-დე ცისარტყელა როგორიაი
-ჰმ... როგორი? როგორი და ფერადი.. აი... როგორც...
-როგორც რაი
-აი როგორც შენ..
-კი მაგრამ დე.. მე ხომ ჩვეულებრილივი ბავშვი ვარი!
-დე! არ ხარ შენ ჩვეულებრივი... შენ ჩემი ცისარტყელა ხარ.. რომელიც ყოველთვის არის მიწეპებული ჩემს მოღრუბლულ ცაზე..
-დე... მე ფერადი არ ვარ...! აბა ერთი კარგად შემომხედე !
-აბა ერთი სულში ჩაიხედე ?! ჩემო პატარა გოგონავ! ჩემო ბავშვო... შენ ხომ ჯერ არ იცი... ჯერ ხომ სულ პაწია ბავშვი ხარ...
-დე..! მე უკვე გავიზარდე...
-არა დე ! შენ ჩემთვის ის პატარა ლაწირაკი ხარ... ჩემი პატარა ცისარტყელა...! შვიდფერა გოგონავ ! ჩემო ყველაზე შუქიანო...
-დე... შუქიანი რა ნათურა ხო არ ვარ ?!
-ეჰ დე... მე სხვა შუქზე გეუბნები... ალბათ რომ გაიზრდები გაიგებ.. ჩემო სულელო გოგონავ !
-არა დე.. მე უკვე გავიზარდე... მე დიდი ვარ !
- კარგი დე ! იყავი დიდი ! ოღონდ არასდროს 1 არსდროს დაივიწყო ის დედიკო რომლისთვისაც... შენ ცისარტყელა ხარ ! შვიდფერა ცისარტყელა !
ეჰ.. დე ... როგორ მინდა რომ ახლაც ისეთი პატარა ბავშვი ვიყო... ის შენი პატარა ცისარტყელა... ეჰ... ახლაც მინდა რომ ის პატარა მესაკუთრე გოგონა ვიყო... ვიყო ის პატარა ლაწირაკი.... რომელიც მოვიდოდა შენთან იმიტომ რომ მთელი შენდამი სიყვარული გადმოეცა და მთელი ძალით ჩაგეხუტებოდა... მე აღარ ვარ ბავშვი... მაგრამ ისევ დავრჩი მესაკუთრედ... ! დიახ მესაკუთრე გოგონად ...!♥
ცხოვრება პატარა წიგნს წააგავს. მისი ფურცლები ისე სწრაფად იშლება, რომ წაკითხვასაც ვერ ასწრებ. დღეები მიდიან და ფურცლებიც ნაწერით ივსება. გაივლის ჟამი, მოხუცდები და წიგნიც ბოლომდე შეივსება. აიღებ წიგნს და თვალს გადაავლებ შენს ცხოვრებას. ჯერ დაფიქრდები. სარჩევს თითს ჩააყოლებ. ნახავ გვერდს და დაიწყებ კითხვას. კითხულობ და თვალზე ცრემლი გადგება. ფიქრობ, რა უცებ გასულა სიცოცხლე, რა მალე შევსებულა ცხოვრების ფურცლები... ფურცელს გადაშლი, დაჭმუჭნული და ჩაკეცილი ფურცელი შეგხვდება. ეს ხომ შენი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული გვერდია. ჩაკეცილს გაასწორებ და ფურცვლას განაგრძობ. იფიქრებ, დრო გავა და როგორმე გასწორდებაო, მაგრამ ნუ გეგონება, რომ სანამ წიგნის ბოლოში გახვალ გასწორდეს, ვერა მეგობარო, ვერა! ისევ განაგრძობ კითხვას, გადააწყდები სანიშნს, დაგაინტერესებს და გვერდს ჩაიკითხავ, გაგეღიმება, ნოსტალგიაც შემოგაწვება და დანანებით იტყვი – "ეჰ, რა დრო გასულა”, ცრემლსაც მოაყოლებ... ახლა სხვა გვერდზე გადაშლი, თავს გააქნევ და ჩაიბუტბუტებ, "წუთისოფელო, რა უსამართლო ხარ” და შემდეგზე გადახვალ. აქ ღმერთს მადლობას შესწირავ ბედნიერებისთვის. წიგნის ბოლოში ცხოვრების ანალიზს წაიკითხავ, დაითვლი ბედნიერი ცხოვრების ფურცლებს, შემდეგ კი მტკივნეულს, ბოლოს შეაჯამებ. დაინახავ, რომ ბედნიერი ჭარბობს და ამაყად წამოიძახებ –"შეჩერდი წამო, რა მშვენიერი ხარ!”