მიმტკიცებ,მაგრამ არ მჯერა! ვერ მომატყუებ, რომ იგივე ხარ და საერთოდ არ შეცვლილხარ.აღარც იმისა მჯერა რომ მე მეჩვენება,ასე რომ იყოს შენი გამოხედვა არ შეიცვლებოდა. შევრიგდით,მაგრამ ეს არაა ის ძველი მეგობრობა ასე რომ მაძლიერებდა,არაა ის ძველი მონატრება შენთან შეხვედრასთან ერთდ რომ ქრებოდა... მნახავ და მიღიმი მაგრამ უცნაურად.ისე,თითქოს რაღაც იმალება ამ ნაძალადევი ღიმილის უკან მე კი ვერ ვხვდები.შენი საყვედურებიც კი მომენატრა ჩემს საშინელ ხასიათსა და ეგოიზმს რომ ეხებოდა,მაგრამ აღარც ისინი ჩანან. უბრალოდ წავიდა ის,რასაც სახელს ვერ ვარქმევ,ის რასაც არ ვუფრთხილდებოდი და დავკარგე.დავკარგე ალბათ სამუდამომდ.მგონი სამართლიანადაც კი,მაგრამ გული რა გულია სამართალი რომ აიტანოს და შეეგუოს მომხდარს... ვიცი დაგავიწყდი და აღარც მნიშვნელობა აქვს შენთვის ჩემს თავს,მაგრამ არცა მაქვს უფლება რაიმე მინდოდეს შენგან,რადგან მე დავაშვე და მევე უნდა მივუზღო ამის საფასური...ყველაფერი ხომ ჩემი ბავშვური და ამავდროულად გულუბრყვილო სისასტიკის ბრალია... ამიტომ არცა გთხოვ დამიბრუნდე.უბრალოდ იცოდე,რომ შენი ყოველი ღიმილი ისეთივეა ჩემთვის,როგორც წყალი უდაბნოში,ისეთივეა,როგორც აპლუდისმენტები პირველი ლექსის შემდეგ და იგივე,რაც საყვარელი მეგობრის სითბო და თანადგომა,რომელიც დავკარგე და ყველაზე მეტად მაკლია ♥
ოთახის კუთხეში მიყუჟულა პატარა მისთვის ცხოვრებას ფერები არ დაუკარგავს. ამ ციცქნა კუთხიდან ამხელა სამყარო აბა მითხარი როგორ დავინახო?
ვირბინო,ვიყვირო უბრალოდ ვიცინო, რომ ვერ დავიძინო მთელი საღამო და ვიოცნებო ...ისე,ჩემებურად თვალები გავახილო და გაგიღიმო
...ოთახის კუთხეში მიყუჟულა პატარა მისთვის სამყაროს ფერები არ დაუკარგავს გთხოვ მომატარო შენი სამყარო ჩემი დავამთავრე,მინდა სხვისი ვნახო
ეგრე რად მიყურებ?! რატომ გეღიმება? მერე რა რომ პატარა ვარ,მე სულ არ მეღიმება! მე ხომ პეპლების და ლურჯი ყვავილების სამყაროში ვცხოვრობ,სადაც ყველაფერი ფეარდ-ფერადია და ყოვლისმთქმელი ჭრელად მოხატული,თეთღი ღრუბლებით
სადაც მზე და მთვარე ერთად ამოდიან, სადაც ოცნების ზღვა მხოლოდ ჩემია ... ...ოთახის ბოლოში მიყუჟულა პატარა, მისი სამყარო ფერებს არ დაკარგავს!
მიყვარხარ ისე,როგორც არავის არავინ ჰყვარებია ჩემთი ხარ ისე,როგორც წყლის წვეთი ოკეანეში მჭირდები როგორც ყვავილს სინათლე,ცოცხალს ჰაერი მაწამებ როგორც ტუსაღს საპატიმროში
ისე ნეტარი ხარ,ისე ნაზი,ისე ნათელი რაღად მევლინები ვითარც სიკვდილის ანგელოზი?! ჯალითივით თავს დამტრიალებ,მაწვალებ და გსიამოვნებს რომ ვერ გიძულებ და კიდევ უფრო მიყვარდები
ამ კეკლუც თვალთა რისხვას გული ვეღარ უძლებს ვეღარ უძლებს და ლამის სულ დაიმსხვრას ღმერთო,ახლა ვხვდები,რომ ეს ქალი(საჩუქრად მოვლენილი) თურმე სასჯელი ყოფილა,კოხტად შეფუთული
|