ბრაზილიელი სუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიო ოჯახთან ერთად მალიბუს სანაპიროზე ისვენებს. ახალნამშობიარები ქალბატონი დღეს უფროს ქალიშვილთან ერთად სანაპიროზე შესანიშნავად ერთობოდა.
Daily Mail-ის თქმით, წითელ კაბაში გამოწყობილი 31 წლის მოდელი ანია ლუისთან ერთად სათამაშო წყლის იარაღით თამაშობდა.
ალესანდრას და მის კალიფორნიელ ბიზნესმენ მეუღლეს, ჯემი მაზურს მეორე შვილი ნოა ფენიქსი 7 მაისს შეეძინათ. მშობიარობის შემდეგ Victoria’s Secret-ის მოდელი ფორმაში უკვე ჩადგა და თვის ბოლოს პოდიუმზეც გამოვა.