|
|
მთავარი » 2012 » აპრილი » 29 » Cheemii Samyaroo <3 ))
3:18 PM Cheemii Samyaroo <3 )) |
გავექეცი სამყაროს ..მოვწყდი ყოველდღიურობას.. და მარტო დავრჩი იდუმალ სივრცეში..ჩემს სამყაროში.. ეს ის ადგილია რომელსაც ხშირად ვსტუმრობ.. სადაც მარტო ვარ..რომელიც მხოლოდ მე მაბედნიერებს..სამყარო რომელიც ჩემი სიხარულის და ტკივილის სკივრია..ეს სწორედ ის არის სადაც ჩემი იდუმალი ბედნიერების წუთებს , დაფარული ტკივილის და აკრძალული მოგონებების ხმამაღლა გაცხადებას შევძლებ.. დღეს უკვე აღარც ნაცნობ მელოდიებზე .. აღარც მოგონებებზე ან დაკარგულ მომავალზე მეტირება..რატომ? სწორედ იმიტომ რომ..გრძნობა გახუნდა .. დაიშალა,როგორც მიტოვებული სახლი..რომელსაც მხოლოდ კედლები შემორჩა წარწერებით ..წარწერები კი მოგონებებია ..სწორედ ის მოგონებები,რომელიც თავს ხშირად შეგვახსენებენ,მაგრამ აღარ აგვატირებენ..გრძნობა გაცვდა..გაცვდა,როგორც პატარა დათუნია..მას ვეღარ ჩაეხუტები ძილის წინ ..ვერც სანუკვარ ოცნებებს გაუზიარებ .. მაგრამ გადასაგდებად დაგენანება..მასთან ხომ ამდენი მოგონება გაკავშირებს..ეს გრძნობა პატარა წიგნია.. საიდანაც დღითიდღე ქრება ასოები.. იფანტება ..მიდის ღრმა წარსულისაკენ საიდანაც არასდროს დაგვიბრუნდება..ის გაქრა...
|
კატეგორია: სხვა...♥ |
ნანახია: 587 |
დაამატა: Marii
| რეიტინგი: 5.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|
პროფილი |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
საათი: 8:15 AM
თქვენი IP: 13.59.69.109
თარიღი: 2025-01-04
|
|