|
|
მთავარი » 2012 » მარტი » 3 » ბრედ პიტი
|
ბრედ პიტს საკუთარი ბებია, 89 წლის ბეტი რასელი 4 წელია, არ უნახავს. ამის შესახებ ბრედის ბებიის დამ, მერი ენმა ”სანთან” ინტერვიუში ისაუბრა.
მაშინ, როდესაც ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ფუფუნებაში ცხოვრობენ, ბრედის ბებია დაბალბიუჯეტიან მოხუცებულთა თავშესაფარში საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს.
"რაც მთავარია, ბეტი თავის შვილიშვილთან და შვილთაშვილებთან შეხვედრაზე ოცნებობს. მათზე დაწერილ სტატიებს გაზეთებიდან ჭრის და ინახავს. მესმის, რომ ბრედი ძალიან დაკავებულია, მაგრამ ადრე თვეში ერთხელ მაინც ურეკავდა და ყვავილებს უგზავნიდა, ახლა კი ესეც შეწყვიტა", - განაცხადა მერი ენმა.
მერი ენმა ბრედის ბოლო ვიზიტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ვარსკვლავი ბებიის სანახავად თავის ოჯახთან, ანჯელინასა და შვილებთან ერთად ჩავიდა. ანჯელინა ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ. მას შემდეგ პიტს ბებია აღარ უნახავს.
"25 აპრილს ბეტი 90 წლის ხდება და მისი ერთადერთი სურვილი ბრედის და შვილთაშვილების ნახვაა", - განაცხადა მერი ენმა.
წყარო/Source: ambebi
|
კატეგორია: News სიახლეები ♥ |
ნანახია: 667 |
დაამატა: AnnieFloyd♥
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|
პროფილი |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
საათი: 6:26 AM
თქვენი IP: 3.145.34.42
თარიღი: 2025-01-04
|
|