯერის სახით დაიწყო, ასევე იყო დამატებითი მოცეკვავე და MC ალტერნატიულ ჰიპ ჰოპ ჯგუფში Digital Underground.

აფინი შაკური და ასატა შაკური, მისი დედა და დეიდა, იყვნენ დაჯგუფება Black Panthers-ის წევრები. სტრიქონები ამ დაჯგუფების შესახებ ჟღერს სიმღერაში Changes. შაკური თავად მონაწილეობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს შორის ჰიპ-ჰოპ დაპირისპირებაში.

1996 წლის 7 სექტემბერს შაკურს ოთხჯერ ესროლეს ლას-ვეგასში (ნევადა). იგი გადაყვანილი იქნა სამხრეთ ნევადის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, სადაც ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ტუპაკ ამარუ შაკური დაიბადა აღმოსავლეთ ჰარლემში, მანჰენეტენის ერთ-ერთ რაიონში, ნიუ-იორკში.  სახელი მას დაერქვა ტუპაკ ამარუ III-ს პატივსაცემად, რომელიც ესპანეთის წინააღმდეგ მებრძოლი სიკვდილით დასჯილი პერუელი რევოლუციონერი იყო.

ტუპაკის დედა, აფინი შაკური და მამა, ბილი გარლენდი, 1960-იან და 1970-იან წლებში ნიუ-იორკში იყვნენ ორგანიზაციის Black Panthers აქტიური წევრები. ტუპაკი დაიბადა ერთი თვით ადრე, სანამ მის დედას წაუყენებდნენ აშშ-ს მთავრობისა და ნიუ-იორკის მიჯნების წინააღმდეგ შეთქმულების გამო. 

შაკურის ოჯახის მხრიდან დაუდასტურებელია სხვადასხვა წყაროს (მათ შორის ოფიციალური კორონერის) მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით ტუპაკის დაბადების სახელი იყო ლესანეი პერიშ კრუქსი. ვარაუდობენ, რომ იგი მისი დაბადების მოწმობაში მოხვდა, ვინაიდან აფინი შიშობდა, რომ მისი მტრები შვილსაც შეეხებოდნენ და დამალა მისი ნამდვილი ვინაობა. მოგვიანებით, როდესაც გარლენდს დაშორდა და მუტულუ შაკურს, მან იგი შეცვალა. 

ადრეული წლებიდან ტუპაკი ცხოვრებდა მშობლებთან, რომლებიც მუდმივად იბრძოდნენ და მოგვიანებით დაპატიმრებულები და ციხეში გადაყვანილები იქნენ. მისი ნათლია, ელმერ „ჯერონიმო" პრეტი, Black Panthers-ის საპატიო წევრი, დაპატიმრებული იქნა 1968 წელს, ქურდობისას სკოლის მასწავლებლის მკვლელობის ბრალდებით, მაგრამ მოგვიანებით ეს ბრალდება მოხსნეს. მისი მამინაცვალი, მუტულუ 1982 წლიდან ოთხი წლის მანძილზე გფბ-ს 10 კრიმინალის სიაში, რომლებიც გაქცევის გამო იძებნებოდნენ. მუტულუ იძებნებოდა დის, ასატა შაკურის, ნიუ-ჯერსის ციხიდან გაქცევის ხელშეწობის ბრალდების. უკანასკნელი დაპატიმრებული იქნა 1973 წელს პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით. 1986 წელს მუტულუ ბრინქსში 1981 წელს ქურდობის ბრალდებით იქნა დაპატიმრებული - ინციდენტის დროს მოკლული იქნა 2 პოლიციელი და მცველი.  ტუპაკს ჰყავდა ნახერვარდა, სეკიივა და უფროსი დედინაცვლის შვილი, მოპრიმ „კომანი" შაკური, რომელიც რეპერის მრავალ ჩანაწერში მონაწილეობდა.

12 წლის ასაკში შაკური მოხვდა ჰარლემის 127-ე ქუჩის ანსამბლში და მონაწილეობდა ტრევის იანგერის როლში, სპექტაკლში „ჩამიჩი მზეზე", რომელიც თეატრში „აპოლო" იქნა წარდგენილი. 1986 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბალტიმორში.  პოლ ლორენსის დენბარის სკოლაში მეორე წლის დასრულებისთანავე ტუპაკი გადავიდა ბალტიმორის ხელოვნებათა სკოლაში, სადაც ეუფლებოდა მსახიობობას, პოეზიას, ჯაზსა და ბალტს. იგი ჩნდებოდა შექსპირის პიესების დადგმებში და მიიღო თაგვების მეფის როლი „მაკნატუნაში". შაკური, ერთ-ერთ მეგობარ, დეინა „მაუს" სმითთან ერთად, რომელიც მისი ბიტბოქსერის სახით ჩნდებოდა, იმარჯვებდა მრავალ რეპ კონკურსზე და სკოლაში საუკეთესო რეპერად ითვლებოდა.  მას იხსენებდნენ, როგორც სკოლის ერთ-ერთ პოპულარულ ბიჭუნას, მისი იუმორის გრძნობის, რეპის ჩინებული ნიჭისა და ყველა საზოგადოებასთან ურთიერთობის შესაძლებლობებით. ჯეიდა პინკეტთან (ამჟამად - ჯეიდა პინკეტ სმითთან) მას ახლო მეგობრობა ჰქონდა, რომელიც რეპერის გარდაცვალებამდე გაგრძელა.

დოკუმენტურ ფილმში „ტუპაკი: აღდგომა" შაკური საუბრობს: „ჯეიდა ჩემი გულია. იგი ჩემს მეგობრად ყოველთვის დარჩება." პინკეტ სმითი მას ასე იხსენებს: „ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო. ძმასავით იყო. ჩვენთვის ეს მეგობრობაზე მეტი იყო. ასეთი ურთიერთობა სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ გაქვს." შაკურმა მას მიუძღვნა ლექსი „Jada", რომელიც მის წიგნში, The Rose That Grew From Concrete არის შეტანილი. ამავე წიგნში კიდევ ერთი ლექსია, „The Tears in Cupid's Eyes", რომელიც ასევე ჯეიდას ეძღვნება.

ხელოვნებათა სკოლაში სწავლისას შაკური ასევე ურთიერთობდა აშშ-ის ახალგაზრდა კომუნისტთა ლიგასთან  და ხვდებოდა აშშ-ის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის ქალიშვილს.

1988 წლის ივნისში შაკური და მისი ოჯახი მარინ სიტიში (კალიფორნია) გადავიდნენ, სან-ფრანცისკოდან ჩრდილოეთით, 5 მილის მოშორებით არსებულ თემში,  სადაც ტუპაკი ტემელპაისის სკოლაში, ახლო მდებარე მილ ველიში დადიოდა.  1989 წელს მან ლეილა ტეინბერგის პოეზიის ჯგუფში მონაწილეობა დაიწყო.  იმავე წელს სტეინბერგმა ორგანიზაცია გაუწია კონცერტს შაკურის ყოფილ ჯგუფი, „Strictly Dope"-ის მონაწილეობით. კონცერტმა ტუპაკს მოუტანა კონტრაქტი ეტრონ გრეგორისთან და იგი 1990 წელს როუდ-მენეჯერად და ახალგაზრდა ჯგუფ Digital Underground-ის დამატებით მოცეკვავედ იქნა აყვანილი.

სტუდიური ალბომები 

სიკვდილის შემდგომი ალბომები

ერთობლივი ალბომები

სიკვდილის შემდგომი ერთობლივი ალბომები [რედაქტირება]

კრებულები 


ფილმოგრაფია

წელი სათაური როლი შენიშვნა
1991 მხოლოდ უსიამოვნებები თვითონ ეპიზოდური როლი
1992 ჯუსი ბიშოპი სადებიუტო როლი
1992 დრექსელის კლასი თვითონ სეზონი 1
1993 განსხვავებული სამყარო პიკოლო სეზონი 6: ’მეგობარო, არ მიცნობ?’
1993 პოეტური ჯასტისი იღბლიანი ჯენეტ ჯექსონთან ერთად
1993 ცოცხალ ფერებში თვითონ სეზონი 5: აიკ ტერნერი და ჰუჩი
1994 წრეზე ჩიტუნა დუეინ მარტინთან ერთად
1995 მკვლელობა შემთხვევითი იყო თვითონ (არ არის მითითებული)
1996 ტყვია ტენკი გამოვიდა ტუპაკის სიკვდილიდან ერთი თვის შემდეგ.
1997 ჩიხში ეზეკიელ 'სპუნ' უიტმორი გამოიცა ტუპაკის სიკვდილიდან რამდენიმე თვის შემდეგ
1997 დანაშაულებრივი კავშირები დეტექტივი როდრიგეზი შაკურის უკანასკნელი კინოროლი.
2003 ტუპაკი: აღდგომა თვითონ ოფიციალური დოკუმენტური ფილმი
2009 ნოტორიოსი თვითონ (საარქივო მასალა) როლს ასრულებს ენტონი მეკი
20?? იცხოვრო რათა თქვა სცენარის ავტორი (დაიწერა 1995 წელს, ამჟამად მზადდება)


დოკუმენტური ფილმები 

ტუპაკის ცხოვრებაზე გადაღებული იქნა მოკლე და სრულ მეტრაჟიანი არაერთი ფილმი, რომელთა შემქმნელიც ცდილობდა საკუთარი თვალით მისი მოკლე ცხოვრებისეული გზის გაანალიზებას. ყველაზე მეტად აქედან აღსანიშნავია კინოაკადემიის ნომინანტი, Tupac: Resurrection , რომელიც 2003 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

  • Tupac Shakur: Thug Immortal (1997)
  • ტუპაკ შაკური - სიტყვები უკვდავია (ტელეგადაცემა) (1997)
  • ტუპაკ შაკური - სანამ გავიღვიძებ… (2001)
  • Tupac Shakur: Thug Angel: The Life of an Outlaw (2002)
  • ბიგი და ტუპაკი (2002)
  • ტუპაკი სამუდამოდ (2003)
  • ტუპაკი: აღდგომა (2003) (კინოაკადემიის ნომინანტი)
  • ტუპაკი წინააღმდეგ (2004)
  • ტუპაკი - ჰიპ ჰოპის გენიოსი (ტელეგადაცემა) (2004)
  • ამდენი ცრემლი, ამდენი ცრემლი (2006)

ბიოგრაფიული წიგნები 

  • Tupac: Resurrection (2003) ISBN 0-7434-7435-X
  • Tupac Shakur Legacy (2006) ISBN 0-7432-9260-X
  • Thru My Eyes: Thoughts on Tupac Shakur in Pictures and Words
  • Rebel for the Hell of It: The Life of Tupac Shakur
  • Death Rap Tupac Shakur
  • Tupac Shakur (They Died Too Young)
  • Got Your Back : The Life of a Bodyguard in the Hardcore World of Gangsta Rap
  • Back in the Day: My Life and Times With Tupac Shakur
  • The Killing of Tupac Shakur
  • Jesus and the Hip-Hop Prophets: Spiritual Insights from Lauryn Hill and Tupac Shakur
  • How Long Will They Mourn Me?: The Life and Legacy of Tupac Shakur
  • Holler If You Hear Me
  • Dear 2Pac
  • All Eyez on Me: The Life and Times of Tupac Shakur
  • Tupac (Hip Hop)
  • Tupac: A Thug Life
  • Tough Love: Cultural Criticism & Familial Observations on the life and death of Tupac Shakur (Black Words Series)
  • Tupac Shakur (უშუალოდ ცხოვრებისეული ფაქტების ნუსხით)
  • Tupac Shakur (People in the News)
  • Tupac Shakur (Rock Music Library)
  • Tupac and Elvis (Inevitably Restless)
  • Tupac Shakur (Hip-Hop Stars)
  • Static: My Tupac Shakur Story
  • Tupac Shakur: 2Pac in the Studio (The Studio Years (1989—1996))

წიგნები ტუპაკის პოეზიით 



2pac-ის კოდექსი კრიმინალებისთვის

Code Of THUG LIFE

1. ახალმა მებრძოლმა უნდა იცოდეს, რომ მას აქვს სამი გზა:
1. ხდება მდიდარი 2. ჯდება ციხეში 3. კვდება.
2. ბანდის ლიდერებო: თქვენ ხართ პასუხისმგებელი იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში. თქვენ აგებთ პასუხს და არავინს სხვა.
3. ბანდიდან თუ ერთი ”კრისაა”, დანარჩენი ბანდის წევრებიც კრისები არიან.
4. ბანდის ლიდერმა და ბანდამ უნდა აირჩიოს დიპლომატი. დიპლომატი წყვეტს დავას. ძალა ერთობაშია !
5. არ მოიპარო მანქანა ჩვენს რაიონში (უბანში) ! ეს ეწინააღმდეგება კანონს !
6. არ მიყიდო ნარკოტიკი ბავშვს ! ეს ეწინააღმდეგება კანონს !
7. ნარკომანი ბავშვები რაიონში (უბანში). ეს ეწინააღმდეგება კანონს !
8. არ გაყიდო ნარკოტიკი სკოლებში!
9. ჩვენ არ გვყავს კრისები !
10. ჩვენ ყველაფერს კარგად ვასრულებთ. ვმართავთ ტერიტორიებს და ვიცავთ მათ რაიონებს.
11. არ მიყიდო ნარკოტიკი ფეხძიმეს. ეს მკვლელობა და გენოციდია !
12. თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი ნამდვილი სამიზნე – რეალური მტერი.
13. მოქალაქე (რაიონის მაცხოვრებელი) არ არის სამიზნე.
14. ბავშვების ზიანი არ გეპატიებათ !
15. თუ შეტევა (თავდასხმა) ხდება სახლზე/ში უნდა შემოწმდეს ოჯახის წევრები!
16. არა უაზრო სისასტიკე და ძალადობა.
17. შეურაწყოფა არ მიაყენო მოხუცებს !
18. პატივი ეცი ჩვენს დებს.პატივი ეცი ჩვენს ძმებს !
19. დები პატივსაცემი გახდებიან მაშინ, თუ ისინი საკუთარ თავს პატივს სცემენ .
20. ნებისმიერი სამხედრო გზით გადაწყვეტილება, ბიზნესიდან გამომდინარე, უნდა შესრულდეს პრიფესიონალურად და არა ზეწოლის ქვეშ.
21. არანაირი გასროლა წვეულებაზე.
22. კონცერტები და წვეულებები ეს ნეიტრალური ტერიტორიაა.
23. დაიმახსოვრე ყველა წესი – ეს აუცილებელია !
24. იყავი რეალური. იყავი THUG LIFE–თან ერთად.
25. ყოველთვის ეცადე თავი დაიცვა !..



- Quotes
„მე ვფიქრობდი, რომ მყავდა მეგობრები, მაგრამ სიცოცხლის დასასრულს „ნიგა" მარტო კვდება."
 „ახლა მთელი მსოფლიო მკვლელს მეძახის, ყველაფერი რაც გამიკეთებია, მხლოდო იმიტომ , რომ ბავშვებისთვის რეალობა დამენახვებინა."
„მე საზოგადოების ბავშვი ვარ, ასეთი შემქმნეს მათ. ახლა მე ვამბობ რასაც ვფიქრობ და ეს არავის არ მოსწონს. შენ ასეთი შემქმენი ამერიკა."
„მე ვგრძნობ თითქოს იესოს ხელში ვარ და ის ჩემთანაა მთელი ცხოვრების განმავლობაში, რათა მიმიყვანოს იქ სადაც უნდა ვიყო."
„მხოლოდ უფალს შეუძლია განსმაჯოს."
 „ასე ხდება ყოველთვის, ყველა „ნიგა" ვინც ცვლის სამყაროს კვდება, ისინი არ კვდებიან ჩვეულებრივი ადამიანებივით, ისინი კვდებიან ტრაგიკულად."
 „თუ უფალს ენდომებოდა ჩემი გაჩუმება, მაშინ იგი არ დამანახვებდა იმასა, რასაც აკეთებს."
 „ერთადერთი რამ, რაც მოდის მძინარე ადამიანთან, ეს ოცნებებია."
 „ცხოვრებას, რომელსაც თქვენ შეხედავთ ნაკლებად მოგგვრით ღიმილს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად რასაც თქვენ ხედავთ, წვიმისა და ტკივილის მიუხედავად, შეინახეთ იუმორის გრძნობა."

„დედაჩემი ხშირად მეუბნებოდა, რომ თუ არ შეგიძლია იპოვო რაიმე რისთვისაც ცხოვრება ღირს, მაშინ მოძებნე ის რისთვისაც სიკვდილი ღირს."
„ცხოვრება ფორტუნას ბორბალია და ახლა ჩემი შანსია, რომ დავატრიალო ის."
 „ნამდვილი „ნიგა" აკეთებს იმას რაც სურს, ხოლო ძუკნა „ნიგა" რაც შეუძლია."
 „მიუხედავად იმისა, რომ ხელები შეგვიკრეს, მათ არ წაურთმევიათ მუსიკა. მე მისი დახმარებით გამოვთქვამ ჩემს აზრს. ხალხი მეუბნება, რომ არ გავჩერდე, როგორც სხვები. მე არ მეშინია."

„მე ვიცი, ზოგჯერ ცხოვრება ძალიან ძნელია, მაგრამ დაიმახსოვრე ერთი რამ: ყოველი ველაზე ბნელი ღამის შემდეგაც კი მოდის ნათელი დღე. ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორი რთულია იმის მიღწევა რაც გინდა, მოემზადე, ასწიე თავი ..... და ასე გეჭიროს თავი."


- Facts

- 2Pac-ის ნამდვილი სახელი არის- ლესეინ ფერიშ ქრუქსი / Lesane Parish
Crooks.

- 2Pac-ი სწავლობდა ბალტიმორის ხელოვნების სკოლაში.

- ბალტიმორის სკოლაში მან გაიცნო უილ სმიტის მომავალი მეუღლე და მისი მეგობარი ჯადა პინკეტი .

- არაბულად Tupac Amaru ნიშნავს "მბრწყინვალე გველს” და Shakur მადლობა ღმერთს.

- 2Pac-მა Thug Life გაშიფრა როგორც "The Hate U Give Little Infants Fuck Everybody”.

- როდესაც შაკური იჯდა ციხეში მას ბევრი სიმღერა დაავიწყდა :( .

- კიდადა ჯონსმა ქუინსი ჯონსის ქალიშვილმა ხელზე გაიკეთა თუფაქის გამოსახულება .

- პორნო ვარსკვლავმა Spontaneous XXX Stacy გაიკეთა ტატუ ხელზე წარწერით tupac და ასევე მისი სიმღერის სახელწოდება Keep ya head up.

- 2Pacს ზურგზე აქვს ტატუ ჯვრის გამოსახულებით რომელზეც აწერია "Exodus 18:11″. ბიბლიაში ეს ნიშნავს რომ უფალი ბევრად დიდებულია ვიდრე სხვა ღმერთები ( ამას თან ვხვდები თან ვერა)

- 2Pac-მა თავისი კარიერა დაიწყო Tommy Boy Records-ში.

- როდესაც 2Pac-ი გადავიდა კალიფორნიაში 2 წლის განმავლობაში უსახლკარო იყო ( ეს არ ნიშნავს იმას რომ ქუჩაში იყო ).

- დღეში დიდებული Death Row-ი კვებავდა მთელ ლოს ანჯელესის სამხრეთ ცენტრს, 2Pac-მა კი 400 000 $ ჩადო ამ საქმეში .

- როდესაც 2Pac-ი მივიდა House of Blues-ში მან შეამჩნია რომ არავინ არ ეცეკვებოდა გოგოს რომელიც იჯდა ინვალიდის სავარძელში , მათ მთელი 4 საათი იცეკვეს. : )

- 2Pac-ს სურდა თავისი შვილისთვის დაერქვა Star-ი იმ შემთხვევაში თუ, იგი გოგო იქნებოდა და თუ ბიჭი იქნებოდა მას მიქელანჯელოს დაარქმევდა.

- მას სურდა ბავშვის გაკეთება, მაგრამ ეს ვერ შეძლო რადგან იგი ძალიან ბევრ მოსაწევს ეწეოდა : (

- თავის სიმღერაში Me and my girlfriend მღერის იარაღზე და არა გოგოზე.

- ალბომი All Eyez On Me, პირველი ორ დისკიანი ალბომი იყო ჰოპ-ჰოპის ისტორიაში.

- იგი იყო პირველი შემსრულებელი რომელიც მოხვდა ჩარტებში, როდესაც ციხეში იყო.

- სიმღერა California Love მოიფიქრა Dr.Dre-მ და დაგეგმილი ჰქონდა რომ მას გამოუშვებდა როგორც საკუთარ სიმღერას მაგრამ შუგ ნაითი მიხვდა, რომ სიმღერა გაჰიტდებოდა მხოლოდ 2Pac ის წყალობით.

- მას ყავდა ორი ძაღლი ბონი და კლაიდი.

- მისი საყვარელი საჭმელი იყო შემწვარი წიწილის ფრთები.

- მას ყველაზე მეტად უყვარდა ყველიანი მაკარონის მომზადება.

- საყვარელი სასმელი იყო,ფორთოხლის წვენი.

- საყვარელი მსახიობი იყო ჯიმ ქერი.

- ემინემმა თქვა რომ მისი საყვარელი სიმღერები 2Pac-ის შესრულებით არის Str8 Ballin და If I Die 2Nite.


1994 წლის 30 ნოემბერსაც ცადეს მისი მოკვლა მაგრამ იგი გადარჩა ამის შედეგად გამწვავდა სიტუაცია მასსა და ბიგის შორის .
7 სექტემბერს ღამის 11 საათსა და 15 წუთზე 1996 წელს ესროლეს 2Pac-ს ლას ვეგასში კოვალისა და ფლამინგოს გადაკვეთაზე თეთრი კადილაკიდან და 13 სექტემბერს ტრაგიკულად გარდაიცვალა .














































კატეგორია: ბიოგრაფიები ♥ | ნანახია: 1749 | დაამატა: Madridista | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 5
2012-09-22
- siaxle kargia (: <3



2012-09-22
4. elene ( -Elle♥ )  
- yochag kai siaxleaa :)) ar miyvars 2Pac ^^



2012-09-21
- ყოჩაღ ძალიანნ კარგიიაა ..^^



2012-09-21
- <3 <3 <3 !!



2012-09-21
- Yochag Mariam Kargi Siaxleaa <3



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 5:45 PM 
თქვენი IP: 3.144.98.43
თარიღი: 2024-12-29 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.