30 ივნისი ერთი წამით გაგრძელდება. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს საჭიროა იმისთვის, რომ დედამიწის ბრუნვის ტემპს ავყვეთ. 1 წამს მეცნიერები ყოველ წელს ამატებენ. როგორც წესი, ეს ან 31 დეკემბერს ხდება, ან 30 ივნისს. საათის ისრების დღევანდელი გადაწევა, ისტორიაში უკვე 25-ე იქნება. პირველად "ზედმეტი წამი" 1972 წელს დაამატეს.
1970 წელს საერთაშორისო შეთანხმება დაიდო, რომლის მიხედვით ორი სტანდარტული დრო დადგინდა: UT1 დედამიწის ბრუნვაზეა დამოკიდებული, ხოლო UTC (საერთაშორისო კოორდინირებული დრო) ატომურ დროს ეყრდნობა.
ახლა მეცნიერები იმაზე მუშაობენ, რომ ხსენებული ორი სტანდარტი ერთმანეთს 0.9 წამზე მეტად არ აცდეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ერთ ზედმეტ წამს ამატებენ.
დროის კორექტირება დღემდე ბევრი მეცნიერის დავის საგანია. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი ატომური დროის სასარგებლოდ, დამატებითი წამის გაუქმებას ითხოვს.
|