პრესაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აიშვარია რაი მშობიარობის შემდეგ კარიერას დაუბრუნდებოდა და ახალ ფილმში - Kochadaiyaan- ში მიიღებდა მონაწილეობას. თუმცა, როდესაც ჟურნალისტებმა ერთ-ერთ ინტერვიუს დროს აიშვარიას სამომავლო გეგმებზე და კინოში დაბრუნების შესახებ კითხეს, მისმა მეუღლემ, მსახიობმა აბჰიშეკ ბაჩანიმ ჟურნალისტებს სიტყვა შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ აიშვარია ბედნიერია იმით, რასაც აკეთებს.
ახლახან ლამაზმანი პარელში გამართულ ღონისძიებაზე L’Oreal Paris Femina-მ "ქალის ხატის" ტიტულით დააჯილდოვა. სცენაზე ვარსკვლავმა დედას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.
"თუკი დღეს რამეს წარმოვადგენ, ყველაფერს დედაჩემს უნდა ვუმადლოდე. ის ჩემი ცხოვრების მთავარი ბირთვია. მუდამ ცდილობდა, ჩემგან საუკეთესო რამ შეექმნა. როდესაც ვეცემოდი, ის მუდამ ჩემს გვერდით იყო და ცხოვრების გაგრძელებაში მეხმარებოდა", - განაცხადა მსახიობმა.
საღამოზე ახალგაზრდა დედა შეუდარებლად გამოიყურებოდა.
|