ავრილ ლავინმა ბერლინში საკუთარი მარკის ტანისამოსის მაღაზია „Abbey Dawn" გახსნა. აქსესუარების და სამოსის ძირითადი მიმართულება გლემ-როკის სტილია. შავ-თეთრი, ვარდისფერი-შავი, ზებრის პრინტი, ვარსკვლავები მრავლადაა კოლექციაში - მოკლედ, ყველაფერი ის, რასაც დიდი ხანია შევეჩვიეთ თავად ავრილზე, რომელსაც ამ ბოლო დროს ყველაფერში წარმატება აქვს. იმისათვისა, რომ ვარსკვლავის შექმნილი ნივთები შეიძინოთ სულაც არ არის აუცილებელი ბერლინში ჩასვლა... ამისთვის საკმარისია ვესტუმროთ ვებ-გვერდს: abbeydawn.com.
|