♥Channing Tatum♥ ყველაზე სექსუალური მამაკაცი 2012 - ჩენინგ ტატუმი
ცნობილი გახდა, რომ მომავალ კვირას ჟურნალი People - 2012 წლის, პლანეტის
ყველაზე სექსუალურ მამაკაცად ჩენინგ ტატუმს დაასახელებს.თავის არჩევანს
ჟურნალი გამოაქვეყნებს 14 ნოემბერს, თუმცა წინასწარი ინფორმაცია უკვე
ცნობილია. ფილმ ”სუპერ მაიკის” ვარსკვლავამდე ამ წოდებას იღებდა ბრედლი
კუპერი, 2010 წელს წოდება რაიან რეინოლდსმა მიიღო.People-ის
წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ”ისინი არასოდეს აკომენტარებენ, ვინ იქნება
ყველაზე სექსუალური მამაკაცის წოდების მფლობელი ნომრის გამოსვლამდე”.
კომენტარის მიღების მიზნით მსახიობის წარმომადგენელთან დაკავშირებაც ვერ
მოხერხდა.