არ მესმის.არ მესმის ადამიანი ადამიანს რატომ ვერ იტანს(ზოგი)?.რატომ ამბობს რომ ვთქვათ იმას ის ცუდად აცვია,იმას ის არ უხდება,ხომ შეიძლება ყველამ თავის თავს მიხედოს! რატომ არჩევენ ასე ადამიანებს.არავინ არავისზე მეტი არაა არაფრით.შეიძლება ვიღაცას მეტი ფული ჰქონდეს სხვაზე მაგრამ ეს არაა მიზეზი მისი ამპარტავნობის,დამცირების.ყველა ადამიანია,ყველას სურს ბევრი მეგობრების ყოლას.იმასაც უნდა ეცვას ისე როგორც საჭიროა მაგრამ იქნებ არ შეუძლია? ისინი კი დასცინიან!. ამას იმიტომ ვწერ რომ ვიცი ადამიანეები რომლებიც ასეთები არიან ამპარტავნებიც და ისინიც ვისაც ამცირებენ.. ყოველთვის მწყდება ამაზე გული და ვცდილობ დავიცვა ის რომლსაც არ შეუძლია იყოს გამორჩეული ჩაცმულობით,. მგონია რომ მეგობრობა აღარ არსებობს წესიერი! და რის გამო?! შესაძლებლობების გამო! მე კი ამას არასდროს ვაქცევ ყურადღებას! მერე რა რომ იმას ცუდად აცვია?! მერე რა რომ არ არის გამორჩეულად და არ ‘ბრწყინავს’? ამის გამო უნდა იყოს ის მარტო?! ამის გამო უნდა გაიაროს ცხოვრების გზა დაჩაგრულად?! ისიც ადამიანია,მასაც სჭირდება გაგება,მეგობრები..მე კი ხალხის უაზრო საქციელის ყურებით დავიღალე! შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს რომ ეს იდიოტობაა რასაც ვამბობ მაგრამ მე ამას გულით ვამბობ! ვამბობ რასაც ჩემი თვალით ვხედავ! მომბეზრდა ასეთ სამყაროში ცხოვრება! მაგრამ ვაი რომ სხვა სამყარო არ არსებობს!