ბრედ პიტის ოჯახში უთანხმოებაა. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური მსახიობის დედა, ჯეინ პიტი ერთსქესიანი ქორწინების სასტიკი წინააღმდეგია. ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა კი განაცხადეს, რომ მხოლოდ მაშინ დაქორწინდებიან, როდესაც აშშ-ში ჰომოსექსუალთა ქორწინება დაკანონდება.
ჯოლი და პიტი ჰომოსექსუალების უფლებების აქტიური დამცველები არიან. მსახიობებმა 2008 წელს 100 000 დოლარი შეწირეს ე.წ "მერვე შესწორების" წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც კალიფორნიაში ერთსქესიან ქორწინებას კრძალავს.
ჯოლის სადედამთილოს კი ამ საკითხზე სრულიად განსხვავებული აზრი აქვს. The Springfield News-Leader-თან საუბრისას ჯეინმა ყველას მოუწოდა, რომ არჩევნებზე ხმა მისცენ ისეთ კანდიდატს, რომელიც ერთსქესიანი ქორწინებისა და აბორტის წინააღმდეგ გამოდის.
"ყველა ქრისტიანი, რომელიც არ მიდის არჩევნებზე, თავის ხმას ბარაკ ჰუსეინ ობამას აძლევს, მამაკაცს, რომელიც ლიბერალია და ჩვილების კვლას და ერთსქესიან ქორწინებას უჭერს მხარს. ვიმედოვნებ, რომ ყველა ქრისტიანი თავის ხმას ღვთის ჩანაფიქრს მისცემს. ხმის მიცემა ეს წმინდა პრივილეგია და დიდი პასუხისმგებლობაა", - განაცხადა ჯეინმა.
აღსანიშნავია, რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ბარაკ ობამას მეგობრები და აქტიური მხარდამჭერები არიან. დედის ინტერვიუსთან დაკავშირებით, ბრედ პიტს კომენტარი არ გაუკეთებია. უცხოურ მედიაში ვარაუდობენ, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა, ჯოლისა და პიტის ქორწინება ეჭვქვეშ დააყენოს, რადგან ჯეინი შვილს ქორწინებაზე კურთხევას არ მისცემს.
P.S მომზადებულია hollywoodreporter.com-ის მიხედვით.
|