ახალი ამბავი ერთდროულად რამდენიმე ბლოგერმა გაავრცელა. ადრიანასა და მისი მეუღლისთვის, მარკ იარიჩისთვის, რომელიც NBA-ის ყოფილი მოთამაშეა, ეს უკვე მეორე შვილია.
ქალიშვილი ვალენტინა წყვილს 2009 წლის ნოემბერში ეყოლა. როგორც მედიასთან ლიმამ აღნიშნა, მისი გოგონა ძალიან გაახარა ახალმა ამბავმა.
"ყველანი ძალიან აღელვებულები და ბედნიერები ვართ, განსაკუთრებით ვალენტინა. ის გამუდმებით უგზავნის ჩემს მუცელს ჰაეროვან კოცნას და ამბობს, რომ ეს "კოცნა პატარას ეკუთვნის", - განაცხადა მოდელმა.
ლიმა უკვე დიდი ხანია მეორე შვილის გაჩენაზე ოცნებობდა.
"ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო საქმე დედობაა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასე ძლიერად შემეძლო სიყვარული. ყოველთვის ვფიქრობდი, არსებობდა თუ არა უსიტყვო და ყოვლისმომცველი სიყვარული. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ის არსებობს", - აღნიშნა მოდელმა.
ლიმა 5 თვის ორსულია, წყვილი შვილს შემოდგომაზე ელოდება.
ახლა Victoria's Secret-ში ნამდვილი "ბეიბი -ბუმია". თავის პირველ შვილზე ორსულადაა მოდელი ლილი ოლდრიჯი, ხოლო ბრენდის ერთ-ერთი წამყვანი მოდელი, ალესანდრა ამბროსიო მეორე ბავშვს აჩენს.