აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აქტიურად ადევნებს თვალს საკუთარი ქვეყნის შოუბიზნესს და არადიპლომატიური განცხადებებისა და კომენტარების გაკეთებასაც არ თაკილობს. ამჯერად საქმე რეპერებზე მიდგა. ბარაკ ობამას ჰკითხეს, რომელ რეპერს ამჯობინებს - ჯეიზის თუ კენი ვესტს. აშშ-ის პრეზიდენტმა დაუფიქრებლად აირჩია რეპერი და პროდიუსერი ჯეიზი. "კენი ვესტი ჩერჩეტია, თუმცა ნიჭიერი!", - განაცხადა ობამამ. უცხოურ მედიაში ხმა გავრცელდა, რომ ობამამ კენი ვესტი იმიტომ აითვალწუნა, რომ ის სომხური წარმოშობის ამერიკელ ვარსკვლავს, კიმ კარდაშიანს ხვდება. ცნობილია, რომ აშშ-ის პირველი პირი კარდაშიანებს არ წყალობს და თავის შვილებს მათი რეალითი-შოუს ნახვას უკრძალავს.
რაც შეეხება მუსიკალური შოუბიზნესის ყველაზე გავლენიან ცოლ-ქმარს - ბიონსესა და ჯეიზის, ობამების ოჯახს მათთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ. იგივეთი პასუხობს ქვეყნის პირველ პირებს ვარსკვლავების ოჯახიც. "მე ვამაყობ, რომ ჩემი ქალიშვილი იმ სამყაროში იზრდება, რომელსაც თქვენისთანა ადამიანები მართავენ”, - მიმართა ბიონსემ მიშელ ობამას.
აბააა მოგეწონაათ?))
|