|
|
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე
6:27 PM ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე |
ბრიტანული მუსიკის დაჯილდოვებაზე -BRIT Awards-ზე, რომელიც გუშინ გაიმართა, რიანა წითელ ხალიჩაზე ოქროსფერი, თამამი კაბით გამოჩნდა.
კაბა ზურგზე მოშიშვლებული იყო, ბუტაფორიული ელვა შესაკრავით დამშვენებული. მთავარი აქსესუარი კი - გრძელი, ყავისფერი ხელთათმანები ვარსკლავს ელეგანტურობას მატებდა.
გარდა იმისა, რომ წითელი ხალიჩის დედოფლად აღიარეს, რიანამ დაჯილდოვებაზე საუკეთესო უცხოური სოლო-მომღერლის ნომინაციაშიც გაიმარჯვა. მომღერალი ბრიტანეთში უკვე 3 დღეა იმყოფება. რიანამ თავისი 24-ე დაბადების დღე სწორედ აქ აღნიშნა. დაჯილდოვების ცერემონიას სხვა ვარსკვლავებიც დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ - ნიკოლ შერზინგერი, კაელი მინოუგი, ადელი და პიქსი ლოტი.
საღამოს ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუაც დაესწრო. მას მოკლე, შავი კაბა ეცვა და მხრებზე ბოლერო ჰქონდა მოგდებული. ბოლერო ქეთის სტილის შემადგენელი ნაწილი ხდება. ვარსკვლავი ამ აქსესუარით კინოფესტივალ ”ბერლინალეზეც” გამოჩნდა. BRIT Awards-ზე ქეთი მელუა თავის მეუღლესთან, ჯეიმს ტოუზლენდთან ერთად მივიდა.
|
კატეგორია: ვარსკვლავები ♥ |
ნანახია: 686 |
დაამატა: -Marrii
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|
პროფილი |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
საათი: 7:54 AM
თქვენი IP: 18.221.58.191
თარიღი: 2025-01-04
|
|