რამდენიმე დღის წინ Lady Gaga მის სოციალურ ქსელში LittleMonsters.com ახალი ალბომის სახელწოდება გაახმაურა. „გადაეცით დანარჩენ თაყვანისმცემლებს, რომ „ArtPop" - ეს ახალი ალბომის სახელწოდებაა!" - წერს მომღერალი. ამ დღეებში გაგამ ახალი ტატუც გაიკეთა ხელებზე: „ახალი ტატუ ახალი ალბომია და ARTPOP შესაძლოა ყველაფერს ნიშნავდეს". საინტერესოა, რომ დიჯეიმ და პროდიუსერმა DJ White Shadow, რომელიც მომღერლის ალბომზე ,,Born This Way" მუშაობდა და ახალ ფირფიტაზეც განაგრძობს თანამშრომლობას, სწორედ ისეთივე ტატუ გაიკეთა - „ArtPop".
|