-შენ ჯგუფი ახსენე ხო? როგორ შეიქმნა ეს ჯგუფი?
-დიახ.ამ ჯგუფის შექმას არც ისე დიდი ისტორია აქვს. თომასი და ბრეიდენი ჩემი ძმის ქონორის კლასელები არიან და აქედან დაიწყო ყველაფერი.ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჯგუფი,რადგან ამისთვის ყველა საჭირო მონაცემი გვქონდა და ამ ყველაფერს ჩვენით ვაკეთებდით.
-მოდი შენს ჯგუფის წევრებზე მომიყევი რამე
-კარგი. ჩემი ძმა ქონორი ჩემსავით მთავარი ვოკალისტია.უკრავს რამდენიმე საკრავზე.თომასი დრამერია და უკრავს რამდენიმე სახის დასარტყამზე,ბრეიდანი ძირითადად უკრავს გიტარაზე,მაგრამ სხვა საკრავებზეც შეუძლია დაკვრა.ხანდახან,როდესაც გვჭირდება ჩვენს პატარა ძმას თობის ვიმატებთ ხოლმე.
-მე როგორც ვიცი შენ გყავს ორი ძმა, ისინიც მღერიან. რას გვეტყვი მათზე?
-ქონორი არის 18 წლის და როგორც წინა კითხვაში ავღნიშნე უყვარს რამდენიმე საკრავზე დაკვრა,ასევე დიდ ყურადღებას აძლევს განათლებას. არის ძალინ შრომისმოყვარე და ეს ბენდს ძალიან ეხმარება.თობი პატარაა,მაგრამ ისიც გვეხმარება ხოლმე ბენდის საქმეებში.
-ვიცი რომ უკრავ რამოდენიმე ინსტრუმენტზე. რომელია შენი საყვარელი ინსტრუმენტი?
-კი ვუკრავ,მაგრამ ყველაზე მეტად გიტარას გამოვარჩევდი
-რომელი მომღერლის შემოქმედება გიყვარს?
-ვერ გამოვარჩევ განსაკუთრებულს,რადგან თითოეული მათგანი დიდებული მომღერალია
-გიზიდავს რამე მუსიკის გარდა?
-მუსიკა ჩემი ცხოვრებაა,მაგრამ დიდი სიამოვნებით ვთამაშობ კალათბურთს
-მე როგორც ვიცი დადიოდა ჭორები შენსა და ლიზ მაქეისის ურთიერთობაზე. ამაზე რას გვეტყვი?
-არა მე არ მყავს შეყვარებული და ლიზა მხოლოდ ჩემი მეგობარია
-რას აპირებ ახლო მომავალში?
-ახლო მომავალში განსაკუთრებულს არაფერს არ ვგეგმავ. ვეცდები რომ უფრო დიდი წარმატება მოვუტანო ჩემს ბენდს და ვასიამოვნო ჩემი ფანები.
-დიდი მადლობა,რომ ინტერვიუს ჩაწერაში დაგვთანხმდი. წარმატებებს გისურვებ
-არაფერს . პირიქით ძალიან დიდი მადლობა შენ.