რაც გინდა მოინდომე, ივარჯიშე, კარგად იმღერე და თუნდაც უნაკლოდ იმოძრავე სცენაზე, ცუდად შერჩეულმა სამოსმა, შესაძლოა, ყველაფერი გააფუჭოს.
სწორედ ასე დაემართა 53 წლის მადონას, რომელმაც თავისი პიკანტური ადგილები ცუდად გამოაჩინა... ამის მიზეზი მსხვილად ნაქსოვი ბადისებური წინდა გახდა.
მადონას გამოსვლა ფესტივალ Bayfront Park-ზე მაიამიში დიდხანს არ დაავიწყდებათ. ამის მიზეზი არა პოპდედოფლის სიმღერა, არამედ მისი ჩაცმულობა გახდა, რომელშიც მადონა სცენაზე გავიდა. "მზად ხართ ცეკვისა და ხმაურისთვის?" - ამ სიტყვებით იყოლიებდა მაყურებელს მომღერალი.
თუმცა ხმაური დარბაზში სულ სხვა რამისთვის ატყდა... დარბაზში შეკრებილების განსჯის საგანი ვარსკვლავის ჩაცმულობა გახდა.
უცნობია, ბადისებური წინდა ჰქონდა პოპდედოფალს სამეფო მეხუთე წერტილში ზედმეტად ჩაჭერილი თუ ტყავის შორტი - ძალიან ვიწრო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: მადონას დახვეწილი სხეული ამჯერად არც ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა.
ტაბლოიდებმა უკვე აღნიშნეს მომღერლის ასაკისთვის შეუფერებელი ჩაცმულობა. "ასეთი წინდებისთვის ცოტა ბებერი ხომ არ არის?" - იქედნურ კითხვას სვამენ The Daily Mail-ის ჟურნალისტები.
|