ძნელია როცა,სადღაც ბოლოში ზიხარ მარტო,გცივა,არავის ახსოვხარ და არავინ გათბობს.გგონია რომ ერთი,მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ იბრძვი.ხელში კი არაფერი გიჭირავს.უამრავი ხალხის წინაშე ხელშიშველი დგახარ.მათ კი ხმლები უჭირავთ და ბრძოლისთვის ემზადებიან.გული გადაშლილი გაქვს და ემზადები როდის ჩაგასობენ შხამიან ხანჯალს,როდის დაიწყება ყვირილის მომგვრელი ტკივილი.გინდა შენს გვერძე ერთი ადამიანი მაინც იყოს,რომელიც განუგეშებს და გეტყვის ''დამშვიდდი მე შენთან ვარ''.იხედები აქეთ–იქით იმ იმედით რომ ვიღაც გამოჩნდება მაგრამ ამაოდ,შენ ისევ მარტო დგახარ.იმაგრებ გულს იმ იმედით რომ ძალიან არ გეტკინება,მოდის ერთი ადამიანი და გირჭობს გულში ხანჯალს,ერთს მეორე მოჰყვება,მეორეს მესამე და გრძნობ როგორ ეცემი,მაგრამ ვეღარ გრძნობ ტკივილს,ეცემი და ბნელდება,ხედავ როგორ ცინიზმით იცინის ხალხი და აქ მთავრდება ბრძოლა.
|