კანადელი მომღერალი ავრილ ლავინი და როკ-ჯგუფის „Nickelback" ფრონტმენი ჩად კრიუგერი
დაინიშნენ. მუსიკოსებმა ნიშნობის შესახებ გუშინ განაცხადეს. ახალი ამბავი მოულოდნელი იყო მომღერლის ახლობლებისთვის. ნიშნობის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ჟურნალის „People" ინფორმაციით, ჩედმა ავრილს ცოლობა ჯერ კიდევ წინა თვეში, პარიზში შესთავაზა. წყვილმა შეხვედრები თებერვლის დასაწყისში, ავრილის მეხუთე ალბომზე მუშაობის პერიოდში დაიწყო, შემდეგ კრიუგერმა მას 14 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა და ხელი სთხოვა.ჯგუფის „Nickelback" ლიდერის, 37 წლის ვოკალისტისთვის ეს პირველი ქორწინებაა, 27 წლის ავრილისთვის კი, მეორე. ის ადრე პანკ-ჯგუფის „Sum" ფრონტმენ დერეკ უიბლიზე იყო დაქორწინებული. მეუღლეს ლავინი 2009 წელს დაშორდა.