ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ადელს მარტოობის ეშინია. მომღერალს მიაჩნია, რომ მის სახლში მოჩვენება ცხოვრობს... ამის შესახებ ადელმა მეგობრებს მას შემდეგ უამბო, როდესაც სახლში უცნაური ხმები შემოესმა. მომღერალმა პირად დაცვას მასთან გადასვლა და 24 საათის განმავლობაში მის სახლში ყოფნა სთხოვა, რისთვის თანახმაა წელიწადში 100 000 ფუნტი გაიღოს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სახლის ტერიტორიაზე ადრე თურმე ქალთა მონასტერი ყოფილა. „ადელი მას შემდეგ შეშინდა, რაც ასეთ უზარმაზარ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ეს არც ისე კარგი აღმოჩნდა, როგორც ეგონა. მომღერალი დარწმუნებულია, რომ სახლში მოჩვენებები ცხოვრობენ. მან იცის ამ ადგილის ისტორია და ღამით იქ ყოფნა სულაც არ არის კომფორტული" - აცხადებს მომღერლის მეგობარი. ადრე ადელმა შოუს „60 Minutes" წამყვანს, ანდერსონ კუპერს განუცხადა, რომ მის სახლში გრძელი და ბნელი დერეფნებია..
- არა შენთან არა ნუ გეშინია ჩემთან მგონი მართლა ცხოვრობენ ოღონდ სერიოზულად:X მართლა მესმის რაღაც უჩვეულო ხმები და მოკლედ რაღაცეებსაც ვგრძნობ:XX ასე არ მეშინია მარგამ რამე რომ დავინახო მოვკვდები კიდევაც