პოპ-მომღერლის, ადელის ფირფიტა „21" დიდ ბრიტანეთში 21-ე საუკუნის ყველაზე გაყიდვად ალბომად დასახელდა.BBC News-ის ინფორმაციით, 2011 წლის იანვარში გამოსული ფირფიტის 3,4 მლნ. ასლია გაყიდული, რითაც ემი უაინჰაუსის 2006 წლის ალბომის „Back to Black" შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 3,3 მლნ. ეგზემპლარი გაიყიდა. ადელის მეორე სოლო-ნამუშევარი აგრეთვე 2011 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომია. ბრიტანულ ჩარტებში ფირფიტა „21" 45 კვირის განმავლობაში იყო, მათ შორის 18 კვირა სალიდერო პოზიციას ფლობდა. ალბომი „21" „გრემის" ექვს ნომინაციაში წარდგენილი.
|