ჰოლივუდის მსახიობები ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი ერთად ისვენებენ. პაპარაცებმა წყვილი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე შენიშნეს. წყვილი მაშინ გადაიღეს, როდესაც კუნძულზე ხელჩაკიდებულები სეირნობდნენ. მსახიობები ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავდნენ ეშტონისა და მილას რომანის შესახებ ხმები რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ პაპარაცებმა ისინი ერთად უკვე მრავალჯერ გადაიღეს, წყვილი გავრცელებულ ხმებს უარყოფდა. კატჩერის ახალი რომანის გამო მისი ყოფილი მეუღლე, მსახიობი დემი მური ისტერიკაში ჩავარდა. ეშტონთან განშორების შემდეგ დემი ხან საავადმყოფოში მკურნალობს, ხან ალკოჰოლს სვამს, ხან დეპრესიას ებრძვის. მისი უხასიათობა უკვე შვილებსაც მობეზრდათ, რის გამოც დედასთან ცოტა ხნით კონტაქტი გაწყვიტეს.
|