პარასკევი, 2024-05-10, 0:39 AM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » მარტი » 17 » ბითლზი
10:51 AM
ბითლზი

ბითლზი (ინგლ. The Beatles) — 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. [1]ოთხეული, რომელიც 1962 წლიდან შედგებოდა ჯონ ლენონის (რითმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკარტნის (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონისა (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაში ბრიტანული შემოსევის პიონერად გახდა.


დაიწყო რა სკიფლისა და 1950-იანი წლების ტიპის როკ-ენ-როლის შესრულებით, ბითლზმა შემდგომში საკუთარი მუსიკა დახვეწა, პოპ-ბალადებიდან ფსიქოდელიურ როკამდე, რასაც ხშირად ემატებოდა კლასიკური მუსიკისა და სხვა ჟანრების ელემენტები. მათ საოცარ პოპულარობასთან ერთად, რომელმაც პირველად იფეთქდა "ბითლომანიის" სახით, ასევე მასშტაბებს იძენდა ჯგუფის წევრების, როგორც სიმღერების ავტორების, ნიჭი. ბითლზი 1960-იანი წლების სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძვლად იქცა.

თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი, სტიუარტ სატკლიფი (ბასი) და პიტ ბესტი (დასარტყამი ინსტრუმენტები). 1960-იანი წლების დასაწყისში მათ დიდი წარმატება იქონიეს ლივერპულისა და ჰამბურგის ღამის კლუბებში. 1961 წელს სატკლიფმა დატოვა კოლექტივი. შემდეგ წელს ბესტი რინგო სტარმა შეცვალა. კოლექტივის მენეჯერი გახდა ბრაიან ეპსტაინი, მუსიკალური მაღაზიის მფლობელი, ხოლო ალბომების პროდიუსერი - ჯორჯ მარტინი. მათი მხარდაჭერით ჯგუფმა 1962 წელს მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სინგლით "Love Me Do". შემდეგ წელს მათ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერის პარალელურად, აქტიურ საკონცერტო ტურებში იმყოფებოდნენ. 1966 წლის შემდეგ მათ, 1970 წლამდე შეწყვიტეს ყველა სახის ცოცხალი გამოსვლები. ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1970 წელს. მისმა ყოველმა წევრმა დრო საკუთარ სოლო-კარიერას დაუთმო. ჯონ ლენონი მოკლული იქნა ნიუ-იორკში, 1980 წელს. ჰარისონი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 2001 წელს. ამჟამად მაკ-კარტნი და სტარი კვლავ აქტიური მუსიკოსები არიან და ზრუნავენ როგორც საკუთარ მუსიკალურ კარიერაზე, ასევე ბითლზთან დაკავშირებულ პროექტებზე.

სტუდიური წლების პერიოდში ბითლზმა ჩაწერა ალბომი Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (1967), რომელმაც კრიტიკოსები თვლიან მათ საუკეთესო მასალად. ოთხეული კვლავ რჩება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ჯგუფად[2], ხოლო მათი ჩანაწერები ჯგუფის დაშლიდან 40 წლის შემდეგ კვლავ მოთხოვნადია. ბრიტანულ ჩარტში სხვადასხვა დროს ერთდროულად მოხვედრილა მათი რამდენიმე ალბომი, რომელიც ამა თუ იმ პოზიციას უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იკავებდა, ვიდრე სხვა მუსიკოსების ნამუშევრები. [3]RIAA-ს თანახმად, ჯგუფს აშშ-ში გაყიდული აქვს უფრო მეტი ალბომი, ვიდრე რომელიმე სხვა მუსიკოსს. [4]2008 წელს ჟურნალმა ბილბორდი აშშ-ში სინგლების ჩარტების აღრიცხვიდან 50-ე წელიწადის აღსანიშნავად გამოაქვეყნა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსების სია, რომელშიც ბითლზი პირველ პოზიციას იკავებდა.[5]კოლექტივს მიენიჭა 7 გრემის და 15 აივორ ნოველოს ჯილდო. ჟურნალმა ტაიმი ისინი დაასახელა XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში.[6]
კატეგორია: ბიოგრაფიები ♥ | ნანახია: 1174 | დაამატა: mariieee | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი
გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 0:39 AM 
თქვენი IP: 18.218.38.125
თარიღი: 2024-05-10 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.