პირველ რიგში სანამ გაგაცნობთ ჩემს საყვარელ ფილმებს მინდა ვთქვა რომ ფილმებით ძალიან ბევრი რამის გაგება შეიძლება და ზოგიერთი ფილმი ადამიანს ასწავლის ცხოვრებას...
1) Harry Potter
ჰარი პოტერი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილმი,რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში..ამ ფილმში ჯადოქრობის გარდა კარგად არის წარმოჩენილი თუ რა ძალა გააჩნია სიყვარულს,მეგობრობას, სიკეთეს...ბევრისთვის ეს ფილმი და მათ შორის წიგნებიც სატანისტურად ითველბა მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია რადგან ბოროტების გარდა აქ გვხვდება სიყვარული,სიმამაცე,მეგობრობა..მიმაჩნია რომ ფილმის ყველა ნაწილი ადამიანმა უნდა ნახოს სანამ ცოცხალია...
2) The Basketball Diaries ბევრი ადამიანისთვის მიუღებელი კიდევ ერთი ფილმი რომელიც მე ძალიან მომწონს..ვისაც ნანახი აქვს ალბათ დამეთანხმება რომ ძალიან საინტერესო ფილმია.. ფილმში შეგიძლიათ ნახოთ თუ რა ემართებათ წამალზე დამოკიდებულ ადამიანებს და ასევე ისიც რომ ნარკომანობამდე ერთი ნაბიჯი აშორებს ადამიანს...ასევე ნახავთ თუ რაზეა წამსვლელი წამლის გამო ნარკომანი...
3) Dorian Grayოსკარ უაილდის წიგნის მიხედვით გადაღებული ერთ-ერთი უძლიერესი ფილმი...მე მაინც მიმაჩნია რომ სანამ ადამიანი ფილმს ნახავდეს მანამდე უკეთესი იქნება თუ წიგნს წაიკითხავს..ეს ფილმი იმიტომ მომწონს რომ ძალიან ძლიერი ფილმია,სადაც ადამიანს შეუძლია გაიგოს თუ რა ემართება მის სულს როდესაც ცოდვებს ჩადის და როგორი ლაქასავით აჩნდება... 4) Romeo & Juliet (1995)რომეო და ჯულიეტას ეს ვერსია შედარებით თანამედროვეა სხვა გადაღებებისგან.. ფილმში ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს რომეოს როლს.. უილიამ შეკსპირის წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი ყველა თაობის ადამიანს უყვარს და ჩემო აზრით ყველამ უნდა ნახოს და წაიკითხოს სანამ ცოცხალია.. 5) The Three Musketeers (2011)ალექსანდრე დიუმას წიგნის მიხედვით გადაღებული "სამი მუშკეტერის" ახალი გადაღება..ეს ფილმი იმიტომ უნდა ნახოთ რომ ძალიან საინტერესოა,შეგიძლიათ დაინახოთ იმ დროის საფრანგეთი,მამაცი სიკეთისთვის მეგრძოლი მუშკეტერები და ძალიან ბევრი საინტერესო რამ..ფილმი ისეთივე საინტერესოა როგორც წიგნი..
ეს არის ჩემი საყვარელი ფილმების ხუთეული და მიმაჩნია რომ ყველა ადამიანმა უნდა ნახოს თითვეული მათგანი სანამ ცოცხალია...
|