პარასკევი, 2024-05-10, 7:05 AM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » მარტი » 23 » აირჩიე!
10:34 PM
აირჩიე!
                      
ისე მივეჩვიე შენს არეულ დღის გრაფიკს, უვე აღარ ვიცი, გელოდო? არ გელოდო? თუმცა სხვა რა გზა მაქვს..
ჩვენი ერთად ყოფნის პირველივე დღიდან მივხვდი, დიდი ეგოისტი ვინმე ბრძანდები..უსიამოდ გამაჟრიალებს ხოლმე იმის გახსენებაზე რა ზარ-ზეიმით გამაცანი შენს საახლობლოს-"სწორედ ის ვიპოვე, ვისაც ვეძებდი, ვოცნებობდი..ჩემს მარტოობას წერტილი დაესვაო."
მე კი არაფერი მკითხე,მსურდა შენს გვერდით ყოფნა, შენთან ერთად სეირნობა და შენი მედიდური მზერის დანახვა, როცა ქუჩაში სასერნოდ გასულებს მზერას მაყოლებდნენ,ვერ დავმალავ-მართლაც საყვარლად მოვხუხცუხებ შენს გვერდით-რა ამაყი ხარ ამ დროს-
შენ გყავარ! 
თან გაურკვეველი ხნით სტუმრად წოდებული ჩვენთან ჩაცხოვრებული დედაშენი...
როგორ მიყვარდა შინ დაბრუნებულს,კართან რომ გხვდებოდი, ფეხდაფეხ დაგყვებოდი, სააბაზანოდან სამზარეულომდე,გიცქერდი, როგორ მიირთმევდი შენი დედიკოს გამზადებულ სადილს..
როგორ ვერ მიტანს..სამზარეულოშიც კი ცდილობს არ გამაჭაჭანოს:ფეხებში ვებლანდები,თურმე.მეც ხომ მეკუთვნის თუნდაც ერთი ლუკმა,ურჩევნია მარტომ აგემოვნოს..მე? მე მერე, როცა მკვდარი საათი აქვს.საათი რა-თხუთმეტი წუთი მიისვენებს და ისევ უბრუნდება საყვარელ პოზიციას!არა,რა ვერანაირი სითბოთი ვერ მოვიგე შენი დედის გული!-არადა,მიყვარს იქ ყოფნა შედარებით სხვა ოთახებთან- თბილა..
ვცდილობ თვალში არ შევეჩხირო, ამიტომ ვერიდები და გავეცლები ხოლმე.მაგრამ რა?მერე იმით ინტერესდება, სად ვარ და ვაი,თუ ლოგინზე მნახა-გატუტუცებულიო- აი,ასე მეძახის.
ამასწინ პულოვერი დააგდე სავარძელზე და წახვედი.,სწორედ მაგ დროს მომისწრო, სევდით რომ ვყნოსავდი მასზე შერჩენილ შენს სურნელს-რა ვქნა, უშენობა მკლავს,მენატრები.
სასწრაფოდ აითვისა,გულდასმით შეათვალიერა და სარეცხ მანქანაში შეუძახა.
ისიც კი აღიზიანებს,ფანჯარასთან მომლოდინეს რომ შემისწრებს.
გახსოვს? 2 დღის წინ, საწერ მაგიდას ალაგებდი, თან მუსიკალური ცენტრი გქონდა ჩართული..
ამაში ვერ შეგეწინააღმდეგები-რაც მართალია,მართალია,გემოვნება ერთნაირი გვაქვს..
აი ნეტარება-სახლში ხარ,მეალერსები, მერე რა რომ საქმეს აკეთებ, მაინც შენს მუხლებზე ვარ მოკალათებული, განაბული და ვისმენ წყნარ მელოდის..
ფუ, ეს ტელეფონი!უცებ წამოხტი-უნდა წავიდეო-არ ვიცი მე მითხარი, თუ შენ დედას ესროლე ეს ფრაზა,მაგრამ მეტირა მინდოდა..სად შემიძლია-მერე უარესად დამიცაცხანებს,ნერვებზე მოქმედებს შენი სევდიანი თვალებით ოთახიდან ოთახში ლასლასიო..
მე ასეთი მორჩილი,უსიტყვოდ დამჯერი,(მერე რა რომ არც ერთხელ სადილი არ დამიხვედრებია შენთვის-თავად იცოდი,ასე იქნებოდა,)უნდა წავიდე..ნუ დაარქმევ ამას გაპარვას და უმადურობას.
მშობლებს არ ირჩევენო-ამას წინათ მოვკარი თქვენი კამათისას ყური(თემა, ისევ შენი არჩევანი-მე ვიყავი) გაკაპასებული გიმტკიცებდა, გარეთ მტერს უბრმავებს თვალს,სახლში კი მე მიწვრილებს გულს ეგ უჯიშოო- წელამდე კი ვწვდები...ეს აცოფებს,კარგია,აცრილი ვარ!(ჰმ!მისხელა პასპორტი მაქვს!)აი,ეს არ უნდა ეთქვა!!!ქალაქში ორი,სამი თუა ჩემნაირი. ხომ იცი ცხოველები არ მიყვარსო...
თავგამოდებით მიცავდი.
და რახან სხვა გზას ვერ ვხედავ-ან გამაჩუქე ვისაც უყვარს,მასზე, ან ერთ დღეს, რომ დაბრუნდები უჩემობით ცარიელი დაგხვდება სახლი..

კატეგორია: Love <# ♥ | ნანახია: 633 | დაამატა: LiiKsoooN | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-03-23
- biggrin ნაცნობი ოჯახური სიტუაციები კაი სიახლეა biggrin



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 7:05 AM 
თქვენი IP: 3.137.188.11
თარიღი: 2024-05-10 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.