მთავარი » 2012»მაისი»11 » ალისია ქისმა რუსი ოლიგარქის გამო შვილი მიატოვა
8:35 PM
ალისია ქისმა რუსი ოლიგარქის გამო შვილი მიატოვა
ბრიტანული შოუ-ბიზნესის ცნობილი სახე, მომღერალი ალისია ქისი კერძო ვიზიტით რუსეთის დედაქალაქს ესტუმრა. მომღერალი მოსკოვში ერთ-ერთი რუსი ოლიგარქის დაბადების დღესთან დაკავშირებით ჩავიდა. ალისიას თან ახლდა საკუთარი პროდუსერი, ორი პირადი მცველი, თანაშემწე, გრიმიორი, დიზაინერი და რამდენიმე მუსიკოსი. გავრცელებული ხმებით, ვიზიტისა და ორმოცწუთიანი კონცერტისთვის მომღერალს 300 000 ევრო გადაუხადეს. პოპ-ვარსკვლავი მოსკოვის ფეშენებელური სასტუმროს ლუქს-ნომერში დაბინავდა. ქალაქის დათვალიერებისას ალისიას დაცვის 5 თანამშრომელი გვერდიდან არ შორდებოდნენ. მომღერალმა თავისთვის ბიზნეს-კლასის "მერსედესი", დაცვის თანამშომლებისთვის კი ორი ჯიპი მოითხოვა.
ალისია ყველაზე მეტად საკონცერტო მოედანზე ხმისა და საკუთარივაჟის გამო ღელავდა, რომელიც მან ლონდონში, მეუღლესთან დატოვა. პოპ-ვარსკვლავი სასტუმროდან მეუღლეს ყოველ ერთ საათში ერთხელ ურეკავდა და ბავშვის ამბავს კითხულობდა.
კონცერტის შემდეგ ქისმა ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში ივახშმა და მოსკოვი მალე დატოვა. რუსეთში მომღერალმა მეგობრებისთვის ბევრი საჩუქარი შეიძინა, თუმცა წითელ მოედნისა და დიდი თეატრის მონახულება ვერ მოასწრო.