I Was Here" ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო ჰიმნი გახდა
ბიონსე თაყვანისმცემლებს და უბრალოდ მუსიკის მოყვარულებს კიდევ ერთი ვიდეორგოლით გაახარებს. მის უკანასკნელ სინგლზე „I Was Here" კლიპს გადაიღებენ და ეს კომპოზიცია ადამიანური ქველმოქმედების მთავარი თემა გახდება!
ცოტა ხნის წინ მომღერალი მის საიტზე წერდა: „დატოვე შენი კვალი 2012 წლის 19 აგვისტოს". მაშინვე ცხადი გახდა, რომ ჩვენ ახალი ნამუშევარი გველოდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ბიონსე ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო ორგანიზაციას შეუერთდა.