♥ Celebrites ♥ ამერიკულმა ჟურნალმა ''Star''-მა გამოაქვეყნა ყველაზე საძულველი მსახიობების სია. აღმოჩნდა, რომ ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები მხოლოდ ყველაზე ლამაზების, ნიჭიერების და სექსუალურების სიაში არ ხვდებიან. კიდევ არის უამრავი სია, სადაც მოხვედრითაც მაინდამაინც თავს ვერ მოიწონებენ. ასე, მაგალითად, ახლახანს გამოქვეყნდა ყველაზე საძულველი მსახიობების სია. რა თქმა უნდა, იქ მოხვედრა არცერთ ვარსკვლავს არ ესიამოვნება, მაგრამ მათთვის ეს ჭკუის სასწავლებელია და იმედია გაითვალისწინებენ მაყურებლის და მსმენელის აზრებს მაშ ასე: ამერიკულმა ჟურნალმა "Star" გამოაქვეყნა ყველაზე საძულველი ვარსკვლავების სია და ამ სიის თავში აღმოჩნდა გვინეთ პელტროუ. მაინც რით დაიმსახურა გვინეტმა ასეთი სიძულვილი ხალხის მასაში? იმით, რომ გამუდმებით უწევს პროპაგანდას ჯანსაღ კვებას, ამით დიდ თანხასაც შოულობს და უკვე მოაბეზრა ხალხს თავი თავისი ფიგურის ელეგანტურობასა და უნაკლო აღნაგობაზე ამდენი ლაპარაკით.
მეორე ადგილი კი წილად ხვდა კრისტენ სტიუარტს. მას ვერა და ვერ აპატიეს რომანი ცოლიან მამაკაცთან.
პირველ სამეულს ასრულებს ჯენიფერ ლოპესი, რომლის ნარცისიზმი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ყველას ყელში ამოუვიდა. ამ სიაში აღმოჩნდნენ აგრეთვე ენ ჰატუეი, პერის ჰილტონი და კიმ კარდაშიანი.
|