C h a n e l .. ♥ ელეს კონკურსისთვის ♥ იმედია მოგეწონებათ ♥
მმ.. ვგიჟდები ჩანელზე..♥ მისი ყველანაირი პროდუქცია მიზიდავს დ ძალიან მომწონს ♥
,,CHANEL N5" – როგორ შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სუნამო. ეს სუნამო განსაკუთრებით მიყვარს, რადგან დედა ამ სუნამოს გარდა სხვა სუნამოს არ აღიარებს და ყოველთვის მე ვჩუქნი ♥ ))) კოკო შანელმა საზოგადოებას თავდაპირველად ,,წყალი შანელი" შესთავაზა, შემდეგ კი მეგობარ ქიმიკოსს დაამზადებინა სუნამოების ორი სერია 1–დან 5–მდე. ფლაკონებიდან შანელმა N5 აირჩია და ასე შეიქმნა განუმეორებელი სუნამო ,,CHANEL N5". ერთხელ მერლინ მონროს ჰკითხეს: ,,რას იცვამთ ღამით?” სექსსიმბოლომ კი გულწრფელად უპასუხა: ,,რამდენიმე წვეთ ,,შანელ #5″-
1910 წელს პარიზში კამბონის ქუჩაზე გაიხსნა პატარა ქუდების ატელიე პატარა წარწერით „შანელის მოდები". ატელიე გახსნა 27 წლის იმ დროისთვის უცნობმა ახალგაზრდა გოგონამ. ქუდები იყო იმდენად ლამაზი და დახვეწილი, რომ ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა და სულ რაღაც 3 წელში 1913 წელს შანელმა მოახერხა მეორე მაღაზიის გახსნა დოვილში. მაგრამ გოგონა ოცნებობდა ტანსაცმლის მოდელების შექმნაზე. იმ დროისთვის საფრანგეთში აკრძალული იყო არაპროფესიონალი მკერავის მიერ შეკერილი კაბების გაყიდვა. კანონი ითვალისწინებდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უკანონო კონკურენციისთვის. მიუხედავად ამისა კოკომ მოახერხა გამოსსავლის მოძებნა და დაიწყო კაბების მოდელების შექმნა ჯერსის ნაჭრისგან, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ მამაკაცის სამოსისთვის.
კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც გაანთავისუფლა ქალები მკვეთრად შემოჭერილი ტანისამოსისგან, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მას მოსწონდა ეს სტილი. 1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძლელი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობებს. 1919 წელს არტურ კაპელი მოულოდნელად იღუპება ავტოკატასტროფაში, რაც უდიდესი ტრაგედიაა შანელისთვის. ამ პერიოდიდან იწყება შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების პერიოდი. მას არ ქონდა უფლება ტრაურის ტარების, რადგან არ იყო არტურის ოფიციალური მეუღლე. ბოროტი ხმები იმასაც ამბობდნენ, რომ შავი ფერი შანელმა იმისთვის შემოიტანა, რომ პარიზის ცნობილ ქალებს ტრაურში ეტარებინა. ასეა თუ ისე, ეს ფერი შემოდის იმ პერიოდის მოდაში. უამრავი თაყვანისმცემლების მიუხედავად, რომლებიც შანელს შემდეგ ჰყავდა, მას არ ყოლია არც მეუღლე და არც შვილები.
მე ისე მიყვარს შანელი მისი წიგნის 2 ნაწილი წაკითხული მაქვს ^^ :დდ
არ მიყვარს სურათებით დატვირთული პოსტები და ამიტომ გადავწყვიტე არც ეს თემა დამეტვირთა სურათებით,ვფიქრობ ის უფრო კარგი როცა შენს აზრს დაწერ ^^ ეს ყვლა ინფორმაცია ყველას ვფიცავარ მხოლოდ ჩემი ახსოვრობით გადმოგეცით ^^.როგორც მოგახსნეთ შანელზე 2 წიგნი მაქვს წაკითხული ))
მოკლედ მეტი რაღა ვთქვა ამიტომ დავასრულებ აქ ჩემს საკონკურსო თემას ^^:დ იმედია მოგეწონათ ♥
|