ადელი ბავშვს
შეყვარებულის, საიმონ კონეცკისგან ელოდება. მომღერალმა ინფორმაცია
ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა. „სიხარულით გამცნობთ, რომ მე და საიმონი
პირველ ბავშვს ველოდებით! არ მინდოდა სხვისგან გაგეგოთ ეს ამბავი. მეცხრე
ცაზე ვართ სიხარულით, მაგრამ ძალიან გთხოვთ პატივი ეცით ჩვენს პირად
ცხოვრებას... მუდამ თქვენი ადელი"
პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადელი მის შეყვარებულთან ერთად ოჯახის შექმნას გეგმავდა, ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა.
გრემის მფლობელმა ვარსკვლავმა უკანასკნელი ალბომი „21" 2011 წელს ჩაწერა და უმოკლეს დროში რეკორდების დაუჯერებელი რაოდენობა დაამყარა.