ყოველი სიტყვა ხმაურია, მხოლოდ ხმაური, უაზრო ბგერების ნაზავი კლდიდან ქვების ჩამოშლას გავს შენი სიტყვები - უაზრო ხმაურს.. მხოლოდ ტირილი შეიძლება, მაგრამ ცრემლებიც უძლურია ამ უმკაცრეს ჭეშმარიტებასთან. როცა ვარსკვლავი გაიშლება ცაზე უსასრულობის ყვავილი, მერე ვარსკვლავი შენს თვალებშიც გადმოინაცვლებს, მიხვდები : შენც ამ უსასრულობის ნამცეცი ხარ, ვარსკვლავზე ბევრად უფრო მცირე, მაგრამ ვარსკვლავი მაინც ახერხებს შენს თვალებში გადმოსახლებას.. შენც სამყარო ხარ, ნამცეცოვანი სამყარო, უსასრულო ნამცეცი უსასრულობაში. სენტიმენტალური ცრემლები გადარჩენისთვის გაბრძოლებას ნიშნავს, მდუმარე გოდება შეუხორცებელ ჭრილობას აჩენს, იმ ჭრილობას ვეღარ განკურნავს ვეღარაფერი, ვერავინ, ვერასოდეს.. ხმას ნუ გაიღებ, ყოველი სიტყვა აკლია გულს რომ მიკაწრავს, და სიძაბუნეს მახსენებს შენსას. მდუმარებას ციხესიმაგრე, შეუვალი, შეუღწეველი, ქვების ხროვა, სამოსელი. სიძულვილი - ჭრელი, მცურავი აქ იმალება, აქ აშტერებს გესლიან თვალებს, აქ ემალება სიყვარულს, ყველაზე უფრო საშის მტერს. გაათბე გული ვიდრე სიყვარულის ხე შრიალებს შენს სხეულში, მზის, მზის მომლოდინე. გადაარჩინე თვალებში ვარსკვლავები - უსასრულობის ყვავილები, რომლებსაც მხოლოდ თვალებით კრეფენ და სიკვდილამდე იმახსოვრებენ...
ჩემიდან შენმადე სწორედ ის პატარა ბილიკია გასავლელი, რომელსაც ადრე ერთად მივყვებოდით. თიტქოს ერთმანეთი გვიყვარდა და ერთმანეთისთვის ვიყავით მოვლენილნი,ახლაც არის დარჩენილი ის სიყვარული ჩემში,რომელიც ერთ დროსმყარი,ძლიერი და წრფელი იყო,რატომ მეგონა, რომ ჩემსავით უზაღვრო სიყვარული იცოდი? რატო მეგონა შენი მეფე ქალი გავხდებოდი და შენს გულში შემოვიდოდი. შემოვიდოდი და სამუდამოდ მანდ დავრჩებოდი. მეგონა ჩვენს სიყვარულს არასოდეს უღალატებდი. მინდა წვიმის წვეთი ვიყო-დაეცე ბაგეზე და უმალ გულსჰი ტკბილად ჩაგიცურდე.მინდა ჩრდილი ვიყო-მუდამ შენი თანამგზავრი. მინდა მზეც ვიყო გამოვაშუქო და შენი გაყინული გული გავათბო.. ხანდახან გიჟივით მომინდება შენი ნახვა.. ისე გაიარა რამოდენიმე წელმა, თითქოს ჩვენში არაფერი მომხდარიყოს.მე გული მკარნახობს რომ ისევ ისე გიყვარვარ.გიყვარვარ თუ ამ სიტყვებმა დაკარგა ძალა?შენმა მიტოვებამ ბევრი განიცადა,ამას მხოლოდ ჩემი გული გრძნოსდა ისიც დუმს. საოცრად წვიმს, დიდი ხნის დაღამებულია,მხოლოდ წვიმის ხმა ისმის ქალაქში,ორნი ვართ- ,,მე და შენ". ეს ალბათ უკანასკნელიღამე იქნება ჩვენი სიყვარუილის ისტორიაში. ტირიან გულები რომლებიც უკანასკნელად ტკბებიან ერთად ყოფნით. ცრემლებს გზის გაკვლევა არ სჭირდებათ. ჩვენ უსაზღვოდ გვიყვარს ერთმანეთი,უფრო მეტიც ეს რაღაც სიგიჟეა, არა,ასეთი სიყვარული არავის ჰქონია. ნეტავ არ გათენდეს ჩვენ ხომ სამუდამოდ უნდა დავშორდეთ, ამ შემოდგომის მზიან დილას ნუთუ ალერსით აღარ გამომხედავ!.. მიინდა ვიყვირო მთელი ხმით,მთელი სამყაროს გასაგონად:,,დაგვტოვეთ ჩვენ ხომ უსაზღვროდ გვიყვარს ერთმანეთი"... ალბათ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. მე- ერთგული და ლამაზი ცოლი, შენ0ერთ დროს ჩემზე შეყვარებული მამაკაცი. ამ დღეებს მივამსგავსებ შორეულ სიზმარს, რომელიც ერთ დროს ერთად უნდა გვენახა, მაგრამ....
არვიცი...რატომ...მაგრამ...
რამდენჯერ მინდოდა მეთქვა მიყვარხარ,მაგრამ ვერ ვბედავ.რაღაც მაბრკოლებს,ალბათ ეს მხოლოდ ღმერთის მიერ.ღმერთის სურვილით მოხდება,მაგრამ იცოდე,რომ ფიქრებში,ოცნებებში ყოველთვის გეუბნები ნაცნობ ფრაზას,რომ:”მე შენ მიყვარხარ.”განა ძნელია რომ ეს სამი სიტყვა ვთქვა?_არა ძნელი არ არის,მაგრამ შენ წარმოიდგინე რომ ძალიან დიდი ნიჭი უნდა ამ სიტყვის თქმას.მთავარია შენ იყო კარგად,ხოლო ოდესმე ალბათ ვისწავლი,თუ როგორ უნდა ამ ფრაზის წარმოთქმა.დავუშვათ ვთქვი ეს სამი სიტყვა,მაგრამ მერე რა?მე არც კი ვიცი შენ თუ გაგახარებს ამ ნაცნობი სიტყვების გაგება,თითქოს ვისწავლე ამ სამი სიტყვის თქმა,მაგრამ ეხლა უკვე შენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ უკვე გვიანია.შენ სულ სხვა გიყვარს,თურმე რა ხანმოკლეა ადამიანის ბედნიერება:შენ მე გიყვარდი,მე კი თავს ვიფასებდი,ეხლა მე მიყვარხარ,შენ კი...უკვე სხვა გიყვარს.ვერც კი მოვასწარი შენთვის მეთქვა:თუ როგორ მიყვარხარ,თუ როგორ მჭირდები და როგორ მინდა შენი სურნელის შეგრძნება.ამ ყველაფრის თქმა მე არ დამცალდა და ისევ აღმოვჩნდი ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლი.მარტო მე მიყვარხარ ისე,რომ ვერცერთი ბიჭი ასე ვერასდროს ვერ შეგიყვარებს.ალბათ სიცოცხლის ბოლომდე შენი სიყვარულის მსხვერპლი ვიქნები.ალბათ ამაზე მეტი არაფრის ღირსი არ ვარ,უკვე არ ვიცი რა ვთქვა.
არა?!_იცი რას ვიზამ?
შენი სახლის წინ დავდგები და ვიყვირებ,რომ:”მე შენ მიყვარხარ!!!”დაგვიანებით,მაგრამ ხომ იცი:"სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს!!!”
|