TMZ-ი
იუწყება, რომ ცნობილმა მომღერალმა/მოცეკვავე კრის ბრაუნმა ყოფილი
საყვარლის რიანას ნაცემი გამოსახულება ამოისვირინგა. სტატიას თანდაერთო
მტკიცებულებაც ფოტოების სახით, რომელიც გადაღებულია წვეულებაზე ლას
ვეგასში. კრისის ყელზე მართლაც ქალის გამოსახულებას ხედავთ, რომელის ცალი
მხარე რიანას ნაცემ სახეს წააგავს. თვითონ მომღერალმა ამასთან დაკავშ
ირებით განაცხადა, რომ ყელზე გამოსახული ქალი კონკრეტული პიროვნება არაა.
წყვილი ერთმანეთს 2009 წელს სკანდალურად დაშორდა, როდესაც კრისმა რიანა
სასტიკად სცემა ყოველგვარ მიზეზ გარეშე. სასამართლოს გადაწყვეტილებით კრისს
რიანასთან მიახლოება აუკრძალეს. თუმცა, ოპრა უინფრისთან გულახდილად
საუბრისას რიანამ განაცხადა, რომ მათ საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვთ დღემდე
და ის ვერ იქნება ბედნიერი იმ შემთხვევაში თუ კრის ყველაფერი რიგზე არ
ექნება. ბოლო პერიოდის ჰოლივუდური ჭორების თანახმად კი ისინი კვლავ
ერთადაა.