|
|
მთავარი » 2012 » ივნისი » 15 » ბავშვის დაბნეულობის 5 მიზეზი »
2:29 PM ბავშვის დაბნეულობის 5 მიზეზი » |
ბავშვის დაბნეულობის 5 მიზეზი »
იმისათვის, რომ ბავშვმა ხშირად მიიღოს კარგი ნიშნები და აითვისოს მეტი ინფორმაცია, მას ესაჭიროება ოჯახში მშვიდი გარემო და სწორი კვებითი რაციონი(საკვები, რომელიც ასტიმულირებს ტვინის უჯრედების მუშაობას). თუ ეს ყველაფერი ბავშვს აქვს, მაგრამ ის დაბნეული გახდა-მოვიდა დრო სიტუაცია კონტროლის ქვეშ აიყვანოთ. შესაძლებელია ბავშვის მეხსიერებაზე მოქმედებენ შემდეგი ფაქტორები: 1. შიმშილი ცოდნის ათვისება გაცილებით რთულად ხდება მშიერ/მაძღარ კუჭზე. თუ ბავშვს სკოლის წინ არ აჭმევთ, ის გაკვეთილის თემის მაგივრად ბუტერბროდზე ან შოკოლადზე იფიქრებს. ხოლო ზედმეტად გადავსებული კუჭით-ის მოთენთილი იქნება, ამიტომ აუცილებელი კვებაში ზომიერების დაცვა. აგრეთვე მნიშვნელოვანია რითი კვებავენ თქვენ შვილს სკოლაში. შესაძებელია რომ ის იქ საკმარის საკვებს ვერ იღებს, ესეთ შემთხვევაში ჩაუდეთ ყოველდღიურად მას ზურგჩანთაში „ბონუსი"-ხილი, ბუტერბროდი ან შოკოლადი.
2. მოსაწყენი ინფორმაცია ბავშვების ტვინი ითიშება, როდესაც უსმენს მონოტონურ ან მასალის „მშრალ" ახსნას. იმისათვის, რომ ბავშვმა უკეთ აითვისოს ინფორმაცია, ის მას თამაშის ფორმატით უნდა მიეწოდოს. პირველ რიგში საჭიროა მოსწავლის დაინტერესება-მაშინ ის თვითონ გაიწევს ცოდნისკენ. 3. აქცენტი ერთი ტიპის მახსოვრობაზე ყველა ადამიანს 3 ტიპის მეხსიერება აქვს: მხედველობითი, სმენითი და ტაქტილური. თითოეულ მათგანს განვითარება ესაჭიროება. გაითვალისწინეთ ის, რომ ერთნაირად კარგად აღიქვას ის რაც იქნა დაწერილი ან ნათქვამი არ შეუძლია დიდ ადამიანსაც კი. ამიტომ იმისათვის, რომ ბავშვს ინფორმაცია უმოკლეს ვადებში აათვისებინოთ, გამოიყენეთ მისი მეხსიერების ყველაზე განვითარებული ტიპი. 4. ზღაპრების ნაკლებობა არ დაიზაროთ განიხილოთ წაკითხული მასალა. კითხეთ ბავშვს აზრი გაგონილზე, სთხოვეთ მოგიყვეთ ტექსტიდან ნაწილი ან გაითამაშეთ ის ერთად.ასეთი ვარჯიშები ანვითარებენ ბავშვის მეხსიერებას. 5. ძილის ნაკლებობა სრულფასოვანი ძილი გვჩუქნის კარგ განწყობას და გვავსებს აუცილებელი ენერგიით. ხოლო თუ ბავშვს 8 საათზე ნაკლები სძინავს ან მას ცუდი სიზმრები ესიზმრება-მიმართეთ სპეციალისტს და გაიგეთ რაში მდგომარეობს ამის მიზეზი. გამოუძინებელი ადამიანი გაცილებით რთულად ითვისებს ინფორმაციას, არის აგრესიული და ხშირად ავადდება ინფექციური დაავადებებით, რადგანაც მისი ორგანიზმი გამოფიტულია. ძვირფასო მომხმარებლებო, არ დაგავიწყდეთ სიახლეების "მოწონება" და კომენტირება. ყოველივე ეს დაგვეხმარება სიახლეებისა და ვებ-გვერდის დახვეწაში
|
კატეგორია: News სიახლეები ♥ |
ნანახია: 579 |
დაამატა: -Elle♥
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|
პროფილი |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
საათი: 7:00 AM
თქვენი IP: 18.226.180.158
თარიღი: 2025-01-04
|
|