მოგესალმებით ყველას ეს არის ჩემი პირველი სიახლე ამ საიტზე და იმედია უკანასკნელიც რათქმაუნდა ეს ხუმრობით. ესიგი დავიწყოთ ამ კონკურსის შესახებ რო გავიგე ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია იმისთვის რო მონაწილეობა მიმეღო.მე დავდებ აქ ჩემი ფილმების TOP 5 ეულს რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს N1 ფილმის დასახელება:მებრძოლი ცხენი
მოკლე შინაარსი პატარა ბიჭის ალბერტის და ცხენის სახელად ჯოუის მეგობრობის წარმოუდგენელი ისტორია. როდესაც პირველი მსოფლიო ომი იწყება, ჯოუის კავალერისტთა პოლკთან ერთად ბრძოლის ველზე აგზავნიან საფრანგეთში. მიუხედავად პატარა ასაკისა, ალბერტი მაინც მიდის ფრონტზე, რათა იპოვნოს და გადაარჩინოს მეგობარი.
რატო მიყვარს ეს ფილმი მე?
ამ ფილმის ჟანრი არის დრამა რაც მე ძალიან მიყვარს.ამ ფილმის გმირი ცხენი სახელად ჯოუის ცხოვრება შეიძლება გავაიგივოთ ადმაიანის ცხოვრებაზე.ეს ფილმი ჩვენ გვასწავლის რო რაც არ უნდა დიდი დაბრკოლებები შეგვხვდეს ცხოვრებაში ჩვენ არ უნდა დავნებდეთ.და ეს არის ერთერთი მიზეზი თუ რატომაც მომწონს ეს ფილმი!!!
N2
ფილმის დასახელება:ციდან 3 მეტრზე
მოკლე შინაარსი სხვადასხვა სამყაროში მცხოვრები ორი ახალგაზრდას ისტორია. ეს არის ამბავი წარმოუდგენელ სიყვარულზე, რომელიც ერთი შეხედვით შეუძლებელი უნდა იყოს. ბაბი საშვალო კლასის წარმომადგენელია, ის კეთილი და უმწიკლო გოგოა. ჰაჩი იმპულსიური, რისკის და საშიშროების მოყვარული ბიჭია. ის ხშირად იღებს მონაწილებას არაკანონიერ რბოლებში
რატომ მიყვარს ეს ფილმი?
ეს ფილმი არის რომანზე რომელსაც ცუდი დასასრული აქ მაგრამ ფილმს აქ ასევე ბევრი დადებითი მხარე ეს ფილმი ჩვენ ცხოვრებაში ძალიან გამოგვადგება.ამ ფილმის მეშვეობით მე ბერი რამ შევიტყე სიყვარულზე!
N3
ფილმის დასახელება:'V' ესე იგი ვენდეტა
მოკლე შინაარსი
გამაცარიელებელი ომის შემდეგ ინგლისში ტოტალიტარული რეჟიმი დამყარდა, რომელიც ყველანაირ სამოქალაქო თავისუფლებას და ინდივიდუალურობის გამოჩენას ზღუდავდა. ხელისუფლებას ეწინააღმდეგება საიდუმლო მარტოხელა– შურისმაძიემელი თეთრ ფაიფურის ნიღაბში...
რატომ მიყვარს ეს ფილმი?
ეს ფილმი არის უკანონობაზე რომელიც მთავრობის ბრალია ხალხის არაფრად ჩაგდებაზე.ამ ფილმში არის ნაჩვენები ხალხის სიხარბეზე თუ რამდენად ხარბია ეს ხალხი ფულის გამო ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.ხოლო არის ადამიანი ვინც ფულზე არ ფიქრობს არამედ იმზე რო შური იძიოს უსამართლობაზე და მისი ქვეყნის ასეთ დღეში ჩაგდებაზე.ეს ფილმი არის ყველა დროის საუკეთესო ფილმი ამ ჟანრში.ეს ჩემი აზრია!!!
N4
ფილმის დასახელება:უკანასკნელი მოჰიკანი
მოკლე შინაარსი ჯეიმს ფენიმორ კუპერის რომანის მიხედვით. XVIII საუკუნის ველური დასავლეთი... ადამიანები თავისუფლები და ბუნებასთან ახლოს არიან. მათ არ იციან სულელური კანონები და არ ცნობენ სოციალურ ბარიერებს... "მიმინოს თვალი" - თეთრი მონადირეა, რომელიც წითელკანიანმა გაზარდა. მას არ უნდა მონაწილეობა მიიღოს ინგლისელების და ფრანგების ომში - ამერიკული ჩრდილოეთისთვის.
რატომ მიყვარს ეს ფილმი?
ეს ფილმი არის ისტორიული.ამ ფილმში არის გაერთიანებული რომანი,დრამა,საომარი, და ასევე მძაფრ სიუჟეტიანი ჟანრი.შემიძლია ეს ფილმი ყოველ დღე ყოველ საათს ვუყურე არასდროს არ მომბეზრდება!!!
N5
ფილმის დასახელება:მწვანე ქუჩის ხულიგნები
ფილმის შინაარსი
ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი მეთ ბაკნერი ჰორვარდიდან გარიცხეს დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. თავშესაფარის ძებნაში ის ლონდონში, თავის დაოჯახებულ დასთან მიემგზავრება...
რატომ მიყვარს ეს ფილმი?
ეს ფილმი არის ქუჩის ცხოვრებაზე , ფეხბურთის სიყვარულზე რაც მე რეალურ ცხოვრებაში ძალიან მიზიდავს.ამ ფილმში არის ღალატიც რაც ცხოვრებაში ბევრს შეგვხვედრია.ასევე ეს ფილმი გვასწავლის იმ გუნდის ან კლუბის სიყვარულს რომელსაც ვბალეშიკობთ და არა ისე რო ყოველ წელიწადს სხვა და სხვა კლუბის ფანები ვიყოთ.ამას არ ქვია ფეხბურთის სიყვარული.ეს არის ვინმეს რო აყვებით მაგალითად მეგობარს .რაც არ უნდა ცუდი გითხრან შენ საყვარელ კლუბზე ან ვითომ საყვარელ კლუბზე მაინც არ უნდა დახარო თავი და მედგრად უნდა დაიცვა.აი რატო მომწონს ეს ფილმი მე!!!
კიდევ არის ერთი ფილმი რომელიც მე მიყვარს.მაგრამ წესების თანახმად მხოლოდ 5 ფილმის არჩევა შიძლება
იმედია ძალიან ცუდია არ გამოვიდა.
ფილმის დასახელებას როდესაც დააჭერთ ის გადაგიყვანთ იმ ფილმის ლინკზე.ყველა ქართულადაა უკნასკნელი მოჰიკანის გარდა.ადრე მე ავტვირთე ეს საიტზე ქართულად მაგრამ ის საიტი გაუქმებულა.თუ სადმე წავაწყდი ქართულად აუცილებლად დავდებ
|