პრესაში გავრცელდა ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული
სენსაციური ინფორმაცია, რომლის თანახმად, მსახიობი მძიმედ არის ავად და მას
სასწრაფოდ სჭირდება ღვიძლის გადანერგვა.
სექტემბრის შუა რიცხვებში ჯოლი, ოფიციალური ვიზიტით, თურქეთში
იმყოფებოდა. მისი, როგორც ლტოლვილთა საქმეების გაეროს ელჩის ვიზიტი,
მიმდინარეობდა სამშვიდობო მისიის ფარგლებში.
ამჯერად, თურქეთის მასმედია აქვეყნებს ამ ვიზიტის ახალ დეტალებს.
ადგილობრივი გამოცემების მიხედვით, მაგალითად გაზეთი Posta, ერთ-ერთ
ნომერში წერს, რომ ჯოლი ფარულად შეხვდა ცნობილ ქირურგს. მათ განიხილეს
ღვიძლის გადანერგვის შესაძლებლობა. ეს იძულებითი ქირურგიული ჩარევა
განპირობებულია იმით, რომ მსახიობს დაუდგინეს დიაგნოზი "ჰეპატიტი C",
რომელმაც ღვიზლის დაზიანება გამოიწვია. ნახა, რა ანალიზები ექიმმა,
დაასკვნა, რომ გადანერგვა გარდაუალია.
აქვს თუ არა ამ ინფორმაციას საფუძველი, ჯერ უცნობია, მაგრამ ახლა უკვე
მთელი მსოფლიო განიცდის საყვარელი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობას.